პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგებაც შეგვძლებია! - გამარჯვება, რომელსაც სავსე "დინამო" მოუხდებოდა და ოქრიაშვილის საქციელი, რომელსაც გამართლება არ აქვს
მოგებაც შეგვძლებია! - გამარჯვება, რომელსაც სავსე "დინამო" მოუხდებოდა და ოქრიაშვილის საქციელი, რომელსაც გამართლება არ აქვს

8 წლის წინ, 21 წლის ვი­ყა­ვი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მიერ ნა­ჩუ­ქა­რი ბი­ლე­თით წა­ვე­დი სტა­დი­ონ­ზე. მა­ში­ნაც ისე­თი გან­წყო­ბით მივ­დი­ო­დი, რო­გორც გუ­შინ და მა­ში­ნაც ისე­თი გან­წყო­ბით დავ­ბრუნ­დი სახ­ლში, რო­გორც გუ­შინ. ბევ­რი ტავ­ტო­ლო­გი­აა, თუმ­ცა გუ­შინ­დე­ლი თა­მა­შიც თით­ქმის ტავ­ტო­ლო­გია იყო 8 წლის წი­ნან­დე­ლი თა­მა­ში­სა. მოკ­ლედ, გუ­შინ შოტ­ლან­დი­ის ნაკ­რებს მო­ვუგთ, თა­ნაც ისე, რომ არა­ვი­თა­რი კი­თხვის ნი­შა­ნი არ დარ­ჩა. ეს არ იყო მო­გე­ბა, რომ­ლის მერე ამ­ბო­ბენ - "გა­უ­ვარ­და". გუ­შინ სტა­დი­ონ­ზე იყო გუნ­დი, რო­მელ­საც არა­ფე­რი გა­ვარ­დნია, ითა­მა­შა და მო­ი­გო. იშ­ვი­ა­თად გვი­ნა­ხავს ისე­თი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი, რო­გო­რიც გუ­შინ იყო. ერთი ხა­ნო­ბა ისიც კი ვი­ფიქ­რე, შოტ­ლან­დი­აც ოკუ­პან­ტი ხომ არაა, ბი­ჭე­ბი რომ ასე თავ­და­დე­ბით ებ­რძვი­ან-მეთ­ქი.

ბევ­რი, ვინც ამის წა­კი­თხვის მერე მე­ტყვის, ერთხელ მო­ი­გეს და გმი­რე­ბად აქ­ცი­ე­თო, შე­იძ­ლე­ბა მარ­თა­ლიც იყოს და შე­საძ­ლოა, ამ მო­გე­ბის მერე (ღმერ­თმა ნუ ქნას) ისევ მო­უ­გე­ბე­ლი სე­რი­ე­ბი და­ი­წყოს, მაგ­რამ ახლა გუ­შინ­დე­ლი­სას ვწერთ ხვა­ლი­სა­ზე ხვალ ვი­ფიქ­როთ.

მო­უხ­დე­ბო­და გუ­შინ­დელ თა­მაშს სავ­სე "დი­ნა­მო", არა­და თვე­ზე ნაკ­ლე­ბია გა­სუ­ლი "ბარ­სა"-"სე­ვი­ლი­ას" მატ­ჩი­დან, რო­მელ­საც იმ­დე­ნი ხალ­ხი და­ეს­წრო, მარ­თლაც ნემ­სი არ ჩა­ვარ­დე­ბო­და ტრი­ბუ­ნა­ზე. ბევ­რი იტყვის, და­დონ შე­დე­გი და ხალ­ხიც მი­ვაო, "ბარ­სას" მესი ჰყავს და მა­გი­ტომ იყო ხალ­ხიო და სხვა... სა­მა­გი­ე­როდ იმ თა­მაშ­ში არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო ჰიმ­ნი და იმ თა­მაშს ქარ­თვე­ლე­ბი არ თა­მა­შობ­დნენ.

გუ­შინ­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან სა­ჭი­რო იყო, გუნდს უკვე გამ­ჯდა­რი ჰქონ­და და­მარ­ცხე­ბუ­ლის ფსი­ქო­ლო­გია და გიბ­რალ­ტარ­თანც კი ლა­მის მე­ო­რე გუნ­დად თა­მა­შობ­და, ნაკ­რე­ბის ბევ­რმა ფეხ­ბურ­თელ­მა სა­ნაკ­რე­ბო მო­გე­ბის გე­მოც კი არ იცო­და და ასეთ მო­თა­მა­შეს რთუ­ლია, რამე მო­თხო­ვო. სწო­რედ ამი­ტომ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი გუ­შინ­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა, თო­რემ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი­სათ­ვის და მით უფრო მსოფ­ლი­ოს 2018 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ზე მო­სახ­ვედ­რდად რომ მხო­ლოდ შოტ­ლან­დი­ას­თან 1-0 გა­მარ­ჯვე­ბა არაა საკ­მა­რი­სი, ყვე­ლას­თვის ცხა­დია.

გუ­შინ, სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მაკ­ვირ­ვა ქარ­თველ­თა მიერ და­ახ­ლო­ე­ბით 5 წუ­თი­ან­მა ბურ­თა­ო­ბამ, რო­დე­საც და­ახ­ლო­ე­ბით მე­ა­თე წუ­თი­დან მე­თხუთ­მე­ტე წუ­თამ­დე 40-მდე პასი გა­ა­კე­თეს და მათი უმე­ტე­სო­ბა მე­ტო­ქის ნა­ხე­ვარ­ზე.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას ცუდ­ზეც და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლის გა­უ­მარ­თლე­ბელ საცქი­ელ­ზე. თორ­ნი­კემ მთე­ლი თა­მა­ში კარ­გად ითა­მა­შა, სული და გული ჩადო და ამას არა­ვინ და­უ­კარ­გავს, თუმ­ცა მა­შინ, როცა მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა მისი შეც­ვლა გა­და­წყვი­ტა, ის რაც თორ­ნი­კემ გა­ა­კე­თა, პრო­ფე­სი­ო­ნალ ფეხ­ბურ­თელს არ ეკად­რე­ბა, ასე­თი საქ­ცი­ე­ლი­სათ­ვის ნაკ­რე­ბი­დან მოკ­ვე­თაც კი გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ცუდი იყო, რომ სტა­დი­ონ­ზე შოტ­ლან­დი­ელ ქო­მაგ­თა დრო­შა უფრო მეტი იყო, ვიდ­რე ქარ­თუ­ლი, ვი­ყოთ რე­ა­ლის­ტე­ბი და ცუდი იყო გულ­შე­მატ­კივ­რო­ბაც, რად­გან მა­ყუ­რე­ბელ­თა ხმა მხო­ლოდ მა­შინ ის­მო­და, როცა მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო მო­ედ­ნა­ზე შევ­დი­ო­დით, თუ მა­ნამ­დე ვინ­მე "სა­ქარ­თვე­ლოს" ყვი­რილს და­ი­წყებ­და, წინ მჯდო­მი ისე­თი სა­ხით შე­ხე­დავ­და, რომ გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის ყო­ველ­გვარ სურ­ვილს და­უ­კარ­გავ­და. მატ­ჩის ბოლო ათი წუ­თის მა­ინ­ძლზე, კი ბა­ტო­ნო, მთე­ლი სტა­დი­ო­ნი ამ­ხნე­ვებ­და გუნდს.

რო­გორც წესი, ყვე­ლა თა­მა­შის მერე მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შეს ასა­ხე­ლე­ბენ, თუმ­ცა მე რომ მკი­თხონ სა­უ­კე­თე­სოდ ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მწვრთნელს, კახა ცხა­და­ძეს და­ვა­სა­ხე­ლებ­დი, რად­გან სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რომ თა­მა­ში გა­მოს­ვლამ­დე არ წა­ვა­გეთ, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რომ დაც­ვა­ში არ ვი­ჯე­ქით, ცხა­და­ძემ შეძ­ლო და გუნდს აზ­რი­ა­ნი ფეხ­ბურ­თი ათა­მა­შა, რა­საც დიდი ხა­ნია ელო­დე­ბა ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

სკო­ლა­ში, ჩემ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა იცო­და ხოლ­მე, მთე­ლი სე­მესტრის მან­ძილ­ზე თუ არ სწავ­ლობ­დი და მხო­ლოდ ბო­ლოს ჩა­ა­ბა­რებ­დი ერთ გაკ­ვე­თილს (რათა სა­მი­ა­ნი მა­ინც და­ე­წე­რა), დინ­ჯი ხმით იტყო­და - ჰმ, სად იყა­ვი აქამ­დე?! შეგ­ძლე­ბია!

შეგვძლე­ბია!!!

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

მოგებაც შეგვძლებია! - გამარჯვება, რომელსაც სავსე "დინამო" მოუხდებოდა და ოქრიაშვილის საქციელი, რომელსაც გამართლება არ აქვს

მოგებაც შეგვძლებია! - გამარჯვება, რომელსაც სავსე "დინამო" მოუხდებოდა და ოქრიაშვილის საქციელი, რომელსაც გამართლება არ აქვს

8 წლის წინ, 21 წლის ვიყავი. უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ ნაჩუქარი ბილეთით წავედი სტადიონზე. მაშინაც ისეთი განწყობით მივდიოდი, როგორც გუშინ და მაშინაც ისეთი განწყობით დავბრუნდი სახლში, როგორც გუშინ. ბევრი ტავტოლოგიაა, თუმცა გუშინდელი თამაშიც თითქმის ტავტოლოგია იყო 8 წლის წინანდელი თამაშისა. მოკლედ, გუშინ შოტლანდიის ნაკრებს მოვუგთ, თანაც ისე, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩა. ეს არ იყო მოგება, რომლის მერე ამბობენ - "გაუვარდა". გუშინ სტადიონზე იყო გუნდი, რომელსაც არაფერი გავარდნია, ითამაშა და მოიგო. იშვიათად გვინახავს ისეთი მოტივირებული საქართველოს ნაკრები, როგორიც გუშინ იყო. ერთი ხანობა ისიც კი ვიფიქრე, შოტლანდიაც ოკუპანტი ხომ არაა, ბიჭები რომ ასე თავდადებით ებრძვიან-მეთქი.

ბევრი, ვინც ამის წაკითხვის მერე მეტყვის, ერთხელ მოიგეს და გმირებად აქციეთო, შეიძლება მართალიც იყოს და შესაძლოა, ამ მოგების მერე (ღმერთმა ნუ ქნას) ისევ მოუგებელი სერიები დაიწყოს, მაგრამ ახლა გუშინდელისას ვწერთ ხვალისაზე ხვალ ვიფიქროთ.

მოუხდებოდა გუშინდელ თამაშს სავსე "დინამო", არადა თვეზე ნაკლებია გასული "ბარსა"-"სევილიას" მატჩიდან, რომელსაც იმდენი ხალხი დაესწრო, მართლაც ნემსი არ ჩავარდებოდა ტრიბუნაზე. ბევრი იტყვის, დადონ შედეგი და ხალხიც მივაო, "ბარსას" მესი ჰყავს და მაგიტომ იყო ხალხიო და სხვა... სამაგიეროდ იმ თამაშში არ ყოფილა საქართველო ჰიმნი და იმ თამაშს ქართველები არ თამაშობდნენ.

გუშინდელი გამარჯვება ძალიან საჭირო იყო, გუნდს უკვე გამჯდარი ჰქონდა დამარცხებულის ფსიქოლოგია და გიბრალტართანც კი ლამის მეორე გუნდად თამაშობდა, ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა სანაკრებო მოგების გემოც კი არ იცოდა და ასეთ მოთამაშეს რთულია, რამე მოთხოვო. სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი გუშინდელი გამარჯვება, თორემ პირველი ადგილისათვის და მით უფრო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონაზე მოსახვედრდად რომ მხოლოდ შოტლანდიასთან 1-0 გამარჯვება არაა საკმარისი, ყველასთვის ცხადია.

გუშინ, სასიამოვნოდ გამაკვირვა ქართველთა მიერ დაახლოებით 5 წუთიანმა ბურთაობამ, როდესაც დაახლოებით მეათე წუთიდან მეთხუთმეტე წუთამდე 40-მდე პასი გააკეთეს და მათი უმეტესობა მეტოქის ნახევარზე.

აუცილებლად უნდა ითქვას ცუდზეც და უპირველეს ყოვლისა თორნიკე ოქრიაშვილის გაუმართლებელ საცქიელზე. თორნიკემ მთელი თამაში კარგად ითამაშა, სული და გული ჩადო და ამას არავინ დაუკარგავს, თუმცა მაშინ, როცა მთავარმა მწვრთნელმა მისი შეცვლა გადაწყვიტა, ის რაც თორნიკემ გააკეთა, პროფესიონალ ფეხბურთელს არ ეკადრება, ასეთი საქციელისათვის ნაკრებიდან მოკვეთაც კი გამართლებული იქნება. ცუდი იყო, რომ სტადიონზე შოტლანდიელ ქომაგთა დროშა უფრო მეტი იყო, ვიდრე ქართული, ვიყოთ რეალისტები და ცუდი იყო გულშემატკივრობაც, რადგან მაყურებელთა ხმა მხოლოდ მაშინ ისმოდა, როცა მეტოქის საჯარიმო მოედნაზე შევდიოდით, თუ მანამდე ვინმე "საქართველოს" ყვირილს დაიწყებდა, წინ მჯდომი ისეთი სახით შეხედავდა, რომ გულშემატკივრობის ყოველგვარ სურვილს დაუკარგავდა. მატჩის ბოლო ათი წუთის მაინძლზე, კი ბატონო, მთელი სტადიონი ამხნევებდა გუნდს.

როგორც წესი, ყველა თამაშის მერე მატჩის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებენ, თუმცა მე რომ მკითხონ საუკეთესოდ ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, კახა ცხადაძეს დავასახელებდი, რადგან სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ თამაში გამოსვლამდე არ წავაგეთ, მისი დამსახურება იყო, რომ დაცვაში არ ვიჯექით, ცხადაძემ შეძლო და გუნდს აზრიანი ფეხბურთი ათამაშა, რასაც დიდი ხანია ელოდება ქართველი გულშემატკივარი.

სკოლაში, ჩემმა მასწავლებელმა იცოდა ხოლმე, მთელი სემესტრის მანძილზე თუ არ სწავლობდი და მხოლოდ ბოლოს ჩააბარებდი ერთ გაკვეთილს (რათა სამიანი მაინც დაეწერა), დინჯი ხმით იტყოდა - ჰმ, სად იყავი აქამდე?! შეგძლებია!

შეგვძლებია!!!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია