10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცოცავმა ოკუპაციამ შესაძლოა, მართლმადიდებლური მონასტერი შთანთქოს - "ეს მტკივნეულია არა მხოლოდ დვანისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის!"
მცოცავმა ოკუპაციამ შესაძლოა, მართლმადიდებლური მონასტერი შთანთქოს - "ეს მტკივნეულია არა მხოლოდ დვანისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის!"

ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი დვა­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სა­ზღვრე სო­ფე­ლია. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის ომის დროს დვა­ნი ძა­ლი­ან და­ზა­რალ­და. სახ­ლე­ბის 50 პრო­ცენ­ტი იქ შე­სულ­მა მო­რა­დი­ო­რებ­მა ჯერ გა­ძარ­ცვეს, შემ­დეგ კი გა­დაწ­ვეს. ამ­ჟა­მად სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი მძი­მე სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. დვა­ნე­ლე­ბი მუდ­მივ შიშ­ში ცხოვ­რო­ბენ, რად­გან სოფ­ლის გარ­შე­მო არ­სე­ბულ მთებ­ზე რუს სამ­ხედ­რო­ებს ბლოკ-სა­გუ­შა­გო­ე­ბი აქვთ მო­წყო­ბი­ლი. რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი სი­მაღ­ლე­ე­ბი­დან დურ­ბინ­დე­ბით მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბი­ან სო­ფელს. არც თუ იშ­ვი­ა­თად სრო­ლის ხმა ის­მის.

შიდა ქარ­თლში 2008 წლის ომის შემ­დეგ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოკუ­პა­ცი­ის ზოლ­თან ახლო მდე­ბა­რე სოფ­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის მხრი­დან, ყო­ველ­დღი­ურ შე­ვი­წე­ო­ე­ბას გა­ნიც­დი­ან იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს მცო­ცა­ვი ანექ­სია და ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ზღვრებს თვით­ნე­ბუ­რი გად­მო­ტა­ნა ჩვენ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში. სწო­რედ ომის შემ­დეგ, დვა­ნის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრის სქე­მი­ღუ­მე­ნი ნი­ფონ­ტის (ქევ­ხიშ­ვი­ლი) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სო­ფელ დვან­ში იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის­კვე­თის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მო­ნას­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა უსახ­სრო­ბის გამო დღემ­დე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, თით­ქმის წე­ლი­წა­დია მშე­ნებ­ლო­ბა სრუ­ლა­დაა შე­ჩე­რე­ბუ­ლი.

მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი რუ­სე­ბის მიერ გავ­ლე­ბუ­ლი პი­რო­ბი­თი სა­ზღვრის­პი­რა ად­გი­ლას შენ­დე­ბა, ეს კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს შო­რის ჩა­ტე­ხი­ლი ხი­დის აღ­სად­გე­ნად. დვან­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თა­ვად დვა­ნე­ლი მცხოვ­რებ­ლე­ბი გა­ე­სა­უბ­ნენ.

- ბა­ტო­ნო და­ვით რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ­ჟა­მად სო­ფელ­ში აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ?

- ამ­ჟა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სი­წყნა­რეა, თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცოტა ხნის წინ მოხ­და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბა. სამი თვის წი­ნა­თაც გად­მო­წი­ეს მათ სა­ზღვა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 600 მეტ­რამ­დე, რაც ძალ­ზე მტკივ­ნე­უ­ლია არა მარ­ტო ჩვე­ნი სოფ­ლის­თვის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

- ტე­რი­ტო­რი­ის შე­ვიწ­რო­ე­ბა შე­ე­ხო თუ არა ე.წ. სა­ზღვრის პირა მშე­ნე­ბა­რე ტა­ძარს?

- დიახ, რა თქმა უნდა. ტა­ძა­რი სა­ზღვრის პირ­და­პირ შენ­დე­ბა, ომის შემ­დეგ მე­სა­ზღვრე­ე­ბი ამ მშე­ნე­ბა­რე ტა­ძარ­თა­ნაც კი და­დი­ოდ­ნენ.

- რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ძარს, რა მი­ზე­ზით არის გა­ჩე­რე­ბუ­ლი მისი მშე­ნებ­ლო­ბა?

- ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის გა­ჩე­რე­ბა, რა თქმა უნდა, ფი­ნან­სებს უკავ­შირ­დე­ბა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის დროს სო­ფელ­ში სხვა სიმ­შვი­დე იყო, ახლა კი მთლად მასე აღარ არის.

- ბა­ტო­ნო და­ვით, რო­გორც ვი­ცით, ომის შემ­დეგ სო­ფელ­ში ხდე­ბო­და ხალ­ხის გა­ტა­ცე­ბე­ბი...

- დიახ, ასე­თი რამ მეც შე­მემ­თხვა. ჩემი ყანა სწო­რედ მშე­ნე­ბა­რე ტა­ძარ­თან არის ახ­ლოს. რო­დე­საც ყა­ნა­ში მივ­დი­ო­დი, მათ გა­მი­ტა­ცეს. სულ ოთხნი იყ­ვნენ. ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი 5 დღის შემ­დეგ მოხ­და ე.წ. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ 1000 რუბ­ლი გა­და­მახ­დე­ვი­ნეს და ისე გა­მო­მიშ­ვეს სახ­ლში.

AMBEBI.GE-ს სო­ფელ დვან­თან და­კავ­ში­რე­ბით დვა­ნის ყო­ფი­ლი გამ­გე­ბე­ლიც ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ზურა შე­იც­ვა­ლა თუ არა აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ სო­ფელ დვან­ში მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ომამ­დე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კო­მუ­ნა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად გვქონ­და, ახლა კი გა­ზიც გვაქვს და წყა­ლიც, მაგ­რამ ამ­ჟა­მად სოფ­ლის პრობ­ლე­მას სა­მან­ქა­ნო ხიდი წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ჩან­გრე­უ­ლია. გვპირ­დე­ბი­ან გა­ვა­კე­თებ­თო, თუმ­ცა არა­ვინ ჩანს გამ­კე­თე­ბე­ლი.

- რას გვე­ტყვით თქვენ სო­ფელ­ში მშე­ნე­ბა­რე ტაძ­რის შე­სა­ხებ, სა­დაც ამ­ჟა­მად მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია?

- ჩვენ სო­ფელ­ში მამა ნი­ფონ­ტი გად­მო­იყ­ვა­ნეს, ვისი თა­ოს­ნო­ბი­თაც შენ­დე­ბო­და ეს ტა­ძა­რი. მამა ნი­ფონ­ტი ასე­ვე სხვა ტაძ­რის აღ­დგე­ნა­საც ცდი­ლობს, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩვენს სო­ფელ­შია. რაც შე­ე­ხე­ბა მშე­ნე­ბა­რე ტა­ძარს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის სა­დაო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შენ­დე­ბა და ამ­ჟა­მად შე­ჩე­რე­ბუ­ლია, მის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ჯერ-ჯე­რო­ბით არა­ფე­რი ის­მის.

- რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ ოკუ­პან­ტებს, რო­დე­საც ე.წ. სა­ზღვარ­ზე გა­და­წყვი­ტეთ ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა?

- მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მათ ცუდი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნი­ათ, პი­რი­ქით, ისი­ნი და­დი­ოდ­ნენ კი­დე­ვაც ტა­ძარ­ში, მაგ­რამ რაც ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩერ­და, ისი­ნიც სხვა­ნა­ი­რად იქ­ცე­ვი­ან. ღმერ­თმა არ ქნას და ხვალ-ზეგ რა მოხ­დე­ბა არა­ვინ იცის და შე­იძ­ლე­ბა, ხვალ­ვე მო­ვიდ­ნენ ტა­ძარ­თან და სა­ზღვა­რი გად­მო­წი­ონ. იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მოხ­დეს, მამა ნი­ფონ­ტი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს. იმე­დი გვაქვს, რომ გა­მოჩ­ნდე­ბა ვინ­მე, ვინც და­ეხ­მა­რე­ბა ფი­ნან­სუ­რად ამ ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას.

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცი­ის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად, AMBEBI.GE სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მდი­ვანს, დე­კა­ნოზ მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველს და­უ­კავ­შირ­და

- ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში, ოსეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე­ობს სო­ფე­ლი დვა­ნი. სა­სა­ზღვო ხაზ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს შენ­დე­ბა იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის თა­ვის კვე­თის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გუ­ლის­ტკი­ვილს გა­მო­ხა­ტა­ვენ, რომ მო­ნას­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა შე­წყვე­ტი­ლია ...

- არ არის შე­წყვე­ტი­ლი, იყოს რა­ღაც პე­რი­ო­დით შე­ჩე­რე­ბუ­ლი. ზა­ფხულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა გა­ჭირ­და და ახლა, რო­გორც დაგ­ვარ­წმუ­ნეს, სა­ამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნახ­ლდა.

- ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ ად­გი­ლობ­რივ მო­სა­ხე­ლო­ბას, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ თით­ქმის წე­ლი­წა­დია, მშე­ნებ­ლო­ბა აღარ მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ფი­ნა­სე­ბის არ არ­სე­ბო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი და შვე­ლას ითხო­ვენ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­გან ან სა­პატ­რი­არ­ქოს­გან.

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ჩვენ ხომ ასე ოპე­რა­ტი­უ­ლად ვერ ვი­მოქ­მე­დებთ, რომ ვი­ღა­ცამ თან­ხა მი­ი­ტა­ნოს. ის ადა­მი­ა­ნი, ვინც აშე­ნებ­და ამ მო­ნას­ტერს, აგ­რძე­ლებს და­წყე­ბულ საქ­მეს. მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვის და­სა­წყი­სი­დან მშე­ნებ­ლო­ბა ნამ­დვი­ლად იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი და ახლა უკვე გა­ნახ­ლდე­ბა. და სა­ერ­თოდ, რა­ტომ გახ­და ეს ტა­ძა­რი ასე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი? ათო­ბით და ასო­ბით ტა­ძა­რი შენ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვა ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბით არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა...

- ალ­ბათ იმის გამო, რომ ეს მო­ნას­ტე­რი ე.წ. სა­ზღვარ­ზეა.

- სა­ზღვარ­თა­ნაც შენ­დე­ბა და სა­ზღვარს იქი­თაც.

- არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სულ მალე აღარ იყოს ის ჩვენს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად მხა­რეს... სა­პატ­რი­არ­ქო ფი­ნან­სუ­რად ჩარ­თუ­ლია ამ მშე­ნე­ლო­ბის პრო­ცეს­ში?

- სა­პატ­რი­არ­ქო თვი­თონ ტაძ­რებს არ აშე­ნებს, რად­გან სა­პატ­რი­არ­ქოს ამის რე­სურ­სი არ გა­აჩ­ნია, სა­პატ­რი­არ­ქო ამ მშე­ნებ­ლო­ბის მხარ­დამ­ჭე­რია და გვი­ხა­რია, რომ ბევ­რი ტა­ძა­რი შენ­დე­ბა ღვთის სა­დი­დებ­ლად.

ასე­თია ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სოფ­ლის, კონ­კრე­ტუ­ლი ტაძ­რი­სა და ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრობ­ლე­მის ამ­ბა­ვი. რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, უც­ნო­ბია. ეს ყვე­ლა­ფე­რი რა თქმა უნდა, ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. AMBEBI.GE სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მო­მა­ვალ­შიც და­აკ­ვირ­დე­ბა.

მა­რი­ამ კა­პა­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მცოცავმა ოკუპაციამ შესაძლოა, მართლმადიდებლური მონასტერი შთანთქოს - "ეს მტკივნეულია არა მხოლოდ დვანისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის!"

მცოცავმა ოკუპაციამ შესაძლოა, მართლმადიდებლური მონასტერი შთანთქოს - "ეს მტკივნეულია არა მხოლოდ დვანისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის!"

ქარელის რაიონის სოფელი დვანი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე სოფელია. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს დვანი ძალიან დაზარალდა. სახლების 50 პროცენტი იქ შესულმა მორადიორებმა ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი გადაწვეს. ამჟამად სოფლის მაცხოვრებლები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. დვანელები მუდმივ შიშში ცხოვრობენ, რადგან სოფლის გარშემო არსებულ მთებზე რუს სამხედროებს ბლოკ-საგუშაგოები აქვთ მოწყობილი. რუსი ჯარისკაცები სიმაღლეებიდან დურბინდებით მუდმივად აკვირდებიან სოფელს. არც თუ იშვიათად სროლის ხმა ისმის.

შიდა ქართლში 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ზოლთან ახლო მდებარე სოფლებს მოსახლეობა ფაქტობრივად, რუსი ჯარისკაცების მხრიდან, ყოველდღიურ შევიწეოებას განიცდიან იმ თვალსაზრისით, რომ მიმდინარეობს მცოცავი ანექსია და ყოველდღიურად საზღვრებს თვითნებური გადმოტანა ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. სწორედ ომის შემდეგ, დვანის მამათა მონასტრის წინამძღვრის სქემიღუმენი ნიფონტის (ქევხიშვილი) ხელმძღვანელობით სოფელ დვანში იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობდა. მონასტრის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა უსახსრობის გამო დღემდე არ დასრულებულა, თითქმის წელიწადია მშენებლობა სრულადაა შეჩერებული.

მამათა მონასტერი რუსების მიერ გავლებული პირობითი საზღვრისპირა ადგილას შენდება, ეს კი მნიშვნელოვანია ქართველებსა და ოსებს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. დვანში არსებული მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად დვანელი მცხოვრებლები გაესაუბნენ.

- ბატონო დავით რა მდგომარეობაა ამჟამად სოფელში აგვისტოს ომის შემდეგ?

- ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ სიწყნარეა, თუმცა მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ მოხდა ტერიტორიების შევიწროვება. სამი თვის წინათაც გადმოწიეს მათ საზღვარი დაახლოებით 600 მეტრამდე, რაც ძალზე მტკივნეულია არა მარტო ჩვენი სოფლისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

- ტერიტორიის შევიწროება შეეხო თუ არა ე.წ. საზღვრის პირა მშენებარე ტაძარს?

- დიახ, რა თქმა უნდა. ტაძარი საზღვრის პირდაპირ შენდება, ომის შემდეგ მესაზღვრეები ამ მშენებარე ტაძართანაც კი დადიოდნენ.

- რაც შეეხება ტაძარს, რა მიზეზით არის გაჩერებული მისი მშენებლობა?

- ტაძრის მშენებლობის გაჩერება, რა თქმა უნდა, ფინანსებს უკავშირდება. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ტაძრის მშენებლობის დროს სოფელში სხვა სიმშვიდე იყო, ახლა კი მთლად მასე აღარ არის.

- ბატონო დავით, როგორც ვიცით, ომის შემდეგ სოფელში ხდებოდა ხალხის გატაცებები...

- დიახ, ასეთი რამ მეც შემემთხვა. ჩემი ყანა სწორედ მშენებარე ტაძართან არის ახლოს. როდესაც ყანაში მივდიოდი, მათ გამიტაცეს. სულ ოთხნი იყვნენ. ჩემი გათავისუფლება კი 5 დღის შემდეგ მოხდა ე.წ. სასამართლო პროცესის საშუალებით, მათ 1000 რუბლი გადამახდევინეს და ისე გამომიშვეს სახლში.

AMBEBI.GE-ს სოფელ დვანთან დაკავშირებით დვანის ყოფილი გამგებელიც ესაუბრა.

- ბატონო ზურა შეიცვალა თუ არა აგვისტოს ომის შემდეგ სოფელ დვანში მდგომარეობა?

- ომამდე, შეიძლება ითქვას, რომ კომუნალური პირობები ნაკლებად გვქონდა, ახლა კი გაზიც გვაქვს და წყალიც, მაგრამ ამჟამად სოფლის პრობლემას სამანქანო ხიდი წარმოადგენს, რომელიც ჩანგრეულია. გვპირდებიან გავაკეთებთო, თუმცა არავინ ჩანს გამკეთებელი.

- რას გვეტყვით თქვენ სოფელში მშენებარე ტაძრის შესახებ, სადაც ამჟამად მშენებლობა შეჩერებულია?

- ჩვენ სოფელში მამა ნიფონტი გადმოიყვანეს, ვისი თაოსნობითაც შენდებოდა ეს ტაძარი. მამა ნიფონტი ასევე სხვა ტაძრის აღდგენასაც ცდილობს, რომელიც ასევე ჩვენს სოფელშია. რაც შეეხება მშენებარე ტაძარს,  მოგეხსენებათ, ის სადაო ტერიტორიაზე შენდება და ამჟამად შეჩერებულია, მის გასაგრძელებლად ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის.

- რა რეაქცია ჰქონდათ ოკუპანტებს, როდესაც ე.წ. საზღვარზე გადაწყვიტეთ ტაძრის მშენებლობა?

- მინდა აღვნიშნო, რომ მათ ცუდი რეაქცია არ ჰქონიათ, პირიქით, ისინი დადიოდნენ კიდევაც ტაძარში, მაგრამ რაც ტაძრის მშენებლობა შეჩერდა, ისინიც სხვანაირად იქცევიან. ღმერთმა არ ქნას და ხვალ-ზეგ რა მოხდება არავინ იცის და შეიძლება, ხვალვე მოვიდნენ ტაძართან და საზღვარი გადმოწიონ. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს, მამა ნიფონტი ყველაფერს აკეთებს. იმედი გვაქვს, რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც დაეხმარება ფინანსურად ამ ტაძრის მშენებლობის დასრულებას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პოზიციის დასაფიქსირებლად, AMBEBI.GE სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა

- ქარელის რაიონში, ოსეთ-საქართველოს საზღვართან მდებარეობს სოფელი დვანი. სასაზღვო ხაზთან ძალიან ახლოს შენდება იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის მამათა მონასტერი... ადგილობრივები გულისტკივილს გამოხატავენ, რომ მონასტრის მშენებლობა შეწყვეტილია ...

- არ არის შეწყვეტილი, იყოს რაღაც პერიოდით შეჩერებული. ზაფხულთან დაკავშირებით თანხების მოძიება გაჭირდა და ახლა, როგორც დაგვარწმუნეს, საამშენებლო სამუშაოები განახლდა.

- ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივ მოსახელობას, რომელიც ამბობს, რომ თითქმის წელიწადია, მშენებლობა აღარ მიმდინარეობს. დაფინასების არ არსებობაზეა საუბარი და შველას ითხოვენ ბიზნესმენებისგან ან საპატრიარქოსგან.

- გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ ასე ოპერატიულად ვერ ვიმოქმედებთ, რომ ვიღაცამ თანხა მიიტანოს. ის ადამიანი, ვინც აშენებდა ამ მონასტერს, აგრძელებს დაწყებულ საქმეს. მარიამობის მარხვის დასაწყისიდან მშენებლობა ნამდვილად იყო გაჩერებული და ახლა უკვე განახლდება. და საერთოდ, რატომ გახდა ეს ტაძარი ასეთი აქტუალური? ათობით და ასობით ტაძარი შენდება საქართველოში და სხვა ეკლესიის მშენებლობით არავინ დაინტერესებულა...

- ალბათ იმის გამო, რომ ეს მონასტერი ე.წ. საზღვარზეა.

- საზღვართანაც შენდება და საზღვარს იქითაც.

- არის საშიშროება, რომ მცოცავი ოკუპაციის პირობებში სულ მალე აღარ იყოს ის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს... საპატრიარქო ფინანსურად ჩართულია ამ მშენელობის პროცესში?

- საპატრიარქო თვითონ ტაძრებს არ აშენებს, რადგან საპატრიარქოს ამის რესურსი არ გააჩნია, საპატრიარქო ამ მშენებლობის მხარდამჭერია და გვიხარია, რომ ბევრი ტაძარი შენდება ღვთის სადიდებლად.

ასეთია ერთი კონკრეტული სოფლის, კონკრეტული ტაძრისა და ასეთი მასშტაბური პრობლემის ამბავი. როგორ განვითარდება მოვლენები, უცნობია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ფინანსებზეა დამოკიდებული. AMBEBI.GE საოკუპაციო ხაზთან პროცესების განვითარებას მომავალშიც დააკვირდება.

მარიამ კაპანაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია