თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ კახა მამულაშვილის საქმეზე ხვალ წინასასამართლო სხდომას გამართავს.
სხდომა ხვალ, 13:00 საათზეა ჩანიშნული. "ინტერპრესნიუსი" კახა მამულაშვილის ადვოკატს დაუკავშირდა. როგორც გიორგი ბეგიაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე წინასასამართლო სხდომისთვის შუამდგომლობები ჩამოყალიბებული არ აქვს. კერძოდ, ადვოკატის თქმით, პოზიციები ოჯახთან უნდა შეათანხმოს.
გიორგი ბეგიაშვილმა არ გამორიცხა, რომ ხვალინდელი სხდომა გადაიდოს. ადვოკატმა განაცხადა, რომ შესაძლოა საქმეში დამატებითი ადვოკატი ჩაერთოს და სხდომის გადადების მოტივი ეს გახდეს.
დააყენებს თუ არა წინასასამართლო სხდომის ფარგლებში დაცვის მხარე კახა მამულაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობას, ჯერჯერობით უცნობია.