პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ულამაზესი, მაგრამ არაპოპულარული ადგილები, რომელთაც მაღალი ტურისტული პოტენციალი აქვთ
საქართველოს ულამაზესი, მაგრამ არაპოპულარული ადგილები, რომელთაც მაღალი ტურისტული პოტენციალი აქვთ

ყაზ­ბე­გი, მეს­ტია, სიღ­ნა­ღი, ბა­თუ­მი – და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტე­ბის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ნა­ხა­ვი ად­გი­ლია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი­სათ­ვის უც­ნო­ბი არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლია, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. მათ აქვთ მა­ღა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი, თუმ­ცა ბევ­რმა მათ შე­სა­ხებ არ იცის.

AMBEBI.GE-მ ასე­თი ად­გი­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ეკო­ტუ­რიზ­მის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, ილია ოქ­რო­მე­ლი­ძეს სთხო­ვა.

ილია ოქ­რო­მე­ლი­ძე:

ტუ­რიზ­მში რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ზოგი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა უამ­რა­ვი ად­გი­ლია არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სოა. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­უკვლე­ვე­ლი და ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია მღვი­მე­ე­ბი, რო­მე­ლიც ეკო­ტუ­რიზ­მის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

მე­ლო­უ­რის მღვი­მე

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ღრმა მღვი­მე­ე­ბის ათე­უ­ლი­დან ხუთი სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე­ობს, უბ­რა­ლოდ აფხა­ზე­თის არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა. ეს იმით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ მთელ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მღვი­მე­ე­ბის გახ­სნა ხდე­ბო­და აფხა­ზეთ­ში, და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც მღვი­მე­ე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი რე­სურ­სი არ­სე­ბობს იმ პე­რი­ოდ­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი არ იყო, დღეს კი მკვლე­ვა­რე­ბი იმ­დე­ნად ცო­ტა­ნი არი­ან, რომ ამის კვლე­ვის რე­სურ­სი არ აქვთ.

ერთ-ერთი ასე­თი, ბევ­რის­თვის უც­ნო­ბი მე­ლო­უ­რის მღვი­მეა იმე­რეთ­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დიდი მღვი­მეა თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 7 კი­ლო­მეტრზე შე­იძ­ლე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა, შიგ­ნით არის ორი კა­ნი­ო­ნი­სე­ბუ­რი ხე­ო­ბა, რამ­დე­ნი­მე ჩანჩქე­რი, თუმ­ცა ბევ­რის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის (ფოტო: GRAF.GE)

ბა­ტე­თის ტბა

შიდა ქარ­თლში არის ბა­ტე­თის ტბა, რო­მე­ლიც რი­წის ტბის მცი­რე ზო­მის ანა­ლო­გია. ტბა­ში ძა­ლი­ან გამჭვირ­ვა­ლე წყა­ლია, გარ­შე­მო წიწ­ვო­ვა­ნი ტყე­ე­ბით და­ფა­რუ­ლი ფერ­დო­ბია და იქ მხო­ლოდ მოყ­ვა­რუ­ლი მო­ლაშ­ქრე­ე­ბი თუ და­დი­ან. ბა­ტე­თის ტბა თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზით შიდა ქარ­თლში ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ტბაა.

მარ­ნე­უ­ლის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ვე­ლე­ბი

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ქვე­მო ქარ­თლი, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ტუ­რის­ტუ­ლად ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი თუკი რა­მეა, ქვე­მო ქარ­თლშია თავ­მოყ­რი­ლი.

დას­ტურ­დე­ბა, რომ პირ­ვე­ლი ღვი­ნის წიპ­წა იქ არის ნა­პოვ­ნი. თაფ­ლის წარ­მო­ე­ბა პირ­ვე­ლად ჩვენ და­ვი­წყეთ, ეს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ტუ­რიზ­მის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. იქ არის გა­და­თხრი­ლი გორა, ხა­რუხ­ლოს გორა.

ტო­ბას, ონი­ო­რეს და აბა­შის ჩანჩქე­რე­ბი

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში უამ­რა­ვი ჩანჩქე­რია, რომ­ლე­ბიც მღვი­მე­ე­ბი­დან გად­მო­ე­დი­ნე­ბა. ასე­თია ტო­ბას, ონი­ო­რე­სა და აბა­შის ჩანჩქე­რე­ბი. ბუ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბის კომ­პლექ­სი წარ­მო­ად­გენს ტობა პირ­ვე­ლის მღვი­მი­სა და მის­გან გად­მო­მა­ვა­ლი ონი­ო­რეს ჩანჩქე­რის ერ­თობ­ლი­ო­ბას, რო­მე­ლიც იშ­ვი­ათ და ულა­მა­ზეს სა­ნა­ხა­ო­ბას ქმნის.

ლე­ვა­ნის ტბა

ჯა­ვა­ხეთ­შია ლე­ვა­ნის ტბა, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტრზე მაღ­ლა მდე­ბა­რე­ობს. ეს ულა­მა­ზე­სი ტბა ვულ­კა­ნუ­რი მთე­ბის შუ­ა­გულ­შია მოქ­ცე­უ­ლი, გამჭვირ­ვა­ლე წყლით და ულა­მა­ზე­სი პე­ი­ზა­ჟე­ბით.

ჩხიკვთა სა­მე­ბა

ქვე­მო ქარ­თლში, თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში არის სო­ფე­ლი ჩხიკვთა, სა­დაც არის სა­მე­ბის ბორ­ცვი, ეს ბორ­ცვი არის მთა, რომ­ლის წვერ­ზე უზარ­მა­ზა­რი ლო­დე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი ცი­ხის გა­ლა­ვა­ნია.

მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსგავ­სი ტი­პის ლო­დე­ბი არ­სად არ მო­ი­პო­ვე­ბა და მეც­ნი­ე­რუ­ლად ცოტა აუხ­სენ­ლია, ათა­სო­ბით წლის წინ რო­გორ აი­ტა­ნეს ადა­მი­ა­ნებ­მა ის ლო­დე­ბი იქ რომ და­ე­ლა­გე­ბი­ნათ.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

მე­ლო­უ­რის მღვი­მე, ბა­ტე­თის ტბა, მარ­ნე­უ­ლის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ვე­ლე­ბი
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

საქართველოს ულამაზესი, მაგრამ არაპოპულარული ადგილები, რომელთაც მაღალი ტურისტული პოტენციალი აქვთ

საქართველოს ულამაზესი, მაგრამ არაპოპულარული ადგილები, რომელთაც მაღალი ტურისტული პოტენციალი აქვთ

ყაზბეგი, მესტია, სიღნაღი, ბათუმი – და კიდევ რამდენიმე ყველასათვის ცნობილი ადგილი, რომელიც ტურისტების ნომერ პირველი სანახავი ადგილია, თუმცა საქართველოში ბევრისათვის უცნობი არაპოპულარული ადგილია, რომლებიც სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების გამო, განსაკუთრებული და საინტერესოა. მათ აქვთ მაღალი ტურისტული პოტენციალი, თუმცა ბევრმა მათ შესახებ არ იცის.

AMBEBI.GE-მ ასეთი ადგილების დასახელება ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარეს, ილია ოქრომელიძეს სთხოვა.

ილია ოქრომელიძე:

ტურიზმში რამდენიმე მიმართულებაა. ზოგი ყველასთვის ცნობილია, თუმცა უამრავი ადგილია არაპოპულარული, რომელიც ძალიან ლამაზი და საინტერესოა. განსაკუთრებით გამოუკვლეველი და ნაკლებად ცნობილია მღვიმეები, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა.

მელოურის მღვიმე

მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმეების ათეულიდან ხუთი საქართველოში მდებარეობს, უბრალოდ აფხაზეთის არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მთელ საბჭოთა პერიოდში მღვიმეების გახსნა ხდებოდა აფხაზეთში, დანარჩენი საქართველო, სადაც მღვიმეების პოტენციური რესურსი არსებობს იმ პერიოდში გამოკვლეული არ იყო, დღეს კი მკვლევარები იმდენად ცოტანი არიან, რომ ამის კვლევის რესურსი არ აქვთ.

ერთ-ერთი ასეთი, ბევრისთვის უცნობი მელოურის მღვიმეა იმერეთში, რომელიც ყველაზე დიდი მღვიმეა თავისი მასშტაბებით, დაახლოებით 7 კილომეტრზე შეიძლება გადაადგილება, შიგნით არის ორი კანიონისებური ხეობა, რამდენიმე ჩანჩქერი, თუმცა ბევრისთვის ცნობილი არ არის (ფოტო: GRAF.GE)

ბატეთის ტბა

შიდა ქართლში არის ბატეთის ტბა, რომელიც რიწის ტბის მცირე ზომის ანალოგია. ტბაში ძალიან გამჭვირვალე წყალია, გარშემო წიწვოვანი ტყეებით დაფარული ფერდობია და იქ მხოლოდ მოყვარული მოლაშქრეები თუ დადიან. ბატეთის ტბა თავისი სილამაზით შიდა ქართლში ყველაზე გამორჩეული ტბაა.

მარნეულის არქეოლოგიური ველები

ძალიან საინტერესოა ქვემო ქართლი, რომელიც რატომღაც ტურისტულად ნაკლებ პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან ყველაზე ახლოსაა. არქეოლოგიური ობიექტები, ყველაფერი ძველი თუკი რამეა, ქვემო ქართლშია თავმოყრილი.

დასტურდება, რომ პირველი ღვინის წიპწა იქ არის ნაპოვნი. თაფლის წარმოება პირველად ჩვენ დავიწყეთ, ეს არქეოლოგიური ტურიზმისთვის ძალიან საინტერესოა. იქ არის გადათხრილი გორა, ხარუხლოს გორა.

ტობას, ონიორეს და აბაშის ჩანჩქერები

მარტვილის მუნიციპალიტეტში უამრავი ჩანჩქერია, რომლებიც მღვიმეებიდან გადმოედინება. ასეთია ტობას, ონიორესა და აბაშის ჩანჩქერები. ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს ტობა პირველის მღვიმისა და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის.

ლევანის ტბა

ჯავახეთშია ლევანის ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობს. ეს ულამაზესი ტბა ვულკანური მთების შუაგულშია მოქცეული, გამჭვირვალე წყლით და ულამაზესი პეიზაჟებით.

ჩხიკვთა სამება

ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში არის სოფელი ჩხიკვთა, სადაც არის სამების ბორცვი, ეს ბორცვი არის მთა, რომლის წვერზე უზარმაზარი ლოდებით აშენებული ციხის გალავანია.

მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ლოდები არსად არ მოიპოვება და მეცნიერულად ცოტა აუხსენლია, ათასობით წლის წინ როგორ აიტანეს ადამიანებმა ის ლოდები იქ რომ დაელაგებინათ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

მელოურის მღვიმე, ბატეთის ტბა, მარნეულის არქეოლოგიური ველები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია