პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი ოლიგარქების ხუთეული, რომლებსაც ყველაზე მეტად სცემენ პატივს
რუსი ოლიგარქების ხუთეული, რომლებსაც ყველაზე მეტად სცემენ პატივს

ჟურ­ნალ­მა "ფორბსმა" ჩა­ა­ტა­რა გა­მო­კი­თხვა, სა­დაც რეს­პონ­დენ­ტებს, კონ­კრე­ტუ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, რუსი ოლი­გარ­ქე­ბი უნდა შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ. გა­მო­კი­თხვის მი­ზა­ნი იმ ოლი­გაქ­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა იყო, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე სცემს პა­ტივს. წარ­მო­გიდ­გენთ გა­მოვ­ლე­ნი­ლი რე­ი­ტინ­გის ხუ­თე­ულს.

რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი

ქო­ნე­ბა: 9,1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

პა­ტი­ვის­ცე­მა: 27,1%

გა­მო­კი­თხულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი ხმა რო­მან აბ­რა­მო­ვიჩ­მა და­აგ­რო­ვა. ხალ­ხი მას პა­ტივს სცემს ინ­ტუ­ი­ცი­ის, წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის, კონ­კუ­რენ­ტე­ბის გვერ­დის ავ­ლის, საქ­მი­სად­მი მიდ­გო­მი­სა და ეფექ­ტუ­რი ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის უნა­რე­ბის გამო. ასე­ვე ის ხა­სი­ათ­დე­ბა, რო­გორც სუფ­თა რე­პუ­ტა­ცი­ის, მო­რი­დე­ბუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი.

მი­ხა­ილ პრო­ხო­რო­ვი

ქო­ნე­ბა: 9,9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

პა­ტი­ვის­ცე­მა: 23,8%

საქ­მის მარ­თვის ღრმა ცოდ­ნის გარ­და, რეს­პონ­დენ­ტე­ბი პრო­ხო­როვს პა­ტივს სცე­მენ ტრანსფა­რენ­ტუ­ლო­ბი­სა და სა­ჯა­რო­ო­ბის­თვის. მას მი­იჩ­ნე­ვენ ეფექ­ტურ მმარ­თვე­ლად და ინო­ვა­ცი­ე­ბის მიმ­დევ­რად, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ღიად აკე­თებს.

ვლა­დი­მირ პო­ტა­ნი­ნი

ქო­ნე­ბა: 15,4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

პა­ტი­ვის­ცე­მა: 19,5%

გა­მო­კი­თხულ­თა აზ­რით, პო­ტა­ნი­ნი ძლი­ე­რი ინ­ტუ­ი­ცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნის მი­ხედ­ვით, ის სიის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია: ზო­მი­ე­რად პრინ­ცი­პუ­ლი და წინ­და­ხე­დუ­ლი, ზო­მი­ე­რად ღია და ზო­მი­ე­რად ნო­ვა­ტო­რი.

ოლეგ დე­რი­პას­კა

ქო­ნე­ბა: 6,2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

პა­ტი­ვის­ცე­მა: 15,7%

დე­რი­პას­კამ გა­მო­კი­თხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო კა­ტე­გო­რი­ა­ში "სიმ­კაც­რე", ხოლო მი­ნი­მა­ლუ­რი - კა­ტე­გო­რი­ა­ში "ტრანსფა­რენ­ტუ­ლო­ბა". რეს­პონ­დენ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ბიზ­ნე­სის შექ­მნა შეძ­ლო რუ­სეთ­ში.

ელე­ნა ბა­ტუ­რი­ნა

ქო­ნე­ბა: 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

პა­ტი­ვის­ცე­მა: 12,9%

მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მე­რის მე­უღ­ლის შე­სა­ხებ გა­მო­კი­თხულ­და მე­სა­მე­დი ფიქ­რობს, რომ მას ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი ბიზ­ნე­სი აქვს. ბა­ტუ­რი­ნას პა­ტივს სცე­მენ კონ­კუ­რენ­ტებს შო­რის პირ­ვე­ლო­ბის გამო, ასე­ვე საქ­მე­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი წინ­და­ხე­დუ­ლო­ბი­სა და ინ­ტუ­ი­ცი­ი­სათ­ვის. გა­მო­კი­თხულ­თა თით­ქმის ოცი პრო­ცენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ბა­ტუ­რი­ნამ ბიზ­ნე­სი და­მო­უ­კი­დებ­ლად აა­წყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რუსი ოლიგარქების ხუთეული, რომლებსაც ყველაზე მეტად სცემენ პატივს

რუსი ოლიგარქების ხუთეული, რომლებსაც ყველაზე მეტად სცემენ პატივს

ჟურნალმა "ფორბსმა" ჩაატარა გამოკითხვა, სადაც რესპონდენტებს, კონკრეტული კატეგორიების მიხედვით, რუსი ოლიგარქები უნდა შეეფასებინათ. გამოკითხვის მიზანი იმ ოლიგაქრების გამოვლენა იყო, რომლებსაც ყველაზე მეტი მოქალაქე სცემს პატივს. წარმოგიდგენთ გამოვლენილი რეიტინგის ხუთეულს.

რომან აბრამოვიჩი

ქონება: 9,1 მილიარდი დოლარი

პატივისცემა: 27,1%

გამოკითხულთა შორის ყველაზე მეტი ხმა რომან აბრამოვიჩმა დააგროვა. ხალხი მას პატივს სცემს ინტუიციის, წინდახედულობის, კონკურენტების გვერდის ავლის, საქმისადმი მიდგომისა და ეფექტური ბიზნესის წარმოების უნარების გამო. ასევე ის ხასიათდება, როგორც სუფთა რეპუტაციის, მორიდებული და სამართლიანი ადამიანი.

მიხაილ პროხოროვი

ქონება: 9,9 მილიარდი დოლარი

პატივისცემა: 23,8%

საქმის მართვის ღრმა ცოდნის გარდა, რესპონდენტები პროხოროვს პატივს სცემენ ტრანსფარენტულობისა და საჯაროობისთვის. მას მიიჩნევენ ეფექტურ მმართველად და ინოვაციების მიმდევრად, რომელიც ყველაფერს ღიად აკეთებს.

ვლადიმირ პოტანინი

ქონება: 15,4 მილიარდი დოლარი

პატივისცემა: 19,5%

გამოკითხულთა აზრით, პოტანინი ძლიერი ინტუიციით გამოირჩევა. ყველაფერი დანარჩენის მიხედვით, ის სიის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული წარმომადგენელია: ზომიერად პრინციპული და წინდახედული, ზომიერად ღია და ზომიერად ნოვატორი.

ოლეგ დერიპასკა

ქონება: 6,2 მილიარდი დოლარი

პატივისცემა: 15,7%

დერიპასკამ გამოკითხული ადამიანების მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო კატეგორიაში ”სიმკაცრე”, ხოლო მინიმალური - კატეგორიაში ”ტრანსფარენტულობა”. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბიზნესის შექმნა შეძლო რუსეთში.

ელენა ბატურინა

ქონება: 1 მილიარდი დოლარი

პატივისცემა: 12,9%

მოსკოვის ყოფილი მერის მეუღლის შესახებ გამოკითხულდა მესამედი ფიქრობს, რომ მას ძალიან ეფექტური ბიზნესი აქვს. ბატურინას პატივს სცემენ კონკურენტებს შორის პირველობის გამო, ასევე საქმეში გამოჩენილი წინდახედულობისა და ინტუიციისათვის. გამოკითხულთა თითქმის ოცი პროცენტი მიიჩნევს, რომ ბატურინამ ბიზნესი დამოუკიდებლად ააწყო ადმინისტრაციული რესურსის დახმარების გარეშე.

ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რისთვის იხდიდა სასჯელს - ყველაფერი კაცზე, რომელიც თანამედროვე აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა

ელა იაკობაშვილი - სპორტული ცენტრის მდივნობიდან რუსეთის გავლენიანი ოლიგარქის ცოლობამდე

დაჩოქილი ამერიკელი პოლიციელები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად - ემოციური ფოტოები აშშ-ს ქალაქებიდან