პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკლესიები საქართველოში, რომელიც მტერმა განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურა
ეკლესიები საქართველოში, რომელიც მტერმა განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურა

უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მტრის შე­მო­სე­ვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მიზ­ნე ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი იყო, სა­დაც მხო­ლოდ წირ­ვა-ლოც­ვა არ აღევ­ლი­ნე­ბო­და და მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო ფუნ­ქცია არ ჰქო­ნია...

მი­უ­ხე­და­ვად მტრის მიერ ეკ­ლე­სი­ე­ბის სას­ტი­კი გა­ნად­გუ­რე­ბი­სა, მათი აღ­დგე­ნა ხდე­ბო­და, თუმ­ცა პირ­ვან­დე­ლი სა­ხის დაბ­რუ­ნე­ბა არც ისე ად­ვი­ლი იყო.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ის­ტო­რი­კო­სი გელა ქის­ტა­უ­რი იმ ეკ­ლე­სი­ებს ასა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც მტერ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­ა­ნად­გუ­რა.

გელა ქის­ტა­უ­რი:

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის დრო­ი­დან, ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი ქარ­თუ­ლი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბის ცენ­ტრე­ბად გა­და­იქ­ცნენ. მტრის პირ­ვე­ლი საზ­რუ­ნა­ვი იყო, რომ ეს ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა, ამით ფაქ­ტობ­რი­ვად ქარ­თველ ხალ­ხს სუ­ლი­ერ საზ­რდოს უხ­შობ­და, რა­საც ჰქვია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, გა­ნათ­ლე­ბა და ცნო­ბი­ე­რე­ბა.

ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი არა მარ­ტო სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო მო­ძღვრე­ბის კერა იყო, ამა­ვე დროს ისი­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ნას­ტრე­ბი, თავ­შე­სა­ფარს წარ­მო­ად­გენ­დნენ. ბევრ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტერს შე­მოვ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და გა­ლა­ვა­ნი, გა­მაგ­რე­ბუ­ლი იყო თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბით და ომი­ა­ნო­ბის დროს მო­სახ­ლე­ო­ბაც აფა­რებ­და თავს. ყო­ვე­ლი­ვე ეს იმას გა­ნა­პი­რო­ბებ­და, რომ მტერს იე­რი­ში პირ­და­პირ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ზე მი­ე­ტა­ნა.

სი­ო­ნის ეკ­ლე­სია

რუ­სუ­და­ნის მე­ფო­ბის დროს, ჯა­ლალ-ედ-დი­ნის შე­მო­სე­ვას კონ­კრე­ტუ­ლი ეკ­ლე­სი­ის დარ­ბე­ვა-გა­ნად­გუ­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა. 1226 წლის 9 მარტს ჯა­ლალ-ედ-ედნ­მა აიღო თბი­ლი­სი და გა­ა­ნა­და­გუ­რა რო­გორც ქრის­ტი­ა­ნი, ისე მუ­სულ­მა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. მისი ბრძა­ნე­ბით სი­ო­ნის ეკ­ლე­სი­ას მო­უ­შა­ლეს გუმ­ბა­თი, დად­გეს ტახ­ტი, სა­დაც თა­ვად დაბ­რძან­და და აქე­დან ადევ­ნებ­და თვალ­ყურს, თუ რო­გორ ხო­ცავ­დნენ თა­ვი­სი მო­ლაშ­ქრე­ე­ბი თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლებს.

ხი­დის და­სა­წყის­ში თბი­ლი­სის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს ხა­ტე­ბი, წმინ­და ნივ­თე­ბი, და­ა­წყეს ხი­დის და­სა­წყის­ში და ქრის­ტი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას წმინ­და ხა­ტებ­ზე ფე­ხით გა­დავ­ლა უბ­რძა­ნეს. ვინც გა­და­ივ­ლი­და ცო­ცხლად და­ტო­ვებ­დნენ, ვინც არ გა­და­ივ­ლი­და - სიკ­ვდი­ლით დას­ჯიდ­ნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თვე­ლებ­მა არ შე­უ­რა­ცხყ­ვეს წმინ­და ხა­ტე­ბი და ამის გამო ჯალა-ედ-დინ­მა ასი ათა­სი კაცი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა. მი­სი­ვე ბრძა­ნე­ბით სი­ო­ნის მო­ნას­ტე­რი გა­ა­ნად­გუ­რეს.

ლარ­გვი­სი, რუ­ი­სი, რკო­ნი, ქვა­თა­ხე­ვი

რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი გა­ა­ნად­გუ­რა თე­მურ-ლენ­გის შე­მო­სე­ვებ­მა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მან რვა­ჯერ ილაშ­ქრა 1386-1403 წლებ­ში. ამ რვა ლაშ­ქრო­ბის დროს მთლი­ა­ნად მო­ოხრდა და გა­ნად­გურ­და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო, გან­სა­კუთ­რე­ბით ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი. 1400 წელს, მისი მე­ექ­ვსე ლაშ­ქრო­ბის დროს ქსნის ხე­ო­ბა­ში და­ბა­ნა­კე­ბულ­მა თე­მურ-ლენ­გმა მარ­ბი­ე­ლი ლაშ­ქა­რი გა­აგ­ზავ­ნა ქსან­ში, ისი­ნი ლარ­გვი­სამ­დე მი­ვიდ­ნენ და ლარ­გვი­სის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სიც გა­ა­ნად­გუ­რეს.

ამის შემ­დეგ თე­მურ-ლენ­გის ურ­დო­ე­ბი შიდა ქარ­თლს, კერ­ძოდ სა­ა­მი­ლახ­ვროს შე­ე­სივ­ნენ. სა­ა­მი­ლახ­ვროს დარ­ბე­ვის დროს მათ გა­ა­ნად­გუ­რეს რუ­ი­სის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც სა­ე­პის­კო­პო­სო ცენ­ტრი იყო.

პირ­და­პი­რი ცნო­ბა გვაქვს, რომ რუ­ი­სის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი თე­მურ-ლენ­გის ბრბო­ებ­მა გა­ა­ნად­გუ­რა.

მისი მარ­ბი­ე­ლი ლაშ­ქრო­ბის ერთ-ერთი შე­დე­გი რკო­ნის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის გა­ნად­გუ­რე­ბაა, მათ ეკ­ლე­სია დაწ­ვეს. რკონ­თან ახ­ლოს არის ქვა­თა­ხე­ვის ეკ­ლე­სია, რო­მელ­საც ალყა შე­მო­არ­ტყეს, ეკ­ლე­სი­ას მცი­რე გა­ლა­ვა­ნი ჰქონ­და და სამ­წუ­ხა­როდ აი­ღეს. იქ მყო­ფი ბე­რე­ბი და­ხო­ცეს, გა­მო­კე­ტეს ეკ­ლე­სი­ის კა­რე­ბი და ბერ-მო­ნაზვნე­ბი ქვა­თა­ხე­ვის მო­ნას­ტერ­ში ამოწ­ვეს.

ვარ­ძია

ვარ­ძი­ის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი შაჰ-თა­მა­ზის ლაშ­ქრო­ბებს შე­ე­წი­რა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 1541-1554 წლებ­ში ოთხჯერ ილაშ­ქრა. 1551 წელს მე­სა­მე ლაშ­ქრო­ბი­სას ის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან შე­მო­იჭ­რა და მო­არ­ბია ეს ტე­რი­ტო­რია. მან და­ან­გრია ვარ­ძია, და­ხო­ცა ბერ-მო­ნაზვნე­ბი და თან დი­დძა­ლი ქო­ნე­ბა წა­ი­ღო, რო­გორც ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, ასე­ვე ხა­ტე­ბი, წიგნთსა­ცა­ვი. ვარ­ძი­ას დიდი დრო დას­ჭირ­და, რომ ისევ აღ­დგე­ნი­ლი­ყო, თუმ­ცა პირ­ვან­დე­ლი სახე ვე­ღარ და­იბ­რუ­ნა

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეკლესიები საქართველოში, რომელიც მტერმა განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურა

ეკლესიები საქართველოში, რომელიც მტერმა განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურა

უძველესი დროიდან საქართველოში მტრის შემოსევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ეკლესია-მონასტრები იყო, სადაც მხოლოდ წირვა-ლოცვა არ აღევლინებოდა და მხოლოდ სასულიერო ფუნქცია არ ჰქონია...

მიუხედავად მტრის მიერ ეკლესიების სასტიკი განადგურებისა, მათი აღდგენა ხდებოდა, თუმცა პირვანდელი სახის დაბრუნება არც ისე ადვილი იყო.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ისტორიკოსი გელა ქისტაური იმ ეკლესიებს ასახელებს, რომლებიც მტერმა განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურა.

გელა ქისტაური:

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან, ეკლესია-მონასტრები ქართული სწავლა-განათლებისა და ქართული სულიერების ცენტრებად გადაიქცნენ. მტრის პირველი საზრუნავი იყო, რომ ეს ეკლესია-მონასტრები გაენადგურებინა, ამით ფაქტობრივად ქართველ ხალხს სულიერ საზრდოს უხშობდა, რასაც ჰქვია ქართული კულტურა, განათლება და ცნობიერება.

ეკლესია-მონასტრები არა მარტო სწავლა-განათლებისა და სასულიერო მოძღვრების კერა იყო, ამავე დროს ისინი, განსაკუთრებით მონასტრები, თავშესაფარს წარმოადგენდნენ. ბევრ ეკლესია-მონასტერს შემოვლებული ჰქონდა გალავანი, გამაგრებული იყო თავდაცვითი ნაგებობით და ომიანობის დროს მოსახლეობაც აფარებდა თავს. ყოველივე ეს იმას განაპირობებდა, რომ მტერს იერიში პირდაპირ ეკლესია-მონასტრებზე მიეტანა.

სიონის ეკლესია

რუსუდანის მეფობის დროს, ჯალალ-ედ-დინის შემოსევას კონკრეტული ეკლესიის დარბევა-განადგურება უკავშირდება. 1226 წლის 9 მარტს ჯალალ-ედ-ედნმა აიღო თბილისი და გაანადაგურა როგორც ქრისტიანი, ისე მუსულმანი მოსახლეობა. მისი ბრძანებით სიონის ეკლესიას მოუშალეს გუმბათი, დადგეს ტახტი, სადაც თავად დაბრძანდა და აქედან ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ ხოცავდნენ თავისი მოლაშქრეები თბილისის მაცხოვრებლებს.

ხიდის დასაწყისში თბილისის ქრისტიანული ეკლესიებიდან გამოიტანეს ხატები, წმინდა ნივთები, დააწყეს ხიდის დასაწყისში და ქრისტიან მოსახლეობას წმინდა ხატებზე ფეხით გადავლა უბრძანეს. ვინც გადაივლიდა ცოცხლად დატოვებდნენ, ვინც არ გადაივლიდა - სიკვდილით დასჯიდნენ. როგორც ცნობილია, ქართველებმა არ შეურაცხყვეს წმინდა ხატები და ამის გამო ჯალა-ედ-დინმა ასი ათასი კაცი სიკვდილით დასაჯა. მისივე ბრძანებით სიონის მონასტერი გაანადგურეს.

ლარგვისი, რუისი, რკონი, ქვათახევი

რამდენიმე ეკლესია-მონასტერი გაანადგურა თემურ-ლენგის შემოსევებმა. როგორც ცნობილია, მან რვაჯერ ილაშქრა 1386-1403 წლებში. ამ რვა ლაშქრობის დროს მთლიანად მოოხრდა და განადგურდა აღმოსავლეთ საქართველო, განსაკუთრებით ეკლესია-მონასტრები. 1400 წელს, მისი მეექვსე ლაშქრობის დროს ქსნის ხეობაში დაბანაკებულმა თემურ-ლენგმა მარბიელი ლაშქარი გააგზავნა ქსანში, ისინი ლარგვისამდე მივიდნენ და ლარგვისის სამონასტრო კომპლექსიც გაანადგურეს.

ამის შემდეგ თემურ-ლენგის ურდოები შიდა ქართლს, კერძოდ საამილახვროს შეესივნენ. საამილახვროს დარბევის დროს მათ გაანადგურეს რუისის საკათედრო ტაძარი, რომელიც საეპისკოპოსო ცენტრი იყო.

პირდაპირი ცნობა გვაქვს, რომ რუისის საკათედრო ტაძარი თემურ-ლენგის ბრბოებმა გაანადგურა.

მისი მარბიელი ლაშქრობის ერთ-ერთი შედეგი რკონის სამონასტრო კომპლექსის განადგურებაა, მათ ეკლესია დაწვეს. რკონთან ახლოს არის ქვათახევის ეკლესია, რომელსაც ალყა შემოარტყეს, ეკლესიას მცირე გალავანი ჰქონდა და სამწუხაროდ აიღეს. იქ მყოფი ბერები დახოცეს, გამოკეტეს ეკლესიის კარები და ბერ-მონაზვნები ქვათახევის მონასტერში ამოწვეს.

ვარძია

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი შაჰ-თამაზის ლაშქრობებს შეეწირა, რომელმაც საქართველოში 1541-1554 წლებში ოთხჯერ ილაშქრა. 1551 წელს მესამე ლაშქრობისას ის სამცხე-ჯავახეთიდან შემოიჭრა და მოარბია ეს ტერიტორია. მან დაანგრია ვარძია, დახოცა ბერ-მონაზვნები და თან დიდძალი ქონება წაიღო, როგორც ძვირფასეულობა, ასევე ხატები, წიგნთსაცავი. ვარძიას დიდი დრო დასჭირდა, რომ ისევ აღდგენილიყო, თუმცა პირვანდელი სახე ვეღარ დაიბრუნა

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია