კედლისკენ იყო გადაბრუნებული და შპალერის უზორს თითს აყოლებდა... არაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა, რომ თითი ზუსტად გაეყოლებინა და ხაზებს არ ასცდენოდა...
ტელეფონის წკრიალმა დაუფრთხო სიმშვიდე...
მესიჯის ზარს ბოლომდე აცადა მიჩუმება და მერე გახსნა...
"სისულელე ჩავიდინეთ... შეცდომა დავუშვით"...
- ჰო, - მხოლოდ გაიფიქრა, პასუხი არ გაუგზავნია...
ხელი ლოყის ქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა...
ტაიმერი წინა ღამიდან ამუშავდა და ძველი ამბებისკენ ითვლიდა კადრებს...
შეხება... ჩახვევა... კოცნა... ალერსი... თავდავიწყება... ვარდისფერი ნისლი და სხეულის თითოეული უჯრედით მისი წყურვილი... ფრენის შეგრძნება...
სირცხვილი... სიწითლე... მორიდება...
უხმო გარინდება... ჩურჩული... ითქვა ყველაფერი, გარდა - "მიყვახრარ"... განაგრძეთ კითხვა