კისრის ოსტეოქონდროზი სახიფათო პრობლემაა, რომელიც წელის ტკივილით იწყება, მოსდევს თავბრუსხვევა, თვალთ დაბნელება, სმენის გაუარესება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევაც კი. საბედნიეროდ, ეს სიმპტომები შეიძლება აღმოიფხვრას თუ დროულად იზრუნებთ პროფილაქტიკაზე. გთავაზობთ მარტივ ვარჯიშებს, რომლებიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და მოგიხსნით დაძაბულობას კუნთებში.
პირველი ვარჯიში
მიიტანეთ ნიკაპი კისერთან და ნელა მიაბრუნეთ თავი ხუთჯერ მარჯვენა მხარეს და შემდეგ ხუთჯერ მარცხენა მხარეს.
მეორე ვარჯიში
ცოტათი აწიეთ ნიკაპი და მიაბრუნეთ თავი ჯერ მარჯვნივ ხუთჯერ, შემდეგ მარცხნივ ისევ ხუთჯერ.
მესამე ვარჯიში
დახარეთ თავი მარჯვნივ, ეცადეთ ყური მხარზე მიიდოთ. თითო მხარეს ხუთჯერ გაიმეორეთ ეს მოძრაობა.
მეოთხე ვარჯიში
ნიკაპი გაასწორეთ, ხელები კეფაზე დაიდეთ. კეფით ხელებს დააწექით შვიდი წამით. გაიმეორეთ მოძრაობა სამჯერ.
მეხუთე ვარჯიში
ხელისგული მიიჭირეთ შუბლზე და დაჭიმეთ კისრის კუნთები. შეასრულეთ ვარჯიში სამჯერ, შვიდი წამის მანძილზე.
მეექვსე ვარჯიში
დაიჭირეთ თავი სწორად. გადალახეთ დაჭიმული კისრის კუნთების წინააღმდეგობა და ეცადეთ ნიკაპი კისრის ღრმულთან მიიდოთ. შემდეგ თავი აწიეთ ზევით და ეცადეთ, რაც შეიძლება მაღლა აწიოთ ნიკაპი.