პოლიტიკა

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:36-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 13:16-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან კობიაშვილი ბაკალავრი 2001 წელს გახდა - რა შეუსაბამობა აღმოჩნდა ფეხბურთელის დიპლომში
ლევან კობიაშვილი ბაკალავრი 2001 წელს გახდა - რა შეუსაბამობა აღმოჩნდა ფეხბურთელის დიპლომში

ფეხ­ბურ­თელ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის დიპ­ლომ­ში, რო­მე­ლიც 2002 წელ­საა გა­ცე­მუ­ლი, შე­უ­სა­ბა­მო­ბა აღ­მოჩ­ნდა. მას­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, დიპ­ლო­მის მფლო­ბელ­მა 2001 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სრუ­ლი კურ­სი და მას ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "აფხა­ზე­თის ხმა" ავ­რცე­ლებს.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ლექ­სი­კო­ნის მი­ხედ­ვით, "2001 წლი­დან ევ­რო­პა­ში აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მეტ-ნაკ­ლე­ბად ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა (ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სი) შე­იქ­მნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ევ­რო­პის ძი­რი­თა­დი ქვეყ­ნე­ბის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს შე­სა­ბა­მი­სი სა­ფე­ხუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სამი ტი­პის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რისხს ანი­ჭე­ბენ: ბა­კა­ლავ­რის, მა­გის­ტრი­სა და დოქ­ტო­რის ხა­რისხს. სა­ქარ­თვე­ლო 2005 წლი­დან შე­უ­ერ­თდა ბო­ლო­ნი­ის პრო­ცესს".

თა­ვის­თა­ვად, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე­ო­რე მუხ­ლში სი­ტყვა "ბა­კა­ლავ­რი" 2007 წელს მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა, ანუ, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო უკვე მი­ერ­თე­ბუ­ლი იყო ბო­ლო­ნი­ის პრო­ცესს.

ვი­ნა­ი­დან ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის დიპ­ლო­მის იმ ასლზე არაა და­ტა­ნი­ლი წარ­წე­რა "გა­მე­ო­რე­ბით", რაც დიპ­ლო­მის მხო­ლოდ ახალ ბლანკზე გა­ცე­მას და­ა­დას­ტუ­რებ­და, ჩა­ნა­წე­რი შე­უ­სა­ბა­მოა, რად­გან 2002 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ვერ­ცერ­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, მათ შო­რის, ვერც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ვერ გას­ცემ­და ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლომს.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა 1996-2001 წლებ­ში, რაც ემ­თხვე­ვა სტუ-ში სწავ­ლის პე­რი­ოდს, საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი იყო. 1997 წლი­დან კო­ბი­აშ­ვი­ლი ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნი­ა­ში" თა­მა­შობ­და, ხოლო 1998-2003 წლებ­ში გერ­მა­ნუ­ლი "ფრა­ი­ბურ­გის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­მო­დი­ო­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს

ლევან კობიაშვილი ბაკალავრი 2001 წელს გახდა - რა შეუსაბამობა აღმოჩნდა ფეხბურთელის დიპლომში

ლევან კობიაშვილი ბაკალავრი 2001 წელს გახდა - რა შეუსაბამობა აღმოჩნდა ფეხბურთელის დიპლომში

ფეხბურთელ ლევან კობიაშვილის დიპლომში, რომელიც 2002 წელსაა გაცემული, შეუსაბამობა აღმოჩნდა.  მასში არსებული ჩანაწერის მიხედვით, დიპლომის მფლობელმა 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი და მას ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ "აფხაზეთის ხმა" ავრცელებს.

სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით, "2001 წლიდან ევროპაში აკადემიური ხარისხის მეტ-ნაკლებად ერთიანი სისტემა (ბოლონიის პროცესი) შეიქმნა, რომლის მიხედვითაც, ევროპის ძირითადი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები კურსდამთავრებულებს შესაბამისი საფეხურის დამთავრების შემდეგ სამი ტიპის სამეცნიერო ხარისხს ანიჭებენ: ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს. საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს".

თავისთავად, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლში სიტყვა "ბაკალავრი" 2007 წელს მიღებული ცვლილებების შემდეგ გაჩნდა, ანუ, მას შემდეგ, რაც საქართველო უკვე მიერთებული იყო ბოლონიის პროცესს.

ვინაიდან ლევან კობიაშვილის დიპლომის იმ ასლზე არაა დატანილი წარწერა "გამეორებით", რაც დიპლომის მხოლოდ ახალ ბლანკზე გაცემას დაადასტურებდა, ჩანაწერი შეუსაბამოა, რადგან 2002 წელს საქართველოს ვერცერთი უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის, ვერც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ვერ გასცემდა ბაკალავრის დიპლომს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლევან კობიაშვილის სპორტული კარიერა 1996-2001 წლებში, რაც ემთხვევა სტუ-ში სწავლის პერიოდს, საკმაოდ დატვირთული იყო. 1997 წლიდან კობიაშვილი ვლადიკავკაზის "ალანიაში" თამაშობდა, ხოლო 1998-2003 წლებში გერმანული "ფრაიბურგის" შემადგენლობაში გამოდიოდა.

წყარო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია