პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილია მოკლეს და შევარდნაძეს უჩოქებენ... ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიათ!" - ქართველი გოგონას დღიურში ასახული 1990-იანი წლები
"ილია მოკლეს და შევარდნაძეს უჩოქებენ... ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიათ!" - ქართველი გოგონას დღიურში ასახული 1990-იანი წლები

ეს დღი­უ­რი 1990-იან წლებ­ში იწე­რე­ბო­და. მისი ავ­ტო­რი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნაა, რო­მელ­საც სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია გარ­და­ტე­ხის წლებ­მა. დღი­უ­რის წერა 14 წლი­სამ და­ი­წყო და 17 წლამ­დე წერ­და. მის თვალ­წინ გან­ვლო იმ მძი­მე წლებ­მა და ბევ­რმა ის­ტო­რი­ულ­მა ქარ­ტე­ხილ­მა, რო­მე­ლიც დღეს ბევ­რს ახ­სოვს. ბავ­შვუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით არის ნა­ამ­ბო­ბი ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხუ­რი და მო­ზარ­დუ­ლი ამ­ბე­ბი, რო­მელ­თაც სულ გას­დევს ფო­ნად მი­ტინ­გე­ბი, უშუ­ქო­ბა, გა­ჭირ­ვე­ბა და ომე­ბი, რა­მაც მა­შინ­დელ ახალ­გაზ­რდებ­სა და ბავ­შვებს სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი და­უჩრდი­ლა...

და­სას­რუ­ლი. იხი­ლეთ მე­ხუ­თე ნა­წი­ლი

1 სექ­ტემ­ბე­რი, ოთხშა­ბა­თი. 1993 წ. დღეს სწავ­ლა არ დაგ­ვე­წყო. მამა სვა­ნეთ­ში იყო და გუ­შინ დაბ­რუნ­და, ბი­ცო­ლა­ჩე­მიც ჩა­მო­იყ­ვა­ნა. ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლია, ზვი­ა­დის­ტე­ბი მაგ­რად იმუქ­რე­ბი­ან. და­ი­კა­ვეს ფოთი და სე­ნა­კი. ამ­ბო­ბენ, რუ­სე­თის ჯარი შე­მო­ვაო და მა­შინ კი მოგ­ვე­ხა­ზე­ბა. პუ­რის მა­რა­გიც არ არის, ერ­თმა­ნეთს აწყდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა. ახლა კი­დევ თქვეს, ქო­ლე­რაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლიო. პირ­და­პირ სა­ში­ნე­ლე­ბაა!

ერთი კვი­რის წინ მა­მამ გიოს პა­ტა­რა მამ­ლუ­კა მო­უყ­ვა­ნა. გიომ წი­პა­ტა და­არ­ქვა. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. სულ გულ­ში იხუ­ტებს. დი­ლას, ზუს­ტად 7 სთ-ზე ყი­ვის ჩახ­რინ­წუ­ლი ხმით, ჩვენ­მა მე­ზობ­ლებ­მა უკვე თა­ვი­ანთ დედ­ლებ­თან მი­იწ­ვი­ეს. დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

დღე­ე­ბი ზო­ზი­ნით გამ­ყავს. წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ ან ვხა­ტავ. გუ­შინ "ანა კა­რე­ნი­ნა" და­ვამ­თავ­რე. სა­ოც­რე­ბაა, ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, მთე­ლი დღე ვფიქ­რობ­დი, მა­გა­რი ქა­ლია. სა­ერ­თოდ რუ­სუ­ლი კლა­სი­კა ძა­ლი­ან მომ­წონს, დოს­ტო­ევ­სკი ხომ ჩემი იდე­ა­ლია. მე მგო­ნი, რას­კოლ­ნი­კო­ვი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პერ­სო­ნა­ჟია მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში... ახლა უკვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნია, უნდა და­ვი­ძი­ნო.

14 სექ­ტემ­ბე­რი, სამ­შა­ბა­თი. ისევ არე­უ­ლო­ბაა, პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა ჯაბა იო­სე­ლი­ანს და­ე­სია და კი­დევ ზო­გი­ერთ ბან­დის მე­თა­ურს. ამ დროს შე­ვარ­დნა­ძემ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ წა­მო­ა­ყე­ნა გან­ცხა­დე­ბა. მა­შინ­ვე გა­ცუქ­ცუქ­და ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი პარ­ლა­მენ­ტის წინ და სთხო­ვენ, რომ დაბ­რუნ­დეს, დარ­ჩეს თა­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, არ მი­ა­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლო (ახლა ტე­ლე­ივ­ზო­რი მაქვს ჩარ­თუ­ლი, პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცი­აა). რო­გორც იქნა, გა­მო­ვი­და, ვნა­ხოთ რას იტყვის... ისე კი, რაც ეგ არის, სულ გა­დაგ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო, არა­ფე­რი კარ­გი არ გა­კე­თე­ბუ­ლა. თუმ­ცა ახლა რომ გა­დად­გეს, ვინ აპი­რებს მისი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბას, ნამ­დვი­ლად არ ვიცი.

შე­ვარ­დნა­ძემ თქვა, რომ დი­ლამ­დე უნდა გა­და­ხარ­შოს ყვე­ლა­ფე­რი და პა­სუხს მერე იტყვის (რა ფა­რი­სევ­ლო­ბაა), მაგ­რამ ახლა ხალ­ხი აყ­ვირ­და. ტაშს უკ­რა­ვენ და სთხო­ვენ, ახ­ლა­ვე უპა­სუ­ხოს. ის კი ამ­ბობს, დრო მო­მე­ცით ხვალ დი­ლის 10 სა­ა­თამ­დეო. და... ღმერ­თო ჩემო! ამ დროს ხდე­ბა სა­ზი­ზღრო­ბა! ეს და­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი ამ კა­ცის წინ იჩო­ქებს, რა მკრე­ხე­ლო­ბაა!!! რა სიმ­დაბ­ლეა! ამა­ზე უა­რე­სი რაღა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ქარ­თველ ხალ­ხს... არა­ფერს აღარ ვამ­ბობ, აღა­რა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს!... ილია მოკ­ლეს და შე­ვარ­დნა­ძეს უჩო­ქე­ბენ... ჯან­და­ბამ­დი­საც გზა ჰქო­ნი­ათ!

მრცხვე­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ვარ!!!

20 სექ­ტემ­ბე­რი, ორ­შა­ბა­თი. სწავ­ლა დღეს და­ი­წყო და გიოც დღეს შე­ვი­და სკო­ლა­ში. უკვე პირ­ველკ­ლა­სე­ლია. ისე­თი საყ­ვა­რე­ლი იყო ჩან­თით, გა­ო­ცე­ბუ­ლი, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ყვე­ლა­ფე­რი, სახ­ლში რომ მო­ვი­და, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ფურ­ცელ­ზე გა­და­ი­ტა­ნა, და­ხა­ტა მერ­ხე­ბი, საკ­ლა­სო ოთა­ხი, მას­წავ­ლე­ბე­ლი. ის ხომ კარ­გად ხა­ტავს.

ორი კლა­სე­ლი გა­მი­თხოვ­და, ისე კი ძვე­ლე­ბუ­რა­დაა ყვე­ლა­ფე­რი. გა­შე­შე­ბუ­ლი, გა­მოყი­ნუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი... პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა კვლავ და­ძა­ბუ­ლია. აფხა­ზეთ­ში ერთი ამ­ბა­ვია, შე­ვარ­დნა­ძე სო­ხუმ­შია. ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო ბი­ჭე­ბი კი კვლავ იხო­ცე­ბი­ან.

25 სექ­ტემ­ბე­რი, შა­ბა­თი. ოცის მერე ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ვი­თა­რე­ბა სო­ხუმ­ში და­ი­ძა­ბა და ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სოსო 21-ში აფხა­ზეთ­ში წა­ვი­და. უსა­ზღვროდ გან­ვი­ცა­დეთ, მთე­ლი კლა­სი ვტი­რო­დით.

მის მა­გივ­რად ერთი კრე­ტი­ნი ქალი შე­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, ვერ აღვწერ. უბ­რა­ლოდ, ასე­თი ძლი­ე­რი მას­წავ­ლებ­ლის შემ­დეგ ეს ქალი სა­ში­ნე­ლი უკი­დუ­რე­სო­ბაა - სულ ჩხუ­ბობს. გაკ­ვე­თილს კი არ ხსნის, წიგ­ნი­დან კი­თხუ­ლობს (სურ­გუ­ლა­ძე ბო­ლომ­დე არც ჰქო­ნია წა­კი­თხუ­ლი?!). ისეთ მო­ნა­თხრობ­ში წერს ხუთს, სოსო სამ­საც რომ არ და­წერ­და. მე მგო­ნი, სულ დაგ­ვა­ჩ­ლუნ­გებს... თუმ­ცა ახლა ისე­თი დროა, შეგ­ვიძ­ლია ხმა ამო­ვი­ღოთ, მო­ვი­თხო­ვოთ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან, რომ შეგ­ვიც­ვა­ლონ. იმე­დი მაქვს...

28 სექ­ტემ­ბე­რი, სამ­შა­ბა­თი. სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბია! გუ­შინ სო­ხუ­მი აი­ღეს აფხა­ზებ­მა და ევა­კუ­ა­ცი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. უმ­ძი­მე­სი და­მარ­ცხე­ბა გა­ნი­ცა­და სა­ქარ­თვე­ლომ; ნუთუ ტყუ­ი­ლად და­ი­ხო­ცა ამ­დე­ნი ხალ­ხი, ამ­დე­ნი კარ­გი ბიჭი?! ნუთუ უნდა შერ­ჩეთ აფხა­ზებს ეს სის­ხლისღვრა, ქარ­თველ­თა შე­უ­რა­ცხყო­ფა?!

დღეს სკო­ლა­ში ვი­ტი­რეთ, სა­შინ­ლად გან­ვიც­დით ამ ყვე­ლა­ფერს... ვგიჟ­დე­ბი, როცა ამ­ბო­ბენ იქ, სო­ხუმ­ში ია­რა­ღი არ ჰქონ­და­თო და ამი­ტომ წა­ა­გე­სო... აქ, თუნ­დაც ჩვენს ქუ­ჩა­ზე, ღამე არ ჩა­ივ­ლის ისე, რომ მთვრა­ლი თუ ფხი­ზე­ლი კა­ცე­ბი ავ­ტო­მა­ტებს, თო­ფებს და "ლი­მონ­კებ­საც" რომ არ ის­როდ­ნენ. გა­მოთ­ვრე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს ია­რა­ღით აში­ნე­ბენ... რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი კი აფხა­ზე­თის ომში გამ­დიდ­რდა, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით. ორი კვი­რით წა­ვიდ­ნენ "ომში" და მთე­ლი სახ­ლის შე­სავ­სე­ბი ავე­ჯი ჩა­მო­ი­ტა­ნეს. მან­ქა­ნე­ბიც ზედ მო­ა­ყო­ლეს... ღა­ლა­ტით და­მარ­ცხდა სა­ქარ­თვე­ლო. აბა, ეს ღა­ლა­ტი არაა?! ის ია­რა­ღიც ხომ მო­პა­რუ­ლია. ამას­წი­ნათ ყვე­ბოდ­ნენ, ერთ ქარ­თველს მე­ო­რის­თვის ზურ­გში მხო­ლოდ იმი­ტომ უს­ვრია (ომში), რომ მისი ავ­ტო­მა­ტი ეგდო ხელთ; რომ იტყვი­ან, კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტია.

წინ გა­იგ­დეს პირ­ტიტ­ვე­ლა ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ამათ­თვის თავს სწი­რავ­დნენ, თა­ვად კი უკან მის­დევ­დნენ და მათ მიერ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ად­გი­ლებს ეუფ­ლე­ბოდ­ნენ, ძარ­ცვავ­დნენ. მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ქა­ლაქ­ში იჯდა, "ბირ­ჟებს ამაგ­რებ­და", მზე­სუმ­ზი­რას აკ­ნა­ტუ­ნებ­და და ყვე­ლა "იუბკას" თვალს აყო­ლებ­და... ეს იყო ჩვე­ნი ომი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"ილია მოკლეს და შევარდნაძეს უჩოქებენ... ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიათ!" - ქართველი გოგონას დღიურში ასახული 1990-იანი წლები

"ილია მოკლეს და შევარდნაძეს უჩოქებენ... ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიათ!" - ქართველი გოგონას დღიურში ასახული 1990-იანი წლები

ეს დღიური 1990-იან წლებში იწერებოდა. მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგონაა, რომელსაც სწორედ იმ პერიოდში მოუწია გარდატეხის წლებმა. დღიურის წერა 14 წლისამ დაიწყო და 17 წლამდე წერდა. მის თვალწინ განვლო იმ მძიმე წლებმა და ბევრმა ისტორიულმა ქარტეხილმა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს. ბავშვური გულწრფელობით არის ნაამბობი ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი ოჯახური და მოზარდული ამბები, რომელთაც სულ გასდევს ფონად მიტინგები, უშუქობა, გაჭირვება და ომები, რამაც მაშინდელ ახალგაზრდებსა და ბავშვებს საუკეთესო წლები დაუჩრდილა...

დასასრული. იხილეთ მეხუთე ნაწილი

1 სექტემბერი, ოთხშაბათი. 1993 წ. დღეს სწავლა არ დაგვეწყო. მამა სვანეთში იყო და გუშინ დაბრუნდა, ბიცოლაჩემიც ჩამოიყვანა. ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ზვიადისტები მაგრად იმუქრებიან. დაიკავეს ფოთი და სენაკი. ამბობენ, რუსეთის ჯარი შემოვაო და მაშინ კი მოგვეხაზება. პურის მარაგიც არ არის, ერთმანეთს აწყდება მოსახლეობა. ახლა კიდევ თქვეს, ქოლერაა გავრცელებულიო. პირდაპირ საშინელებაა!

ერთი კვირის წინ მამამ გიოს პატარა მამლუკა მოუყვანა. გიომ წიპატა დაარქვა. ძალიან საყვარელია. სულ გულში იხუტებს. დილას, ზუსტად 7 სთ-ზე ყივის ჩახრინწული ხმით, ჩვენმა მეზობლებმა უკვე თავიანთ დედლებთან მიიწვიეს. დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დღეები ზოზინით გამყავს. წიგნებს ვკითხულობ ან ვხატავ. გუშინ "ანა კარენინა" დავამთავრე. საოცრებაა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მთელი დღე ვფიქრობდი, მაგარი ქალია. საერთოდ რუსული კლასიკა ძალიან მომწონს, დოსტოევსკი ხომ ჩემი იდეალია. მე მგონი, რასკოლნიკოვი ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია მსოფლიო ლიტერატურაში... ახლა უკვე ძალიან გვიანია, უნდა დავიძინო.

14 სექტემბერი, სამშაბათი. ისევ არეულობაა, პარლამენტში ყველა ჯაბა იოსელიანს დაესია და კიდევ ზოგიერთ ბანდის მეთაურს. ამ დროს შევარდნაძემ გადადგომის შესახებ წამოაყენა განცხადება. მაშინვე გაცუქცუქდა ადამიანების გარკვეული ჯგუფი პარლამენტის წინ და სთხოვენ, რომ დაბრუნდეს, დარჩეს თავის თანამდებობაზე, არ მიატოვოს საქართველო (ახლა ტელეივზორი მაქვს ჩართული, პირდაპირი ტრანსლაციაა). როგორც იქნა, გამოვიდა, ვნახოთ რას იტყვის... ისე კი, რაც ეგ არის, სულ გადაგვარდა საქართველო, არაფერი კარგი არ გაკეთებულა. თუმცა ახლა რომ გადადგეს, ვინ აპირებს მისი ადგილის დაკავებას, ნამდვილად არ ვიცი.

შევარდნაძემ თქვა, რომ დილამდე უნდა გადახარშოს ყველაფერი და პასუხს მერე იტყვის (რა ფარისევლობაა), მაგრამ ახლა ხალხი აყვირდა. ტაშს უკრავენ და სთხოვენ, ახლავე უპასუხოს. ის კი ამბობს, დრო მომეცით ხვალ დილის 10 საათამდეო. და... ღმერთო ჩემო! ამ დროს ხდება საზიზღრობა! ეს დაბეჩავებული ხალხი ამ კაცის წინ იჩოქებს, რა მკრეხელობაა!!! რა სიმდაბლეა! ამაზე უარესი რაღა უნდა გაეკეთებინა ქართველ ხალხს... არაფერს აღარ ვამბობ, აღარაფერი მაინტერესებს!... ილია მოკლეს და შევარდნაძეს უჩოქებენ... ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიათ!

მრცხვენია, რომ ქართველი ვარ!!!

20 სექტემბერი, ორშაბათი. სწავლა დღეს დაიწყო და გიოც დღეს შევიდა სკოლაში. უკვე პირველკლასელია. ისეთი საყვარელი იყო ჩანთით, გაოცებული, გაფართოებული თვალებით. ძალიან მოეწონა ყველაფერი, სახლში რომ მოვიდა, შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაიტანა, დახატა მერხები, საკლასო ოთახი, მასწავლებელი. ის ხომ კარგად ხატავს.

ორი კლასელი გამითხოვდა, ისე კი ძველებურადაა ყველაფერი. გაშეშებული, გამოყინული მასწავლებლები... პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია. აფხაზეთში ერთი ამბავია, შევარდნაძე სოხუმშია. ჩვენი საუკეთესო ბიჭები კი კვლავ იხოცებიან.

25 სექტემბერი, შაბათი. ოცის მერე ბევრი რამ შეიცვალა. ვითარება სოხუმში დაიძაბა და ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, სოსო 21-ში აფხაზეთში წავიდა. უსაზღვროდ განვიცადეთ, მთელი კლასი ვტიროდით.

მის მაგივრად ერთი კრეტინი ქალი შემოგვიყვანეს, ვერ აღვწერ. უბრალოდ, ასეთი ძლიერი მასწავლებლის შემდეგ ეს ქალი საშინელი უკიდურესობაა - სულ ჩხუბობს. გაკვეთილს კი არ ხსნის, წიგნიდან კითხულობს (სურგულაძე ბოლომდე არც ჰქონია წაკითხული?!). ისეთ მონათხრობში წერს ხუთს, სოსო სამსაც რომ არ დაწერდა. მე მგონი, სულ დაგვაჩლუნგებს... თუმცა ახლა ისეთი დროა, შეგვიძლია ხმა ამოვიღოთ, მოვითხოვოთ ხელმძღვანელობისგან, რომ შეგვიცვალონ. იმედი მაქვს...

28 სექტემბერი, სამშაბათი. საშინელი ამბებია! გუშინ სოხუმი აიღეს აფხაზებმა და ევაკუაციაა გამოცხადებული. უმძიმესი დამარცხება განიცადა საქართველომ; ნუთუ ტყუილად დაიხოცა ამდენი ხალხი, ამდენი კარგი ბიჭი?! ნუთუ უნდა შერჩეთ აფხაზებს ეს სისხლისღვრა, ქართველთა შეურაცხყოფა?!

დღეს სკოლაში ვიტირეთ, საშინლად განვიცდით ამ ყველაფერს... ვგიჟდები, როცა ამბობენ იქ, სოხუმში იარაღი არ ჰქონდათო და ამიტომ წააგესო... აქ, თუნდაც ჩვენს ქუჩაზე, ღამე არ ჩაივლის ისე, რომ მთვრალი თუ ფხიზელი კაცები ავტომატებს, თოფებს და "ლიმონკებსაც" რომ არ ისროდნენ. გამოთვრებიან და ერთმანეთს იარაღით აშინებენ... რამდენიმე ჩვენი მეზობელი კი აფხაზეთის ომში გამდიდრდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ორი კვირით წავიდნენ "ომში" და მთელი სახლის შესავსები ავეჯი ჩამოიტანეს. მანქანებიც ზედ მოაყოლეს... ღალატით დამარცხდა საქართველო. აბა, ეს ღალატი არაა?! ის იარაღიც ხომ მოპარულია. ამასწინათ ყვებოდნენ, ერთ ქართველს მეორისთვის ზურგში მხოლოდ იმიტომ უსვრია (ომში), რომ მისი ავტომატი ეგდო ხელთ; რომ იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

წინ გაიგდეს პირტიტველა ბიჭები, რომლებიც ამათთვის თავს სწირავდნენ, თავად კი უკან მისდევდნენ და მათ მიერ გათავისუფლებულ ადგილებს ეუფლებოდნენ, ძარცვავდნენ. მეორე ნაწილი კი ქალაქში იჯდა, "ბირჟებს ამაგრებდა", მზესუმზირას აკნატუნებდა და ყველა "იუბკას" თვალს აყოლებდა... ეს იყო ჩვენი ომი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია