პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რთველის "ფასი"- ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან
რთველის "ფასი"- ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან

"გლე­ხებ­სა და ქარ­ხნებს შო­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­რი­გე­ბა იდე­ბო­და, თან­ხას გლე­ხებს დაგ­ვი­ა­ნე­ბით უხ­დიდ­ნენ. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში გლე­ხი კუთ­ვნილ სუბ­სი­დი­რე­ბულ წილს მი­ი­ღებს სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ქარ­ხა­ნა კი თა­ვის წილს შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­უხ­დის"

შე­მოდ­გო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა რთვე­ლი და ყუ­რძნის ფა­სია, მით უფრო, როცა ღვი­ნის ექ­სპორ­ტი რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია და ღვი­ნის ქარ­ხნებს ჯერ კი­დევ შარ­შან და­წუ­რუ­ლი აქვთ გა­სა­ყი­დი. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­თა­და­რი­გო გეგ­მე­ბი აქვს იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ გლეხს ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბა. სა­მი­ნის­ტრო­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბენ. "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ უწყე­ბა­ში უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა პუ­რის ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენტზე და ის ძა­ლა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1-ლი იან­ვრი­დან შევა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მწარ­მო­ე­ბე­ლი პურს გა­სა­ყი­დად შე­ფუთ­ვი­სა და ეტი­კე­ტი­რე­ბის გა­რე­შე ვერ გა­მო­ი­ტანს და რაც მთა­ვა­რია, პუ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბულს უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს.

ოთარ და­ნე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი: - წელს და­ახ­ლო­ე­ბით 200 ათა­სი ტონა ყუ­რძნის მო­სა­ვალს ვე­ლო­დე­ბით და ვფიქ­რობთ, რომ სამ­რეწ­ვე­ლო გა­და­მუ­შა­ვე­ბის­თვის 120-130 ათას ტო­ნამ­დე იქ­ნე­ბა ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი. წლე­ვან­დე­ლი რთვლის­თვის აღარ ვგეგ­მავ­დით ყუ­რძნის სუბ­სი­დი­რე­ბას. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რაც ხდე­ბა რე­გი­ონ­ში, ჩვენს სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში და შე­ვის­წავ­ლეთ რა მო­თხოვ­ნა ღვი­ნო­ზე, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ შემ­ცი­რე­ბუ­ლია, მივ­ხვდით, რომ დარ­გს ჯერ კი­დევ სჭირ­დე­ბა სუბ­სი­დი­რე­ბა.

თეთ­რი ყუ­რძნის -35 თეთ­რით, ხოლო 15 თეთ­რით შავი ყუ­რძნის სუბ­სი­დი­რე­ბა ხდე­ბა. გა­სუ­ლი წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ თან­ხას ღვი­ნის ქარ­ხნე­ბის ნაც­ვლად გლე­ხე­ბი­ მი­ი­ღე­ბენ. წინა წლებ­ში გლე­ხებ­სა და ქარ­ხნებს შო­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­რი­გე­ბა იდე­ბო­და, თან­ხას გლე­ხებს დაგ­ვი­ა­ნე­ბით უხ­დიდ­ნენ. ამ­გვა­რი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა გვინ­და და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რა­ში გლე­ხი სა­ხელ­მწი­ფოს­გან კუთ­ვნილ სუბ­სი­დი­რე­ბულ წილს მი­ი­ღებს, ქარ­ხა­ნა კი თა­ვის წილს შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­უხ­დის.

- სუბ­სი­დი­ის ოდე­ნო­ბა თუ ახ­დენს გავ­ლე­ნას ყუ­რძნის სა­ბაზ­რო ფას­ზე?

- სუბ­სი­დი­ის მო­ცუ­ლო­ბა არ გან­სა­ზღვ­რავს ყუ­რძნის სა­ბაზ­რო ფასს, თუმ­ცა პრო­ცესს ხელს უწყობს. ამ ვი­თა­რე­ბა­ში არ­სე­ბი­თია სწო­რი ბა­ლან­სის დაც­ვა, ყუ­რძნის ფა­სით არც ერთი მხა­რე არ დარ­ჩეს წა­გე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა, ერ­თის ხარ­ჯზე მე­ო­რემ მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღოს. ყუ­რძენ­ზე უნდა იყოს სწო­რი ფასი, რაც ქარ­თულ ღვი­ნოს ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ას შე­უქ­მნის. ჩვენ ახლა იმ ეტაპ­ზე ვართ, როცა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა არატ­რა­დი­ცი­ულ ბაზ­რებ­ზე ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სწო­რი ფასი, ტენ­დენ­ცი­ე­ბი და ხა­რის­ხი, რათა ჩვე­ნი ღვი­ნო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იყოს. არ შე­იძ­ლე­ბა, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო იყოს იტა­ლი­ურ­ზე ან ფრან­გულ ღვი­ნო­ზე გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი. შე­საძ­ლოა ვა­წარ­მო­ოთ ასე­თი ღვი­ნოც, მაგ­რამ უფრო და­ბალ სა­ფა­სო სეგ­მენტზე გათ­ვლი­ლი ღვი­ნოც უნდა გვქონ­დეს. უნდა და­ვიც­ვათ ბა­ლან­სი გლე­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ქარ­ხნის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას­ შო­რის. ამი­ტომ მი­ვან­დეთ ეს სა­კი­თხი კერ­ძო სექ­ტორს, ის და­ა­რე­გუ­ლი­რებს ყუ­რძნის ფასს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რთველის "ფასი"- ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან

რთველის "ფასი"- ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან

"გლეხებსა და ქარხნებს შორის ინდივიდუალური გარიგება იდებოდა, თანხას გლეხებს დაგვიანებით უხდიდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით ორ კვირაში გლეხი კუთვნილ სუბსიდირებულ წილს მიიღებს სახელმწიფოსგან, ქარხანა კი თავის წილს შეთანხმების საფუძველზე გადაუხდის"

შემოდგომაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა რთველი და ყურძნის ფასია, მით უფრო, როცა ღვინის ექსპორტი რუსეთსა და უკრაინაში შემცირებულია და ღვინის ქარხნებს ჯერ კიდევ შარშან დაწურული აქვთ გასაყიდი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სათადარიგო გეგმები აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ გლეხს ყურძნის ჩაბარების პრობლემა შეექმნება. სამინისტროში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის მუშაობენ. "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ უწყებაში უკვე დასრულებულია მუშაობა პურის ტექნიკურ რეგლამენტზე და ის ძალაში, სავარაუდოდ, 1-ლი იანვრიდან შევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწარმოებელი პურს გასაყიდად შეფუთვისა და ეტიკეტირების გარეშე ვერ გამოიტანს და რაც მთავარია, პურის შემადგენლობა ეტიკეტზე მითითებულს უნდა შეესაბამებოდეს.

ოთარ დანელია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი: - წელს დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით და ვფიქრობთ, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის 120-130 ათას ტონამდე იქნება ჩასაბარებელი. წლევანდელი რთვლისთვის აღარ ვგეგმავ­დით ყურძნის სუბსიდირებას. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო დარ­გის განვითარების პერსპექტივები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რაც ხდება რეგიონში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში და შევისწავლეთ რა მოთხოვნა ღვინოზე, რომელიც საკმაოდ შემცირებულია, მივხვდით, რომ დარგს ჯერ კიდევ სჭირდება სუბსიდირება.

თეთრი ყურძნის -35 თეთრით, ხოლო 15 თეთრით შავი ყურძნის სუბსიდირება ხდება. გასული წლებისგან განსხვავებით, ამ თანხას ღვინის ქარხნების ნაცვლად გლეხები­ მიიღებენ. წინა წლებში გლეხებსა და ქარხნებს შორის ინდივიდუალური გარიგება იდებოდა, თანხას გლეხებს დაგვიანებით უხდიდნენ. ამგვარი ხარვეზების გამოსწორება გვინდა და გადავწყვიტეთ, რომ ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირაში გლეხი სახელმწიფოსგან კუთვნილ სუბსიდირებულ წილს მიიღებს, ქარხანა კი თავის წილს შეთანხმების საფუძველზე გადაუხდის.

- სუბსიდიის ოდენობა თუ ახდენს გავლენას ყურძნის საბაზრო ფასზე?

- სუბსიდიის მოცულობა არ განსაზღვ­რავს ყურძნის საბაზრო ფასს, თუმცა პროცესს ხელს უწყობს. ამ ვითარებაში არსებითია სწორი ბალანსის დაცვა, ყურძნის ფასით არც ერთი მხარე არ დარჩეს წაგებული. არ შეიძლება, ერთის ხარჯზე მეორემ მეტი შემოსავალი მიიღოს. ყურძენზე უნდა იყოს სწორი ფასი, რაც ქართულ ღვინოს ჯანსაღ კონკურენციას შეუქმნის. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ქართული ღვინის პოპულარიზება არატრადიციულ ბაზრებზე ხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სწორი ფასი, ტენდენციები და ხარისხი, რათა ჩვენი ღვინო კონკურენტუნარიანი იყოს. არ შეიძლება, ქართული ღვინო იყოს იტალიურზე ან ფრანგულ ღვინოზე გაცილებით ძვირი. შესაძლოა ვაწარმოოთ ასეთი ღვინოც, მაგრამ უფრო დაბალ საფასო სეგმენტზე გათვლილი ღვინოც უნდა გვქონდეს. უნდა დავიცვათ ბალანსი გლეხის კეთილდღეობასა და ქარხნის გამართულ მუშაობას­ შორის. ამიტომ მივანდეთ ეს საკითხი კერძო სექტორს, ის დაარეგულირებს ყურძნის ფასს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია