მამუკა ჩარკვიანის და, თაკო ჩარკვიანი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"ჩემო მეგობრებო, მამუკა კარგად არის, ბევრად უკეთ და გადის რეაბილიტაციას. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება და რის გამოც ლამის მთელი საქართველო გვირეკავს – მ ც დ ა რ ი ა! ყველას დიდი მადლობა სატელეფონო ზარებისთვის და დიდი სიყვარულისთვის მიყვარხართ მე თქვენ", – წერს თაკო.