სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაცენიუკი VS სააკაშვილი - "კონფლიქტი ოდესის პორტისა და საბაჟოში არსებული ქსელების გამო დაიწყო"
იაცენიუკი VS სააკაშვილი - "კონფლიქტი ოდესის პორტისა და საბაჟოში არსებული ქსელების გამო დაიწყო"

"სა­ა­კაშ­ვილს შე­მო­სავ­ლის პო­ტენ­ცი­უ­რი წყა­რო­ე­ბი გა­მო­ა­ცა­ლეს. ამი­ტომ ის ვა-ბანკზე წა­ვი­და და უკ­რა­ი­ნის მოქ­მედ პრე­მი­ერს აშ­კა­რად და­უ­პი­რის­პირ­და"

გა­სულ კვი­რას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ვებგ­ვერ­დზე პე­ტი­ცია გაჩ­ნდა - "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ე­რად". უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დი­მირ ბო­ი­კო "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტს ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად იყე­ნებს.

ვლა­დი­მირ ბო­ი­კო: - უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი შე­ეც­დე­ბა ოდე­სის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ა­წი­ნა­უ­როს - ეს მას მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რის, ია­ცე­ნი­უ­კის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ჩო­ჩე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის გაფ­ლან­გვის გარ­და, არა­ფერს აკე­თებს. სხვა­თა შო­რის, ია­ცე­ნი­უკ­მა, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მხარ­და­ჭე­რის ნაკ­ლე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ტყუ­ი­ლე­ბით გა­ი­მარ­ჯვა, ახლა კი რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­ზრახ­ველ­თან, მათ შო­რის, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ავა­კოვ­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტში სი­დი­დით მე­ო­რე ფრაქ­ცი­ას სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პო­რო­შენ­კო ია­ცე­ნი­უკ­თან ბრძო­ლას აშ­კა­რად და­ი­წყებს, ია­ცე­ნი­უ­კი სა­პარ­ლა­მენ­ტო კრი­ზი­სით უპა­სუ­ხებს. პო­რო­შენ­კოც იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ, პირ­ველ რიგ­ში კი, რუ­სეთ­ში, თა­ვი­სი აქ­ტი­ვე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ნე­ბის­მი­ერ დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­დეს. სწო­რედ ამი­ტომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვილს არა­სა­სურ­ველ ოლი­გარ­ქებ­თან ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს. თუმ­ცა ია­ცე­ნი­უ­კის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა ჯერ კი­დევ არ ნიშ­ნავს, რომ პრე­მი­ე­რად ავ­ტო­მა­ტუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნე­ბა.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, აშშ-ის გავ­ლე­ნით პრე­მი­ე­რად სულ სხვა პირი მოგ­ვევ­ლი­ნოს. საქ­მე ის არის, რომ ქა­რიზ­მის გარ­და, სა­ა­კაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლის უნა­რე­ბი არ გა­აჩ­ნია. ამი­ტომ მისი პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნა ქვე­ყა­ნას ეკო­ნო­მი­კურ კრა­ხამ­დე მი­იყ­ვანს. რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის რე­აქ­ცი­ას, ისი­ნი დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დად­გმულ სპექ­ტაკლს უყუ­რე­ბენ. თა­ნაც, მა­შინ რო­დე­საც ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხარ­კო­ვე­ლი ვა­ჭა­რი, წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი მარ­თავს, სა­ა­კაშ­ვილს კი უკ­რა­ი­ნუ­ლად წერა და სა­უ­ბა­რიც შე­უძ­ლია. ეს კონ­ტრას­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ი­ტინგზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნულ პრე­სა­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და ქვე­ყა­ნას რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტე­ბი მარ­თა­ვენ. ამი­ტომ უკ­რა­ი­ნა იძუ­ლე­ბუ­ლია, პა­ტი­ო­სა­ნი და რე­ფორ­მა­ტო­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ი­ფა­როს. ბუ­ნებ­რი­ვია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნა აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ან­ტი­ქარ­თუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვან­შზე ოც­ნე­ბობს, სწო­რედ ამი­ტომ უკ­რა­ი­ნა უარს ამ­ბობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბა­ზე. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბის და­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას მხო­ლოდ მა­შინ შეძ­ლებს, თუ ამას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მო­ი­სურ­ვებს, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ იკ­ვე­თე­ბა.

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, "სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი გო­გა­ვა: "სა­ა­კაშ­ვილ­სა და უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ ია­ცე­ნი­უკს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ოდე­სის პორ­ტი­სა და სა­ბა­ჟო­ში არ­სე­ბუ­ლი ქსე­ლე­ბის გამო და­ი­წყო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

იაცენიუკი VS სააკაშვილი - "კონფლიქტი ოდესის პორტისა და საბაჟოში არსებული ქსელების გამო დაიწყო"

იაცენიუკი VS სააკაშვილი - "კონფლიქტი ოდესის პორტისა და საბაჟოში არსებული ქსელების გამო დაიწყო"

"სააკაშვილს შემოსავლის პოტენციური წყაროები გამოაცალეს. ამიტომ ის ვა-ბანკზე წავიდა და უკრაინის მოქმედ პრემიერს აშკარად დაუპირისპირდა"

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ვებგვერდზე პეტიცია გაჩნდა - "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერად". უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმირ ბოიკო "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ექსპრეზიდენტს ძალაუფლების გასაძლიერებლად იყენებს.

ვლადიმირ ბოიკო: - უკრაინის პრეზიდენტი შეეცდება ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი პრემიერ-მინისტრად დააწინაუროს - ეს მას მოქმედი პრემიერის, იაცენიუკის უმტკივნეულოდ ჩაჩოჩების შესაძლებლობას მისცემს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის გარდა, არაფერს აკეთებს. სხვათა შორის, იაცენიუკმა, მოსახლეობაში მხარდაჭერის ნაკლებობის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებში ტყუილებით გაიმარჯვა, ახლა კი რამდენიმე თანამზრახველთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვთან ერთად პარლამენტში სიდიდით მეორე ფრაქციას სრულად აკონტროლებს.

იმ შემთხვევაში, თუ პოროშენკო იაცენიუკთან ბრძოლას აშკარად დაიწყებს, იაცენიუკი საპარლამენტო კრიზისით უპასუხებს. პოროშენკოც იძულებული იქნება საზღვარგარეთ, პირველ რიგში კი, რუსეთში, თავისი აქტივების შესანარჩუნებლად ნებისმიერ დათმობაზე წავიდეს. სწორედ ამიტომ უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილს არასასურველ ოლიგარქებთან ბრძოლაში აქტიურად იყენებს. თუმცა იაცენიუკის თანამდებობიდან წასვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ პრემიერად ავტომატურად მიხეილ სააკაშვილი დაინიშნება.

არ არის გამორიცხული, აშშ-ის გავლენით პრემიერად სულ სხვა პირი მოგვევლინოს. საქმე ის არის, რომ ქარიზმის გარდა, სააკაშვილს სახელმწიფოს მმართველის უნარები არ გააჩნია. ამიტომ მისი პრემიერად დანიშვნა ქვეყანას ეკონომიკურ კრახამდე მიიყვანს. რაც შეეხება უკრაინელების რეაქციას, ისინი დიდი ხანია საქართველოს ექსპრეზიდენტის დადგმულ სპექტაკლს უყურებენ. თანაც, მაშინ როდესაც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარკოველი ვაჭარი, წერა-კითხვის უცოდინარი მართავს, სააკაშვილს კი უკრაინულად წერა და საუბარიც შეუძლია. ეს კონტრასტი სააკაშვილის რეიტინგზე დადებითად მოქმედებს. პარალელურად, უკრაინულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არალეგიტიმურია და ქვეყანას რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები მართავენ. ამიტომ უკრაინა იძულებულია, პატიოსანი და რეფორმატორი სააკაშვილი შეიფაროს. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნა აშკარად გამოხატული ანტიქართული გადაწყვეტილება იქნება.

სააკაშვილი საქართველოში რევანშზე ოცნებობს, სწორედ ამიტომ უკრაინა უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის ოფიციალურად დადასტურებაზე. ოფიციალური დებულების გარეშე სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურების დაწყება შეუძლებელია.

სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ ამას ქართველი ხალხი მოისურვებს, რისი შესაძლებლობაც, ჯერჯერობით, არ იკვეთება.

ყოფილი დეპუტატი, "საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა: "სააკაშვილსა და უკრაინის პრემიერ იაცენიუკს შორის კონფლიქტი ოდესის პორტისა და საბაჟოში არსებული ქსელების გამო დაიწყო.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა