ვარსკვლავების ქორწინება ფილმებისგან განსხვავებით ყოველთვის ჰეფი ენდით არ სრულდება. მათი განშორება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. წარმოგიდგენთ ხუთ ცნობილ წყვილს, რომელთა განქორწინებაც ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გამოდგა.
ჰარისონ ფორდი და მელისა მეტისონი - 85 მილიონი დოლარი
2004 წელს ჰარისონ ფორდმა თავის ყოფილ ცოლს 85 მილიონი დოლარი გადაუხადა. ეს რეკორდი ჰოლივუდში მხოლოდ ორი წლის შემდეგ მელ გიბსონის განქორწინებამ მოხსნა.
მადონა და გაი რიჩი - 92 მილიონი დოლარი
ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ფულის გადახდა ქალს მოუწია: პოპ მუსიკის დედოფალმა გიგანტური თანხა გადაუხადა განშორების შემდეგ გაი რიჩის.
სტივენ სპილბერგი და ემი ირვინგი - 100 მილიონი დოლარი
ემი ირვინგი 1976 წელს ფილმ "კერით" გახდა ცნობილი, ხოლო სპილბერგი "ყბების" წარმატების შემდეგ იწყებდა განაცხადის კეთებას ჰოლივუდში. წყვილი 1985 წელს დაქორწინდა, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა. სპილბერგმა ყოფილ ცოლს ასი მილიონი დოლარი გადაუხადა.
ტაიგერ ვუდსი და ელინ ნორეგრენი - 100 მილიონი დოლარი
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გავცელდა ხმები, თითქოს ელინმა 750 მილიონი დოლარი მიიღო, ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. ოჯახი მას შემდეგ დაიშლა, რაც ცოლმა შეირტყო, რომ ტაიგერ ვუდსი გამუდმებით ღალატობდა. ამისთვის ქალმა ასი მილიონი დოლარი მიიღო.
რომან და ირინა აბრამოვიჩი - 300 მილიონი დოლარი
ირინა მალანდინამ რუს ოლიგარქთან განქორწინება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გავრცელდა ხმები, რომ ის ცოლს ღალატობდა. მალანდინა სასამართლო ჩარევის შედეგად 300 მილიონი დოლარით და მარტოხელა ქალის სტატუსით გამოვიდა დარბაზიდან.