პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იცის
ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იცის

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ძი­მი­თი 17,66 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი. სოფ­ლის ერთ-ერთი სიმ­დიდ­რე გო­გირ­დო­ვა­ნი წლე­ბი, თუმ­ცა მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ტერ­ნეტ­ში ვერ იპო­ვით. ად­გილ­ზე მო­სუ­ლებს კი ყვე­ლა ძი­მი­თე­ლი მო­გიყ­ვე­ბათ "მჟა­ვე წყლე­ბის" სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებ­ზე.

რო­გორც აქა­უ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, ე. წ. მე­რე­ში, მდი­ნა­რე სუფ­სის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე, გო­გირ­დო­ვა­ნი წყა­ლი გლე­ხებ­მა მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს და მალე იმ­დრო­ინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ ჭა­ბურ­ღი­ლიც გა­ა­კე­თა, რომ­ლის ნაშ­თე­ბი დღე­სა­ცაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

უხუ­ცე­სე­ბის მტკი­ცე­ბით, ძი­მი­თის გო­გირ­დო­ვა­ნი აბა­ზა­ნით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ტრამ­ვუ­ლი და ინ­ფექ­ცი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ართრი­ტე­ბი, მა­რი­ლე­ბი, რევ­მა­ტი­ზი, სახ­სრე­ბის, გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის გარ­კვე­უ­ლი სა­ხის და ნერ­ვი­უ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებთ, ძი­მი­თის "გო­გირ­დო­ვა­ნი" წყა­ლი "მის­წრე­ბაა". ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ ამ წყლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­არ­ჩი­ნა.

"მე­ო­რედ მო­ვე­დი, მი­თხრეს, რომ მა­რი­ლე­ბის­თვის კარ­გია. ვნა­ხოთ, რა შე­დეგს გა­მო­ი­ტანს", - ამ­ბობს ოზურ­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ნო­დარ დი­ა­სა­მი­ძე, რო­მე­ლიც ძი­მითს ოჯახ­თან ერ­თად სტუმ­რობს. ის აბა­ზა­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად ექი­მის რჩე­ვით და­დის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­რი­ტო­რია მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი, და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი და აბა­ზა­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად მო­უ­წყო­ბი­ე­ლა, ამ ად­გილს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აკი­თხავს. შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რია ბა­ნა­ო­ბის მსურ­ველ­თან რიგი. ე. წ. "ბა­სე­ინ­ში", რო­მელ­საც ირ­გვლივ ტა­ლა­ხი და ეკალ-ბარ­დე­ბი აკ­რავს, მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვი­დეს - მე­ტის ჩას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას ად­გი­ლი არ იძ­ლე­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლი კურ­სი 10 დღეს მო­ი­ცავს:

"ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 20-20 წუთი უნდა ჩაწ­ვე ამ წყალ­ში შიშ­ვე­ლი, მაგ­რამ აქ ისე­თი პი­რო­ბე­ბია, რომ მა­გას ვერ მო­ა­ხერ­ხებ. შიშ­ვე­ლი კი არა, ტან­საც­მლით ვერ ჩახ­ვალ ნორ­მა­ლუ­რად. ეს აბა­ზა­ნა გზის პირ­ზეა და აქ ხალ­ხი და­დის. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვთხოვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ამ ად­გილს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს და ეს სიმ­დიდ­რე გა­მო­ი­ყე­ნოს, მაგ­რამ არა­ვის ეს­მის. არა­და, ეს თუ გა­კეთ­და, სო­ფელ­საც მისი შე­მო­სა­ვა­ლი ექ­ნე­ბა. თან გზას­თან ახ­ლო­საა, არც გზაა ძა­ლი­ან ავა­რი­უ­ლი. მონ­დო­მე­ბა უნდა, თო­რემ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა, - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იცის

ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იცის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძიმითი 17,66 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. სოფლის ერთ-ერთი სიმდიდრე გოგირდოვანი წლები, თუმცა მის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ვერ იპოვით. ადგილზე მოსულებს კი ყველა ძიმითელი მოგიყვებათ "მჟავე წყლების" სასარგებლო თვისებებზე.

როგორც აქაურები ამბობენ, კომუნისტების დროს, ე. წ. მერეში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, გოგირდოვანი წყალი გლეხებმა მიწის დამუშავების დროს აღმოაჩინეს და მალე იმდროინდელმა მთავრობამ ჭაბურღილიც გააკეთა, რომლის ნაშთები დღესაცაა შემორჩენილი.

უხუცესების მტკიცებით, ძიმითის გოგირდოვანი აბაზანით საბჭოთა კავშირის მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ.

მათი ინფორმაციით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტრამვული და ინფექციური წარმოშობის ქრონიკული ართრიტები, მარილები, რევმატიზი, სახსრების, გულსისხლძარღვთა სისტემის გარკვეული სახის და ნერვიული სისტემის დაავადებები აწუხებთ, ძიმითის "გოგირდოვანი" წყალი "მისწრებაა". ამბობენ იმასაც, რომ ამ წყლებით მკურნალობამ ბევრი ადამიანი მოარჩინა.

"მეორედ მოვედი, მითხრეს, რომ მარილებისთვის კარგია. ვნახოთ, რა შედეგს გამოიტანს",  - ამბობს ოზურგეთში მცხოვრები ნოდარ დიასამიძე, რომელიც ძიმითს ოჯახთან ერთად სტუმრობს. ის აბაზანების მისაღებად ექიმის რჩევით დადის.

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია მოუწესრიგებელი, დანაგვიანებული და აბაზანების მისაღებად მოუწყობიელა, ამ ადგილს ძალიან ბევრი ადამიანი აკითხავს. შესაბამისად, ხშირია ბანაობის მსურველთან რიგი. ე. წ. "ბასეინში", რომელსაც ირგვლივ ტალახი და ეკალ-ბარდები აკრავს, მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება ჩავიდეს - მეტის ჩასვლის საშუალებას ადგილი არ იძლევა. ადგილობრივების თქმით, მკურნალობის სრული კურსი 10 დღეს მოიცავს:

"ათი დღის განმავლობაში 20-20 წუთი უნდა ჩაწვე ამ წყალში შიშველი, მაგრამ აქ ისეთი პირობებია, რომ მაგას ვერ მოახერხებ. შიშველი კი არა, ტანსაცმლით ვერ ჩახვალ ნორმალურად. ეს აბაზანა გზის პირზეა და აქ ხალხი დადის. წლების განმავლობაში ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ ამ ადგილს ყურადღება მიაქციოს და ეს სიმდიდრე გამოიყენოს, მაგრამ არავის ესმის. არადა, ეს თუ გაკეთდა, სოფელსაც მისი შემოსავალი ექნება. თან გზასთან ახლოსაა, არც გზაა ძალიან ავარიული. მონდომება უნდა, თორემ ყველაფერი გამოვა, - ამბობენ ადგილობრივები.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია