პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონეთში აღმოჩენილი ნაცისტების განძის საიდუმლო - რა ინახება ლეგენდებით მოცული მატარებლის შიგნით
პოლონეთში აღმოჩენილი ნაცისტების განძის საიდუმლო - რა ინახება ლეგენდებით მოცული მატარებლის შიგნით

2015 წლის 19 აგ­ვის­ტოს, პო­ლო­ნუ­რი სე­ლე­ზია მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბიც ცენ­ტრში მო­ექ­ცა. გან­ძის და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის ორი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ძე­ბა­რის გან­ცხა­დე­ბით, მი­ტო­ვე­ბულ გვი­რაბ­ში ნა­ცის­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო მა­ტა­რე­ბელს მი­აგ­ნეს. მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნე­ბი გერ­მა­ნე­ლე­ბის ნა­ძარ­ცვი ქო­ნე­ბით - ოქ­რო­თი, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბი­თა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბით იყო სავ­სე.

1943 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონტზე გერ­მა­ნე­ლე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი საგ­რძნობ­ლად შე­სუს­ტდა. წი­თე­ლი არ­მია გა­მარ­ჯვე­ბას გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ზე­ი­მობ­და. ბრი­ტა­ნულ-ამე­რი­კულ­მა ძა­ლებ­მა სი­ცი­ლია და­ი­კა­ვეს, იტა­ლი­ელ­მა ფაშს­ტებ­მა კი ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნი ჩა­მო­აგ­დეს. ათას­წლო­ვან მე­სა­მე რე­იხს წყა­ლი შე­უდ­გა.

მო­კავ­ში­რე­თა ავი­ა­ცი­ის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი და­ბომბვე­ბის გამო, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბის და მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ქარ­ხნე­ბის მი­წის­ქვეშ გან­თავ­სე­ბა გა­და­წყვი­ტა. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჰიტ­ლე­რის პი­რად არ­ქი­ტექ­ტორს და სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბის რე­იხსმი­ნის­ტრ ალ­ბერტ შპე­ერს და­ე­ვა­ლა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­შე­ნებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ომამ­დე ავ­ტო­ბა­ნებს აშე­ნებ­და, სა­ი­დუმ­ლო პრო­ექ­ტის - "გო­ლი­ა­თი" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უდ­გა. ობი­ექ­ტზე თით­ქმის 1,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და. ლო­მის წილი ებ­რა­ე­ლებ­ზე და სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ ტყვე­ებ­ზე მო­დი­ო­და. მშე­ნებ­ლო­ბის ად­გი­ლად პო­ლო­ნუ­რი სე­ლე­ზია შე­ირ­ჩა.

ეპი­დე­მი­ე­ბის და მკვრი­ვი კლდო­ვა­ნი ქა­ნე­ბის გამო საქ­მე, რო­მელ­საც ჰიტ­ლე­რი პი­რა­დად კუ­რი­რებ­და წინ ნელა მი­ი­წევ­და. 1945 წლის თე­ბერ­ვლის­თვის გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე ჯერ კი­დევ შორი იყო. ტყვე­ებ­მა მხო­ლოდ 9 კმ-ის სიგ­რძის გვი­რა­ბე­ბი გა­თხა­რეს. მი­წის­ქვე­შა სა­თავ­სო­ე­ბის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბამ 25 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი შე­ად­გი­ნა. საბ­ჭო­თა არ­მია წინ სწრა­ფად მი­ი­წევ­და და მა­ის­ში სე­ლე­ზია წი­თელ­მა არ­მი­ამ და­ი­კა­ვა.

ნა­ცის­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო მა­ტა­რე­ბელს ორმა პო­ლო­ნელ­მა, სე­ლე­ზი­ის მთა­ვა­რი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბის - ქსენ­ჟის ცი­ხე­სი­მაგ­რის მახ­ლობ­ლად გა­თხრილ გვი­რაბ­ში მი­აგ­ნო. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­სას, 1301 წელს აგე­ბუ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე მე­პატ­რო­ნეს ჩა­მო­არ­თვეს და აქ რკი­ნიგ­ზის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო გა­ნა­თავ­სეს. ნა­გე­ბო­ბის ქვეშ გვი­რა­ბე­ბის ორი ია­რუ­სი, ბუნ­კე­რი და ლიფ­ტე­ბის შახ­ტე­ბი გა­თხა­რეს. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ამ მხა­რე­ში ლე­გენ­და სა­ი­დუმ­ლო მა­ტა­რე­ბელ­ზე ძალ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით პო­ლო­ნე­თის და­ტო­ვე­ბი­სას გერ­მა­ნე­ლებ­მა მისი ბერ­ლინ­ში გა­დაყ­ვა­ნა ვერ მო­ას­წრეს და ამი­ტო­მაც სა­თა­და­რი­გოდ შე­ნიღ­ბულ და და­ნაღ­მულ გვი­რაბ­ში გა­და­მა­ლეს. მის ვა­გო­ნებ­ში ოქ­როს ზო­დე­ბი, ძვი­რა­სი ნივ­თე­ბი, სა­ი­დუმ­ლო არ­ქი­ვე­ბი, ევ­რო­პის მუ­ზე­უ­მე­ბი­დან მო­პა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ინა­ხე­ბა.

ად­გი­ლობ­რივმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მკველ­ვა­რე­ბის ცნო­ბას მხო­ლოდ გე­ო­რე­და­რის მიერ გა­დღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის წარ­დგე­ნის შემ­დეგ და­უ­ჯე­რა. მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბით წარ­მა­ტე­ბულ მო­ნა­დი­რე­ებს პო­ლო­ნე­თი 10 %-ს გა­დას­ცემს.

პო­ლო­ნე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტის მო­ად­გი­ლის პეტ­რე ჟუ­ხოვ­სკის გან­მარ­ტე­ბით მა­ტა­რებ­ლის სიგ­რძე 100 მ-ს აღე­მა­ტე­ბა და წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით მისი ვა­გო­ნე­ბი შე­ჯავ­შნუ­ლია. ეს მათ­ში ფა­სე­უ­ლი ნივ­თე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

პო­ლო­ნურ ქა­ლა­ქი ვალჟ­ბი­ხი, რომ­ლის შე­მო­გა­რენ­შიც ქსენ­ჟის ცი­ხე­სი­მაგ­რე მდე­ბა­რე­ობს, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და გან­ძის მა­ძი­ებ­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­ივ­სო. მაგ­რამ სა­ი­დუმ­ლო გვი­რა­ბამ­დის ისი­ნი პო­ლი­ცი­ამ არ მი­უშ­ვა. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მო­ნა­პო­ვა­რი პო­ლო­ნე­თის სა­კუთ­რე­ბაა. თა­ნაც ჩა­მონ­გრე­ბუ­ლი გვი­რა­ბის შე­სას­ვლე­ლი გერ­მა­ნა­ლებ­მა წას­ვლის წინ და­ნაღ­მეს.

რა ინა­ხე­ბა ლე­გენ­დე­ბით მო­ცუ­ლი მა­ტა­რებ­ლის შიგ­ნით და­ნამ­დვი­ლე­ბით არა­ვინ იცის, თუმ­ცა გან­ძის გა­ყო­ფა უკვე და­წყე­ბუ­ლია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვარ­შა­ვას გან­მარ­ტე­ბით, პი­რა­დი ნივ­თე­ბის ან კერ­ძო კო­ლექ­ცი­ე­ბი­დან მო­პა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის პოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი მე­სა­კუთ­რე­ებს ან მათ შთა­მო­მავ­ლებს გა­და­ე­ცე­მა. თუ მათი დად­გე­ნა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა გახ­დე­ბა.

არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ მა­ტა­რე­ბელ­ში, ნა­ცის­ტე­ბის მიერ რუ­სუ­ლი ცარ­სკოე სე­ლო­დან მო­პა­რუ­ლი ქარ­ვას ოთა­ხიც ინა­ხე­ბა.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE

პოლონეთში აღმოჩენილი ნაცისტების განძის საიდუმლო - რა ინახება ლეგენდებით მოცული მატარებლის შიგნით

პოლონეთში აღმოჩენილი ნაცისტების განძის საიდუმლო - რა ინახება ლეგენდებით მოცული მატარებლის შიგნით

2015 წლის 19 აგვისტოს, პოლონური სელეზია მსოფლიოს ყურადღებიც ცენტრში მოექცა. განძის და ძვირფასეულობის ორი ადგილობრივი მაძებარის განცხადებით, მიტოვებულ გვირაბში ნაცისტების საიდუმლო მატარებელს მიაგნეს. მატარებლის ვაგონები გერმანელების ნაძარცვი ქონებით - ოქროთი, ძვირფასეულობითა და ხელოვნების ნიმუშებით იყო სავსე.

1943 წლის შემოდგომაზე აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანელების პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა. წითელი არმია გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობდა. ბრიტანულ-ამერიკულმა ძალებმა სიცილია დაიკავეს, იტალიელმა ფაშსტებმა კი ბენიტო მუსოლინი ჩამოაგდეს. ათასწლოვან მესამე რეიხს წყალი შეუდგა.

მოკავშირეთა ავიაციის გაუთავებელი დაბომბვების გამო, ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობამ სამრეწველო ობიექტების და მნიშნელოვანი ქარხნების მიწისქვეშ განთავსება გადაწყვიტა. პროექტის განხორციელება ჰიტლერის პირად არქიტექტორს და სამხედრო წარმოების რეიხსმინისტრ ალბერტ შპეერს დაევალა.

სპეციალური სამშენებლო ორგანიზაცია, რომელიც ომამდე ავტობანებს აშენებდა, საიდუმლო პროექტის - "გოლიათი" განხორციელებას შეუდგა. ობიექტზე თითქმის 1,5 მილიონი ადამიანი მუშაობდა. ლომის წილი ებრაელებზე და საკონცენტრაციო ბანაკებიდან გამოგზავნილ ტყვეებზე მოდიოდა. მშენებლობის ადგილად პოლონური სელეზია შეირჩა.

ეპიდემიების და მკვრივი კლდოვანი ქანების გამო საქმე, რომელსაც ჰიტლერი პირადად კურირებდა წინ ნელა მიიწევდა. 1945 წლის თებერვლისთვის გრანდიოზული პროექტის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორი იყო. ტყვეებმა მხოლოდ 9 კმ-ის სიგრძის გვირაბები გათხარეს. მიწისქვეშა სათავსოების საერთო მოცულობამ 25 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. საბჭოთა არმია წინ სწრაფად მიიწევდა და მაისში სელეზია წითელმა არმიამ დაიკავა.

ნაცისტების საიდუმლო მატარებელს ორმა პოლონელმა, სელეზიის მთავარი ღირშესანიშნაობის - ქსენჟის ციხესიმაგრის მახლობლად გათხრილ გვირაბში მიაგნო. მეორე მსოფლიო ომისას, 1301 წელს აგებული ციხესიმაგრე მეპატრონეს ჩამოართვეს და აქ რკინიგზის მთავარი სამმართველო განათავსეს. ნაგებობის ქვეშ გვირაბების ორი იარუსი, ბუნკერი და ლიფტების შახტები გათხარეს. ომის დასრულების შემდეგ ამ მხარეში ლეგენდა საიდუმლო მატარებელზე ძალზე აქტუალური იყო. ადგილობრივების თქმით პოლონეთის დატოვებისას გერმანელებმა მისი ბერლინში გადაყვანა ვერ მოასწრეს და ამიტომაც სათადარიგოდ შენიღბულ და დანაღმულ გვირაბში გადამალეს. მის ვაგონებში ოქროს ზოდები, ძვირასი ნივთები, საიდუმლო არქივები, ევროპის მუზეუმებიდან მოპარული ხელოვნების ნიმუშები ინახება.

ადგილობრივმ ხელისუფლებამ, მკველვარების ცნობას მხოლოდ გეორედარის მიერ გადღებული ფოტოების წარდგენის შემდეგ დაუჯერა. მიღწეული შეთანხმებით წარმატებულ მონადირეებს პოლონეთი 10 %-ს გადასცემს.

პოლონეთის კულტურის მინისტის მოადგილის პეტრე ჟუხოვსკის განმარტებით მატარებლის სიგრძე 100 მ-ს აღემატება და წინასწარი ინფორმაციით მისი ვაგონები შეჯავშნულია. ეს მათში ფასეული ნივთების არსებობაზე მიუთითებს.

პოლონურ ქალაქი ვალჟბიხი, რომლის შემოგარენშიც ქსენჟის ციხესიმაგრე მდებარეობს, თავგადასავლებისა და განძის მაძიებლებით ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაივსო. მაგრამ საიდუმლო გვირაბამდის ისინი პოლიციამ არ მიუშვა. კანონმდებლობით მონაპოვარი პოლონეთის საკუთრებაა. თანაც ჩამონგრებული გვირაბის შესასვლელი გერმანალებმა წასვლის წინ დანაღმეს.

რა ინახება ლეგენდებით მოცული მატარებლის შიგნით დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა განძის გაყოფა უკვე დაწყებულია. ოფიციალური ვარშავას განმარტებით, პირადი ნივთების ან კერძო კოლექციებიდან მოპარული ხელოვნების ნიმუშების პოვნის შემთხვევაში, ისინი მესაკუთრეებს ან მათ შთამომავლებს გადაეცემა. თუ მათი დადგენა ვერ მოხერხდება, ქონება სახელმწიფოს საკუთრება გახდება.

არსებობს ვარაუდი, რომ მატარებელში, ნაცისტების მიერ რუსული ცარსკოე სელოდან მოპარული ქარვას ოთახიც ინახება.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

კარანტინის დროს, სარეველების ამოთხრისას, მე-15 საუკუნის განძი იპოვეს - ბრიტანელმა მებაღემ ისტორიული საგანძური აღმოაჩინა

"მდიდარი ქვეყნები "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რა ქნან ღარიბმა ქვეყნებმა?"

The Time-მა 2020 წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა - "მათ საზოგადოებას აღდგენა და განახლება შესთავაზეს"