"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყში 130-მდე ბავშვი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგოლობრივი მედია ავრცელებს. გატაცებულების ასაკი 11-15 წელია.
ამასთან, ქურთთა მუშათა პარტიის პრესსამსახური იტყობინება, რომ გატაცებული არასრულწლოვნები სპეციალურ ბანაკებში ჰყავთ მოთავსებული, სადაც იარაღის გამოყენებასა და ტერორისტული აქტების განხორციელებას ასწავლიან და ვაჰაბიტურ ექსტრემისტულ იდეოლოგიას უნერგავენ.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები საკუთარ რიგებში მყოფ ადგილობრივ ბავშვებს თვითმკვლელ ტერორისტებად ზრდიან.