ტელეკომპანია "მაესტროზე" ახალ სეზონისთვის ემზადებიან, როგორც შევიტყვეთ, "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ექსდეპუტატი ნიკა ლალიაშვილი ახალ თოქ-შოუს ამზადებს, ასევე ყოფილ თანაპარტიელ და ექსპარლამენტარ მაგდა ანიკაშვილსა და "ტრადიციონალისტთა" ლიდერ აკაკი ასათიანთან ერთად წაიყვანს. ნიკა ლალიაშვილი:
- უპირველესდ გეტყვით, რომ იქნება არა ერთი არამედ რამდენიმე პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელსაც უშუალოდ მე არ ვაკეთებ. საქმე ისაა, რომ ტელეკომპანია "მაესტროზე" ვარ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელი და ბუნებრივია, ყველა თოქ-შოუს კეთების პროცესში ვარ ჩართული, რომელიც "მაესტროზე" მზადდება. ყველა ეს გადაცემა არის ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ.
- გავიგეთ, რომ ერთ-ერთ გადაცმას აკაკი ასათიანსა და მაგდა ანიკაშვილთან ერთად გაუზღვებით...
- ჯერჯერობით კონკეტულად ვერაფერს გეტყვით, ეს გახლავთ არხის საიდუმლოება, თუმცა მაყურებელი მალე გაიგებს მათ ვინაობას, რადგან ეთერში გასვალმდე გავა გადაცემების პრომო.
ჩვენ ამბის გადამოწმება აკაკი ასათიანთან ვცადეთ:
აკაკი ასათიანი:
- მსგავსი რამ ნამდვილად შემომთავაზეს, ამჟამად მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, მოგვიანებით გადაწყდება ყველაფერი.
შეგიძლიათ გვითხრათ რა ტიპის თოქ-შოუზეა საუბარი?
- ჯერჯერობით მიმდინარეობს ფორმატის შერჩევა, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, საბოლოოდ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, თუ რომელი უნდა იყოს.