დახურული პოლიტიკური თოქ-შოუები და ეთერიდან მოხსნილი წამყვანები,- ეს არის თემა, რომლის ირგვლივ "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" სხვადსხვა არხის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ.
"მედია პალიტრის" ჟურნალისტის და ტელე/რადიო წამყვანის მერაბ მეტრეველის თქმით, ხელისუფლება ერთ წრეზე ტრიალებს, რადგან როცა იგრძნობს ძალაუფლების შესუსტებას, მედიას ესხმის თავს. ამის მაგალითად მან "იმედში" 2007 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლება მსგავსს არ გააკეთებს.