ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკო, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტია. თუმცა, ეს მას არ უშლის ხელს საკუთარ სახლში 100 ობოლი სირიელი მიგრანტი მიიღოს. ბავშვები ურუგვაის სექტემბრის დასაწყისში ეწვევიან.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაის პრეზიდენტი საკუთარი ხელფასის 90%-ს ქველმოქმედებაზე ხარჯავს და მდიდრული აპარტამენტების ნაცვლად, სოფლის პატარა სახლში ცხოვრობს.
"მე საკუთარ თავს ღარიბად არ ვთვლი. ღარიბები ისინი არიან, ვინც მთელი ცხოვრება იმისთვის შრომობს, რომ სიმდიდრეში იცხოვროს. მათ ყოველთვის მეტი და მეტი უნდათ. სინამდვილეში ეს თავისუფლების საკითხია. თუ შენ ცოტა ნივთი გაქვს, მაშინ არ აქვს აზრი მონასავით შრომას, მხოლოდ იმისთვის რომ მეტი დააგროვო. ამის გამო, მეტი დრო გრჩება საკუთარი თავისთვის. შეიძლება ამის გამო მოხუც შეშლილს ვგავარ, მაგრამ მე ასე ვცხოვრობ მთელი ცხოვრებაა. ეს ჩემი არჩევანია" - ამბობს 77 წლის პრეზიდენტი.
რაც შეეხება სირიელ ლტოლვილებს, 2011 წელს დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, ქვეყნის საზღვრები 2 მილიოზე მეტმა სირიელმა დატოვა. მათი უმეტესობა თავს ლიბანს, იორდანიას და თურქეთს აფარებს.
The World's Most Humble President Just Opened His House to 100 Syrian Refugee Children