მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოძღვარი, რომლის ლოცვა-კურთხევით ოცდაათამდე უშვილო ოჯახში ბავშვი დაიბადა
 მოძღვარი, რომლის ლოცვა-კურთხევით ოცდაათამდე უშვილო ოჯახში ბავშვი დაიბადა

დიდი დიღ­მის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი მის­მა წი­ნამ­ძღვარ­მა, დე­კა­ნოზ­მა მე­რაბ დე­კა­ნო­სი­ძემ 2010 წელს ააგო. მას შემ­დეგ ტა­ძარ­ში არა­ერ­თი ღვთი­უ­რი სას­წა­უ­ლი აღეს­რუ­ლა.

მამა მე­რაბ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, რო­მელ­თაც მა­ნამ­დე არა­სო­დეს და­უ­ხა­ტავთ, ორი წლის წინ ხატ­ვა და ხატ­წე­რა და­ი­წყეს და მათი სუ­რა­თე­ბი თუ წმინ­და ხა­ტე­ბი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა უკვე ათამ­დე პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნა­ზე იხი­ლა... ტა­ძარ­ში მი­სულ ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მორ­წმუ­ნე­ებს მამა მე­რა­ბი სახ­ლში და­საბ­რძა­ნებ­ლად სა­კუ­თა­რი ან მე­უღ­ლის, მაია ჯან­ვერ­დაშ­ვი­ლის მიერ და­წე­რილ ხა­ტებს ატანს და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ მრევ­ლის­გან მად­ლი­ე­რე­ბის სი­ტყვებს ის­მენს... ამ­ჯე­რად იმ უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ, ვი­საც ბავ­შვი სწო­რედ ამ ტა­ძარ­ში მის­ვლი­სა და მამა მე­რა­ბის და­ლოც­ვის შემ­დეგ შე­ე­ძი­ნათ... ღვთის მად­ლი­თა და მამა მე­რა­ბის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ორი წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ოც­და­ამ­დე ბავ­შვი და­ი­ბა­და...

მამა მე­რა­ბი:

- ხუთი წლის წინ ტა­ძარ­ში ერთი გო­გო­ნა მო­ვი­და. მი­თხრა, უკვე რვა წე­ლია შვი­ლი არ მყავ­სო. ჯვა­რი გა­დავ­სა­ხე და ვუ­თხა­რი, სამ თვე­ში უფა­ლი შვილს გა­ჩუ­ქებს-მეთ­ქი. ზუს­ტად სამი თვის შემ­დეგ ფეხ­მძი­მედ ვარო - მი­თხრა. ახლა უკვე ორი შვი­ლი ჰყავს. მახ­სოვს, უშ­ვი­ლო­ბის გამო ერთხელ ტა­ძარ­ში ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და. ვუ­თხა­რი, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატი წა­აბ­რძა­ნე და სამ თვე­ში შვი­ლი მო­გე­ცე­მა-მეთ­ქი. ნი­კო­ლო­ზო­ბას ვზე­ი­მობ­დით, რომ და­მი­რე­კა - დღეს ჩემი მე­უღ­ლე ექიმ­თან იყო და ფეხ­მძი­მედ აღ­მოჩ­ნდაო. ჩემ­გან გა­ი­გეს, რომ ის დღე ნი­კო­ლო­ზო­ბა იყო... ასე გაჩ­ნდა პა­ტა­რა ნი­კო­ლო­ზი... ერთხელ, უც­ნო­ბი გო­გო­ნას პორ­ტრე­ტი დავ­ხა­ტე. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ტა­ძარ­ში გო­გო­ნა შე­მო­ვი­და. იქვე ვი­დე­ქი. სუ­რა­თიც ახ­ლოს იდო. ვი­ფიქ­რე, რა ნაც­ნო­ბი სახე აქვს-მეთ­ქი. ორი­ვემ თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად შევ­ხე­დეთ ნა­ხატს და მივ­ხვდით, რომ სუ­რათ­ზე სწო­რედ ის იყო და­ხა­ტუ­ლი. მას შემ­დეგ ხში­რად მო­დი­ო­და ტა­ძარ­ში. თურ­მე, არც მას ეძ­ლე­ო­და შვი­ლი. წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატი გა­ვა­ტა­ნე... ახლა ერთი შვი­ლის დე­დაა და მე­ო­რეს ელო­დე­ბა...

ხე­ლა­ძე, მორ­წმუ­ნე:

- შვი­ლი ხუთი წელი არ მყავ­და. სად არ ვი­ა­რე, რო­გორ არ ვიმ­კურ­ნა­ლე... სა­ბო­ლო­ოდ, ექი­მებ­მა და­მარ­წმუ­ნეს, რომ შვი­ლი არა­სო­დეს მო­მე­ცე­მო­და. მე და ჩემი მე­უღ­ლე წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მი­ვე­დით და მამა მე­რაბს ჩვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­ვან­დეთ. მა­შინ­ვე გვი­თხრა, თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ცემთ უფა­ლი შვილ­სო და თან მი­სი­ვე და­წე­რი­ლი ღვთის­მშობ­ლის ხატი გაგ­ვა­ტა­ნა. იმ დღი­დან ჩემ­მა მე­უღ­ლემ ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო, და­იც­ვა შო­ბის მარ­ხვა. ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე მამა მე­რაბ­მა გვი­თხრა, ძვე­ლით ახა­ლი წლის შემ­დეგ სახ­ლს გი­კურ­თხებთ და მალე ორ­სუ­ლო­ბის ამ­ბავ­საც შე­ი­ტყობ­თო. ზუს­ტად მახ­სოვს, 25 იან­ვა­რი იყო როცა სახ­ლი გვი­კურ­თხა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი გა­ვი­გე - ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. თა­ნაც, ღვთის მად­ლით, ორ­სუ­ლო­ბა ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზად ექი­მე­ბი რას ასა­ხე­ლებ­დნენ?

- სრუ­ლად მქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მი­ლე­ბი. ამას ახ­ლდა კი­დევ სხვა სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მე­ბი, რაც ექი­მე­ბის თქმით, ჩემს ორ­სუ­ლო­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხავ­და. ეს იმ­დე­ნად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ექი­მი ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­საც კი არ მირ­ჩევ­და. გა­ოც­დნენ, როცა ჩემი ფეხ­მძი­მო­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გეს. მამა მე­რა­ბი მუ­ცელ­ზე ხელს მა­დებ­და, ჯვარს მსა­ხავ­და და თან

ლოც­ვას მი­კი­თხავ­და ხოლ­მე...

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

მოძღვარი, რომლის ლოცვა-კურთხევით ოცდაათამდე უშვილო ოჯახში ბავშვი დაიბადა

 მოძღვარი, რომლის ლოცვა-კურთხევით ოცდაათამდე უშვილო ოჯახში ბავშვი დაიბადა

დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მისმა წინამძღვარმა, დეკანოზმა მერაბ დეკანოსიძემ 2010 წელს ააგო. მას შემდეგ ტაძარში არაერთი ღვთიური სასწაული აღესრულა.

მამა მერაბმა და მისმა მეუღლემ, რომელთაც მანამდე არასოდეს დაუხატავთ, ორი წლის წინ ხატვა და ხატწერა დაიწყეს და მათი სურათები თუ წმინდა ხატები დამთვალიერებელმა უკვე ათამდე პერსონალურ გამოფენაზე იხილა... ტაძარში მისულ ოჯახური პრობლემების მქონე მორწმუნეებს მამა მერაბი სახლში დასაბრძანებლად საკუთარი ან მეუღლის, მაია ჯანვერდაშვილის მიერ დაწერილ ხატებს ატანს და გარკვეული დროის შემდეგ მრევლისგან მადლიერების სიტყვებს ისმენს... ამჯერად იმ უშვილო წყვილების შესახებ მოგითხრობთ, ვისაც ბავშვი სწორედ ამ ტაძარში მისვლისა და მამა მერაბის დალოცვის შემდეგ შეეძინათ... ღვთის მადლითა და მამა მერაბის ლოცვა-კურთხევით ორი წლის მანძილზე საქართველოში უკვე ოცდაამდე ბავშვი დაიბადა...

მამა მერაბი:

- ხუთი წლის წინ ტაძარში ერთი გოგონა მოვიდა. მითხრა, უკვე რვა წელია შვილი არ მყავსო. ჯვარი გადავსახე და ვუთხარი, სამ თვეში უფალი შვილს გაჩუქებს-მეთქი. ზუსტად სამი თვის შემდეგ ფეხმძიმედ ვარო - მითხრა. ახლა უკვე ორი შვილი ჰყავს. მახსოვს, უშვილობის გამო ერთხელ ტაძარში ძალიან დამწუხრებული მამაკაცი მოვიდა. ვუთხარი, წმინდა ნიკოლოზის ხატი წააბრძანე და სამ თვეში შვილი მოგეცემა-მეთქი. ნიკოლოზობას ვზეიმობდით, რომ დამირეკა - დღეს ჩემი მეუღლე ექიმთან იყო და ფეხმძიმედ აღმოჩნდაო. ჩემგან გაიგეს, რომ ის დღე ნიკოლოზობა იყო... ასე გაჩნდა პატარა ნიკოლოზი... ერთხელ, უცნობი გოგონას პორტრეტი დავხატე. რამდენიმე დღეში ტაძარში გოგონა შემოვიდა. იქვე ვიდექი. სურათიც ახლოს იდო. ვიფიქრე, რა ნაცნობი სახე აქვს-მეთქი. ორივემ თითქმის ერთდროულად შევხედეთ ნახატს და მივხვდით, რომ სურათზე სწორედ ის იყო დახატული. მას შემდეგ ხშირად მოდიოდა ტაძარში. თურმე, არც მას ეძლეოდა შვილი. წმინდა ნიკოლოზის ხატი გავატანე... ახლა ერთი შვილის დედაა და მეორეს ელოდება...

ხელაძე, მორწმუნე:

- შვილი ხუთი წელი არ მყავდა. სად არ ვიარე, როგორ არ ვიმკურნალე... საბოლოოდ, ექიმებმა დამარწმუნეს, რომ შვილი არასოდეს მომეცემოდა. მე და ჩემი მეუღლე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მივედით და მამა მერაბს ჩვენი გულისტკივილი გავანდეთ. მაშინვე გვითხრა, თქვენ აუცილებლად მოგცემთ უფალი შვილსო და თან მისივე დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გაგვატანა. იმ დღიდან ჩემმა მეუღლემ ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დაიცვა შობის მარხვა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მამა მერაბმა გვითხრა, ძველით ახალი წლის შემდეგ სახლს გიკურთხებთ და მალე ორსულობის ამბავსაც შეიტყობთო. ზუსტად მახსოვს, 25 იანვარი იყო როცა სახლი გვიკურთხა. რამდენიმე დღეში კი გავიგე - ფეხმძიმედ ვიყავი. თანაც, ღვთის მადლით, ორსულობა ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

- უშვილობის მიზეზად ექიმები რას ასახელებდნენ?

- სრულად მქონდა დაზიანებული მილები. ამას ახლდა კიდევ სხვა სამედიცინო პრობლემები, რაც ექიმების თქმით, ჩემს ორსულობას აბსოლუტურად გამორიცხავდა. ეს იმდენად შეუძლებელი იყო, ექიმი ხელოვნურ განაყოფიერებასაც კი არ მირჩევდა. გაოცდნენ, როცა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ გაიგეს. მამა მერაბი მუცელზე ხელს მადებდა, ჯვარს მსახავდა და თან

ლოცვას მიკითხავდა ხოლმე...

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია