ჟურნალმა Travel +Leisure მსოფლიოს ყველაზე მეგობრული და არამეგობრული ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
ჟურნალის მკითხველებმა მსოფლიოს 266 ქალაქს ყველაზე მეგობრული და არამეგობრული ქალაქები რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასეს. ყველაზე მეგობრულ ქალაქად ამერიკული ჟურნალის მკითხველებმა ირლანდიის ქალაქი გოლუეი დაასახელეს.
"ირლანდიელი ხალხის მასპინძლობა და იუმორი ამ ქალაქს შესანიშნავს ხდის კარგი დასვენებისთვის", - აღნიშნავენ T+L-ის მკითხველები.
რეიტინგში მეორე პოზიცია სამხრეთ კაროლინაში მდებარე ქალაქ ჩარლსტონს, მესამე ადგილი კი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინს ერგო. ყველაზე მეგობრული ქალაქების ხუთეულში კიდევ ერთი ირლანდიული ქალაქი კორკი აღმოჩნდა, მეხუთე პოზიციაზე კი კამბოჯას საკურორტო ქალაქი სიემ რიპი დასახელდა.