პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ქათამაძემ 6 წლის ვაჟიშვილი გამოაჩინა: "ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ფეხსაცმელი არ მქონდა"
ნინო ქათამაძემ 6 წლის ვაჟიშვილი გამოაჩინა: "ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ფეხსაცმელი არ მქონდა"

მომ­ღე­რალ­მა ნინო ქა­თა­მა­ძემ რო­გორც იქნა თა­ვი­სი 6 წლის ბი­ჭუ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო. ნინო ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი ოჯა­ხუ­რი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ი­დუმ­ლოდ შე­ე­ნა­ხა. სწო­რედ ამი­ტომ უკ­რა­ი­ნე­ლი ურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი გა­მოდ­გა. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მას­ში ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა მისი 6 წლის ბი­ჭუ­ნა ნი­კო­ლო­ზი გა­მო­ა­ჩი­ნა.

ნინო ქა­თა­მა­ძის მე­უღ­ლეს, და­ვით ლო­ლა­ძეს ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი ტე­ლეპ­რო­ექტ "ექი­მე­ბი­დან" იც­ნობს. ნინო დიდ­ხანს არ ამ­ჟღავ­ნებ­და მის ვი­ნა­ო­ბას,

"მისი სა­ხე­ლის თქმა არ მინ­და და აგიხ­სნით, რა­ტომ: არ მინ­და, ის ექი­მად კი არა, ნინო ქა­თა­მა­ძის ქმრად აღიქ­ვან" - აცხა­დებ­და მომ­ღე­რა­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მომ­ღე­რალს, რო­მელ­საც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ ასი­ა­თა­სო­ბით თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, თა­ვი­სი მძი­მე ცხოვ­რე­ბაც არა­ერ­თხელ გა­უხ­სე­ნე­ბია. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს მისი ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო ეტა­პი, რო­დე­საც ფეხ­საც­მე­ლი არ მქონ­და, რომ თბი­ლის­ში ერთ–ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ბევ­რი ვე­ძე­ბე, რომ ფეხ­საც­მე­ლი ვინ­მეს ნი­სი­ად მო­ე­ცა. სა­კუ­თარ კონ­ცერ­ტზე რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვით, გზის ფული არ გვქონ­და... რთუ­ლი გზა იყო, ძა­ლი­ან რთუ­ლი, ოღონდ ფი­ზი­კუ­რად კი არა, სუ­ლი­ე­რად. სულ პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბის და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ზღვარ­ზე გვი­წევს სი­ა­რუ­ლი.

ადრე თუ ხუთი კა­ცის ტაში მა­ბედ­ნი­ე­რებ­და, დღეს ასი ათა­სო­ბით აპ­ლო­დის­მენ­ტი მაქვს. ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბის, შრო­მის ხარ­ჯზე ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და. გზა, რო­მე­ლიც გა­ვი­ა­რეთ, მარ­თლა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. რამ­დენ­ჯე­რაც მეტ­კი­ნა, იმ­დენ­ჯერ ამის სცე­ნა­ზე თქმა მო­მიხ­და. ხან­და­ხან მე­გო­ბარ­თან ჭო­რა­ო­ბის დროც კი არ მქო­ნია, რომ და­მე­რე­კა და მო­მე­ყო­ლა, რა მეტ­კი­ნა, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლის­თვის მით­ქვამს, ჩემი სათ­ქმე­ლი იქ ამო­მი­ხეთ­ქავს. ბევ­რი წელი შიმ­შილ­ში, ტყუ­ილ­ში ვი­ცხოვ­რე. ახ­ლაც ვერ ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა...

– გყოფ­ნით ძა­ლე­ბი, რომ არც საქ­მეს მო­აკ­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა და არც ოჯა­ხის წევ­რებს?

– ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ გა­მი­მარ­თლა, რად­გან, რო­გორც მე მიყ­ვარს ჩემი საქ­მე, ჩემს მე­უღ­ლე­საც ისე­ვე უყ­ვარს თა­ვი­სი პრო­ფე­სია. როცა შე­უძ­ლია, ის ჩემ­თან და ჩვენს შვილ­თან ერ­თა­დაა. როცა მე ვერ ვა­ხერ­ხებ მათ­თან ყოფ­ნას, მა­შინ მამა–შვი­ლი არი­ან ერ­თად.

– ქმა­რი არ აპ­რო­ტეს­ტებს თქვენს ხან­გრძლივ და­შო­რე­ბებს?

– ეს მის­თვი­საც რთუ­ლია და ჩემ­თვი­საც. ნი­კო­ლო­ზის მა­მაც ისე­თი­ვე აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, რო­გორც მე, სულ სამ­სა­ხურ­შია. ჩვენ რომ ერ­თმა­ნე­თის არ­ჩე­ვანს პა­ტი­ვი არ ვცეთ, არა­ფე­რი გა­მო­ვა

გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ ვი­დეო

ნინო ქათამაძემ 6 წლის ვაჟიშვილი გამოაჩინა: "ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ფეხსაცმელი არ მქონდა"

ნინო ქათამაძემ 6 წლის ვაჟიშვილი გამოაჩინა: "ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ფეხსაცმელი არ მქონდა"

მომღერალმა ნინო ქათამაძემ როგორც იქნა თავისი 6 წლის ბიჭუნა საზოგადოებას გააცნო. ნინო ყოველთვის ცდილობდა, თავისი ოჯახური და პირადი ცხოვრება საიდუმლოდ შეენახა. სწორედ ამიტომ უკრაინელი ურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტი ძალიან ემოციური გამოდგა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მასში ქართველმა მომღერალმა მისი 6 წლის ბიჭუნა ნიკოლოზი გამოაჩინა.

ნინო ქათამაძის მეუღლეს, დავით ლოლაძეს ქართველი მაყურებელი ცნობილი ტელეპროექტ "ექიმებიდან" იცნობს. ნინო დიდხანს არ ამჟღავნებდა მის ვინაობას,

"მისი სახელის თქმა არ მინდა და აგიხსნით, რატომ: არ მინდა, ის ექიმად კი არა, ნინო ქათამაძის ქმრად აღიქვან" - აცხადებდა მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერალს, რომელსაც დღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ასიათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს, თავისი მძიმე ცხოვრებაც არაერთხელ გაუხსენებია. გთავაზობთ ამონარიდს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:

- ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ფეხსაცმელი არ მქონდა, რომ თბილისში ერთ–ერთ ფესტივალზე ჩამოვსულიყავი. ბევრი ვეძებე, რომ ფეხსაცმელი ვინმეს ნისიად მოეცა. საკუთარ კონცერტზე რომ წავსულიყავით, გზის ფული არ გვქონდა... რთული გზა იყო, ძალიან რთული, ოღონდ ფიზიკურად კი არა, სულიერად. სულ პატივმოყვარეობის და საკუთარი თავის გათავისუფლების ზღვარზე გვიწევს სიარული.

ადრე თუ ხუთი კაცის ტაში მაბედნიერებდა, დღეს ასი ათასობით აპლოდისმენტი მაქვს. ამდენი გაჭირვების, შრომის ხარჯზე ხალხის სიყვარული მოვიდა. გზა, რომელიც გავიარეთ, მართლა ძალიან რთული იყო. რამდენჯერაც მეტკინა, იმდენჯერ ამის სცენაზე თქმა მომიხდა. ხანდახან მეგობართან ჭორაობის დროც კი არ მქონია, რომ დამერეკა და მომეყოლა, რა მეტკინა, მაგრამ მაყურებლისთვის მითქვამს, ჩემი სათქმელი იქ ამომიხეთქავს. ბევრი წელი შიმშილში, ტყუილში ვიცხოვრე. ახლაც ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა...

– გყოფნით ძალები, რომ არც საქმეს მოაკლოთ ყურადღება და არც ოჯახის წევრებს?

– ძალიან რთულია, მაგრამ გამიმართლა, რადგან, როგორც მე მიყვარს ჩემი საქმე, ჩემს მეუღლესაც ისევე უყვარს თავისი პროფესია. როცა შეუძლია, ის ჩემთან და ჩვენს შვილთან ერთადაა. როცა მე ვერ ვახერხებ მათთან ყოფნას, მაშინ მამა–შვილი არიან ერთად.

– ქმარი არ აპროტესტებს თქვენს ხანგრძლივ დაშორებებს?

– ეს მისთვისაც რთულია და ჩემთვისაც. ნიკოლოზის მამაც ისეთივე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც მე, სულ სამსახურშია. ჩვენ რომ ერთმანეთის არჩევანს პატივი არ ვცეთ, არაფერი გამოვა

გაგრძელება

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება