"ფეისბუქზე" ვნებათაღელვა მოჰყვა ინტერნეტმომხმარებელ ანა დაშნიანის მიერ გავრცელებულ ფოტოს, რომელიც, ავტორის თქმით, საბურთალოს სასაფლაოზეა გადაღებული. ის ვარაუდს გამთქვამს, რომ ფოტოზე გამოსახულ გოგონას ჯადოს უკეთებენ.
"მეგობრებო, ხომ არ გეცნობათ შემთხვებით ეს გოგო? სასაფლაოზე მარხავს ვიღაცა ამ გოგოს სურათებს და პურისგან გაკეთებულ ადამიანს, რომელსაც მგონი ბავშვი უჭირავს ხელში. მესაფლავემ იპოვა უამრავ ადგილას", - წერს ანა.