პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხბურთელი ბესელია და ცაცია კალათბურთელი ივანიშვილი - ქართველი პოლიტიკოსების სპორტული გატაცებები
ფეხბურთელი ბესელია და ცაცია კალათბურთელი ივანიშვილი - ქართველი პოლიტიკოსების სპორტული გატაცებები

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში სპორ­ტსმე­ნე­ბი ხში­რად მო­დი­ან, ზოგი დე­პუ­ტა­ტი ხდე­ბა და ზოგი მი­ნის­ტრად ინიშ­ნე­ბა. ამის გამო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ, პო­ლი­ტი­კა­ში ძი­რი­თა­დად, ძა­ლის­მი­ე­რი სპორ­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხვდე­ბი­ან. ზოგი კარ­გი დარ­ტყმით, ზო­გი­ერ­თი კი სკან­და­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით ამახ­სოვ­რებს თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. AMBEBI.GE იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სპორ­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, რო­მელ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ კუ­თხით ნაკ­ლე­ბად იც­ნობს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლი, ზოგს ეს აღ­ნა­გო­ბა­ზეც ეტყო­ბა.

ირაკ­ლი ალა­სა­ნია

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია აქ­ტი­უ­რი სპორ­ტით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მარ­თა­ლია, ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ აქვს, თუმ­ცა ყო­ველ­თვის პო­უ­ლობს დროს იმის­თვის, რომ ირ­ბი­ნოს და ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სით იცხოვ­როს. კარ­გად დგას თხი­ლა­მუ­რებ­ზეც და ცურ­ვაც ეხერ­ხე­ბა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სკო­ლის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რი სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კა­ლათ­ბურ­თი უყ­ვარ­და და რო­გორც ამ­ბო­ბენ, კარ­გად თა­მა­შობ­და. რო­გორც მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს, მას არ უყ­ვარ­და ძა­ლის­მი­ე­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბი. ივა­ნიშ­ვი­ლი ცა­ცი­აა, მისი თა­მა­შის მა­ნე­რა ასე­თია - ფარ­ქვეშ შე­დი­ო­და და მოჭ­რილ ბურ­თებს კა­ლათ­ში ისე აგ­დებ­და. სა­ჩხე­რე­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი მას "ლიფ­სოს" ეძახ­დნენ. "ლიფ­სო" ვილ­ნი­უ­სის "ჟალ­გი­რის­ში" თა­მა­შობ­და და პირ­ვე­ლად ასე­თი მოჭ­რი­ლი სრო­ლა სწო­რედ მან შე­ას­რუ­ლა.

ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე

კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე სპორ­ტის დიდი ქო­მა­გი და მოყ­ვა­რუ­ლია. შე­საძ­ლოა, გა­რეგ­ნუ­ლად აღარ ეტყო­ბა, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი, შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც თავი სკან­და­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით გა­ით­ქვა, სპორ­ტის აქ­ტი­უ­რი მიმ­დე­ვა­რი გახ­ლდათ. უყ­ვარს ცურ­ვა, თა­მა­შობ­და რაგბს. წარ­სულ­ში აქ­ტი­უ­რად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ძი­უ­დო­თი, დრო­ის დიდ ნა­წილს სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ატა­რებ­და და სტუ­დენ­ტო­ბის დროს ძი­უ­დო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წარ­სულ­ში აქ­ტი­უ­რი სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით იზი­დავ­და აღ­მო­სავ­ლუ­რი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი, ახალ­გაზ­რდა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მთელ დღე­ებს ვარ­ჯიშს უთ­მობ­და, თუმ­ცა ოჯა­ხის თხოვ­ნით აღ­მო­სავ­ლურ ორ­თაბ­რძო­ლებ­ზე უარი თქვა და ძი­რი­თა­დი დრო სწავ­ლას და­უთ­მო.

ეკა ბე­სე­ლია

და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ დე­პუ­ტა­ტი ეკა ბე­სე­ლია ფე­ხურ­თის წე­სებ­ში თურ­მე კარ­გად ერ­კვე­ვა, დე­პუ­ტა­ტი ეკა ბე­სე­ლია ბავ­შვო­ბა­ში ფეხ­ბურ­თით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ნო­სი­რის სკო­ლის მოს­წავ­ლე ეკა ბე­სე­ლია ხან მე­კა­რე იყო და ხან თავ­დამ­სხმე­ლი. რო­გორც ნო­სი­რე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ბე­სე­ლია კარ­გი ფე­ხურ­თე­ლი იყო. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თა­მა­შის დროს მო­ედ­ნი­დან ბი­ჭებს უშ­ვებ­დნენ და სა­თა­მა­შოდ ეკა ბე­სე­ლია შეჰ­ყავ­დათ.

კობა ხა­ბა­ზი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი კობა ხა­ბა­ზი ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლია. ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა ხა­ბა­ზი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა­ში და ყო­ველ­დღე პარ­ლა­მენ­ტში და­დი­ო­და, დროს ფეხ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ ყო­ველ­თვის პო­უ­ლობ­და და დი­ლა­ად­რი­ან კუს ტბა­ზე ადი­ო­და სა­თა­მა­შოდ. თუ პო­ლი­ტი­კო­სის ახ­ლან­დე­ლი გა­რეგ­ნო­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, რო­გორც ჩანს ხა­ბა­ზი აქ­ტი­უ­რი სპორ­ტით ახლა ნაკ­ლე­ბად არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ნიკა მე­ლია

თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფი­ლი კან­და­დი­და­ტი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია ფე­ხურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ფეხ­ბურთს ახ­ლაც ხში­რად თა­მა­შობს. ბავ­შვო­ბა­ში ჩოგ­ბურ­თე­ლო­ბა სურ­და, თუმ­ცა მწვრთნელ­მა უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ მის­გან ჩოგ­ბურ­თე­ლი ვერ გა­მო­ვი­დო­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ფეხბურთელი ბესელია და ცაცია კალათბურთელი ივანიშვილი - ქართველი პოლიტიკოსების სპორტული გატაცებები

ფეხბურთელი ბესელია და ცაცია კალათბურთელი ივანიშვილი - ქართველი პოლიტიკოსების სპორტული გატაცებები

ქართულ პოლიტიკაში სპორტსმენები ხშირად მოდიან, ზოგი დეპუტატი ხდება და ზოგი მინისტრად ინიშნება. ამის გამო ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ, პოლიტიკაში ძირითადად, ძალისმიერი სპორტის წარმატებული წარმომადგენლები ხვდებიან. ზოგი კარგი დარტყმით, ზოგიერთი კი სკანდალური გამონათქვამებით ამახსოვრებს თავს საზოგადოებას. AMBEBI.GE იმ პოლიტიკოსების სპორტული შესაძლებლობებით დაინტერესდა, რომელთაც საზოგადოება ამ კუთხით ნაკლებად იცნობს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საერთოდ არ ყოფილა სპორტით დაკავებული, ზოგს ეს აღნაგობაზეც ეტყობა.

ირაკლი ალასანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აქტიური სპორტით არის დაკავებული. მართალია, ბევრი თავისუფალი დრო არ აქვს, თუმცა ყოველთვის პოულობს დროს იმისთვის, რომ ირბინოს და ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს. კარგად დგას თხილამურებზეც და ცურვაც ეხერხება.

ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი სკოლის პერიოდში აქტიური სპორტით იყო დაკავებული, განსაკუთრებით კალათბურთი უყვარდა და როგორც ამბობენ, კარგად თამაშობდა. როგორც მისი მასწავლებელი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, მას არ უყვარდა ძალისმიერი სპორტის სახეობები. ივანიშვილი ცაციაა, მისი თამაშის მანერა ასეთია -  ფარქვეშ შედიოდა და მოჭრილ ბურთებს კალათში ისე აგდებდა. საჩხერელი თანაგუნდელები მას "ლიფსოს" ეძახდნენ. "ლიფსო" ვილნიუსის "ჟალგირისში" თამაშობდა და პირველად ასეთი მოჭრილი სროლა სწორედ მან შეასრულა.

ალექსანდრე ჭიკაიძე

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ჭიკაიძე სპორტის დიდი ქომაგი და მოყვარულია. შესაძლოა, გარეგნულად აღარ ეტყობა, მაგრამ პროფესიით ისტორიკოსი, შს ყოფილი მინისტრი, რომელმაც თავი სკანდალური გამონათქვამებით გაითქვა, სპორტის აქტიური მიმდევარი გახლდათ. უყვარს ცურვა, თამაშობდა რაგბს. წარსულში აქტიურად იყო დაკავებული ძიუდოთი, დროის დიდ ნაწილს სპორტულ დარბაზში ატარებდა და სტუდენტობის დროს ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარსულში აქტიური სპორტით იყო დაკავებული. განსაკუთრებით იზიდავდა აღმოსავლური ორთაბრძოლები, ახალგაზრდა ღარიბაშვილი მთელ დღეებს ვარჯიშს უთმობდა, თუმცა ოჯახის თხოვნით აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე უარი თქვა და ძირითადი დრო სწავლას დაუთმო.

ეკა ბესელია

დაუჯერებელია, მაგრამ დეპუტატი ეკა ბესელია ფეხურთის წესებში თურმე კარგად ერკვევა, დეპუტატი ეკა ბესელია ბავშვობაში ფეხბურთით იყო გატაცებული. ნოსირის სკოლის მოსწავლე ეკა ბესელია ხან მეკარე იყო და ხან თავდამსხმელი. როგორც ნოსირელები ამბობენ, ბესელია კარგი ფეხურთელი იყო. ყოფილა შემთხვევები, როცა თამაშის დროს მოედნიდან ბიჭებს უშვებდნენ და სათამაშოდ ეკა ბესელია შეჰყავდათ.

კობა ხაბაზი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზი ფეხბურთის მოყვარულია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხაბაზი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და ყოველდღე პარლამენტში დადიოდა, დროს ფეხბურთის სათამაშოდ ყოველთვის პოულობდა და დილაადრიან კუს ტბაზე ადიოდა სათამაშოდ. თუ პოლიტიკოსის ახლანდელი გარეგნობით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს ხაბაზი აქტიური სპორტით ახლა ნაკლებად არის დაკავებული.

ნიკა მელია

თბილისის მერობის ყოფილი კანდადიდატი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ფეხურთის გულშემატკივარია. მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ახლაც ხშირად თამაშობს. ბავშვობაში ჩოგბურთელობა სურდა, თუმცა მწვრთნელმა უწინასწარმეტყველა, რომ მისგან ჩოგბურთელი ვერ გამოვიდოდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."