დახურული პოლიტიკური თოქ-შოუები და ეთერიდან მოხსნილი წამყვანები,- ეს არის თემა, რომლის ირგვლივ "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" სხვადსხვა არხის ჯურნალისტებმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს.
ინგა გრიგოლია განმარტავს, რომ არცერთი გაფრთხილება არხის ხელმძღვანელობისგან მას არ მიუღია. გარდა ამისა ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ არხის ხელმძღვანელობას შრომითი ხელშეკრულებაც დაარღვია.
"ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. როცა იხურება პოლიტიკური თოქ-შოუ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქვე მინდა მივმართო "ოცნებას", რომ თოფაძეს ხშირად ნუ გააკეთებინებთ განცხადებას, რადგან რასაც შიგნით ამბობთ, ხშირად გარეთ გამოაქვს" - აღნიშნა გრიგოლიამ