პოლიტიკა
სამხედრო

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი ოდესაში, მერაბიშვილი ციხეშია და ვისაც ნებავს უნიღბოდ, ერთი-ერთზე მეჩხუბოს" - სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც 2008-ში გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ
"სააკაშვილი ოდესაში, მერაბიშვილი ციხეშია და ვისაც ნებავს უნიღბოდ, ერთი-ერთზე მეჩხუბოს" - სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც 2008-ში გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ხმა მას მის­ცენ, ვი­საც სა­უ­კე­თე­სო პროგ­რა­მა ექ­ნე­ბა!" - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერთ-ერთი კან­დი­და­ტი, მა­მუ­კა კვა­რა­ცხე­ლია იმ გუნ­დებ­ზე, რო­მელ­თაც მხო­ლოდ ახლა გა­და­წყვი­ტეს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნა. ეს თემა დღის წეს­რიგ­ში თა­ვად მან და­ა­ყე­ნა, როცა გა­სულ კვი­რას პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ გარ­კვე­ულ ხარ­ვე­ზებ­ზე. მისი კონ­კუ­რენ­ტე­ბი, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი და რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფა­ვო­რი­ტე­ბად ით­ვლე­ბი­ან, თუმ­ცა კვა­რა­ცხე­ლია არ მი­იჩ­ნევს, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და მო­ი­თხოვს, რომ წევ­რებ­მა მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი პროგ­რა­მებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლონ. კვა­რა­ცხე­ლია უკვე წლე­ბია, "დი­ნა­მოს" არე­ნის მე­დი­ა­ხელ­მძღვა­ნე­ლი და UEFA-ს მე­დი­ა­ო­ფი­ცე­რია. მან პრე­ზი­დენ­ტო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში 2008 წელ­საც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა ეს სურ­ვი­ლი სა­ვა­ლა­ლო აღ­მოჩ­ნდა - იგი გა­ი­ტა­ცეს და ფი­ზი­კუ­რად სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ...

- წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ გა­ი­მარ­ჯვეთ. თქვე­ნი ხედ­ვით, რა სუ­რა­თი დაგ­ხვდე­ბათ?

- მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რა­სე ად­გილ­ზე მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი, ევ­რო­პის სარ­ბი­ელ­ზე შერ­ცხვე­ნი­ლი კლუ­ბე­ბი, სკან­და­ლუ­რი სამ­სა­ჯო თემი, უმა­ყუ­რებ­ლო ტრი­ბუ­ნე­ბი, გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი ბავ­შვთა ფეხ­ბურ­თი - აი, ეს სუ­რა­თი დამ­ხვდე­ბა...

- პირ­ველ რიგ­ში, რო­მელ პრობ­ლე­მას შე­ე­ჭი­დე­ბით?

- ყვე­ლა პრობ­ლე­მას უნდა შე­ვე­ჭი­დოთ, რად­გან დრო არ გვაქვს!

- ამ­ბობთ, რომ ფეხ­ბურთს ბიზ­ნე­სად გა­და­აქ­ცევთ და პირ­ველ 6 თვე­ში 10 ინ­ვეს­ტო­რი გე­ყო­ლე­ბათ, რაც საკ­მა­ოდ გა­ბე­დუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა. ამას რო­გორ აპი­რებთ? ამას რის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ბობთ, რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი გაქვთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში?

- ჩემი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით ფეხ­ბურ­თი ბიზ­ნე­სად გარ­და­იქ­მნე­ბა. ბიზ­ნეს­მე­ნი თუ არ და­ა­ინ­ტე­რე­სე, რა­ტომ უნდა ჩა­დოს ფული ფეხ­ბურთში? აი­ღეთ რუ­სე­თის, თურ­ქე­თის და სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი! ქარ­თუ­ლი ან­და­ზაა - თაფ­ლი იყოს და ბუზი ბაღ­და­დი­და­ნაც მო­ვაო. ფხა­კა­ძე­ე­ბი ფეხ­ბურთში ძა­ლით მი­იყ­ვა­ნეს, წა­ვი­და მიშა და მათ ფეხ­ბურ­თი მა­შინ­ვე და­ტო­ვეს. ბიზ­ნეს­მე­ნი ისე უნდა და­ა­ინ­ტე­რე­სო, რომ თა­ვად გთხო­ვოს ფუ­ლის ჩა­დე­ბა. ეს ჩემი სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მაა და ამას მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ვამ­ხელ. ძა­ლი­ან მალე მოვა დრო და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი აქეთ მის­ცემს ფულს სა­ხელ­მწი­ფოს!

- ამ­ბობთ, რომ თქვე­ნი პროგ­რა­მა სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა. რო­დის აპი­რებთ მის წარ­დგე­ნას და რა ხდის მას სა­უ­კე­თე­სოს?

- პროგ­რა­მის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის გაც­ნო­ბას კლუ­ბე­ბის, ფე­დე­რა­ცი­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის 5 სექ­ტემ­ბერს ვა­პი­რებ, ხოლო სრუ­ლად პროგ­რა­მას მას შემ­დეგ გა­ვაც­ნობ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია სრულ ფი­ნან­სურ ან­გა­რიშს მო­მაწ­ვდის. ჩემი წე­რი­ლო­ბი­თი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­დე­ვად, ფე­დე­რა­ცია ამას უკვე ერთი კვი­რაა, არ აკე­თებს. სა­უ­კე­თე­სო კი ჩემი პროგ­რა­მა იმი­ტომ იქ­ნე­ბა, რომ მე ჩემს კონ­კუ­რენ­ტებ­ზე მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს და ჯერ კი­დევ მა­შინ ვფიქ­რობ­დი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, როცა არ­ვე­ლა­ძეც და კო­ბი­აშ­ვი­ლიც ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ და სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში და­დი­ოდ­ნენ.

- სხვა კან­დი­და­ტე­ბის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბათ?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამა­ზე ფიქ­რიც არ მინ­და! თუ იგი­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დარ­ჩა ფეხ­ბურთში, მას მო­მა­ვა­ლი აღარ აქვს; ხოლო თუ კო­ბი­აშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა - იმე­დი მაქვს, წარ­მა­ტე­ბულ რე­ფორ­მებს გა­ა­ტა­რებს, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო ჩემი კან­დი­და­ტუ­რაა.

- რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს, რათა კან­დი­და­ტე­ბი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში იყ­ვნენ. თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, ხართ თუ არა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში მათ­თან?

- რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს 17 სექ­ტემ­ბრის მერე, მა­შინ, როცა ორი კვი­რა რჩე­ბა ყრი­ლო­ბამ­დე და ყვე­ლა­ფე­რი უკვე და­წყო­ბი­ლი უნდა ჰქონ­დეს! ამის თქმა არ ეკად­რე­ბა ბა­ტონ რე­ზოს - რა აზრი აქვს ბოლო ორ კვი­რას, თუკი მა­ნამ­დე ყვე­ლა საქ­მე და­წყო­ბი­ლია? მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლიც ეგრე "გა­დად­გა" პრე­ზი­დენ­ტო­ბი­დან და მა­ინც ფაქ­ტობ­რი­ვი პრე­ზი­დენ­ტი იყო! სა­ქარ­თვე­ლოა და ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცის.

- ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის მთა­ვარ ბერ­კე­ტად კა­ლა­ძის მხარ­და­ჭე­რას თვლი­ან. თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა იქო­ნი­ოს გავ­ლე­ნა მათ­მა მე­გობ­რო­ბამ არ­ჩევ­ნებ­ზე?

- ეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა უნდა გა­მო­იკ­ვლი­ოთ. ჩემი მხრივ კი კა­ტე­გო­რი­უ­ლი ვარ - სა­ხელ­მწი­ფოს არა­ვი­თა­რი ჩა­რე­ვა არ­ჩევ­ნებ­ში!

- რე­გი­ო­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბი დე­ლე­გა­ტე­ბად თბი­ლი­სე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ირ­ჩე­ვენ. ამა­ზე რას იტყვით? შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ეს გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდეს შე­დე­გე­ბის­თვის?

- ამა­ზე მე გა­ვა­მახ­ვი­ლე ყუ­რა­დღე­ბა. შე­ვარ­ცხვი­ნე ის რე­გი­ო­ნი, სა­დაც ყრი­ლო­ბა­ზე წარ­სად­გე­ნად ად­გი­ლობ­რი­ვი კაცი ვერ მო­ძებ­ნეს და თბი­ლი­სე­ლი აირ­ჩი­ეს! გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის­თვის ქარ­თვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის­ყო­ფა, ვაჟ­კა­ცო­ბა და მზა­ო­ბა იქ­ნე­ბა.

- გუ­რი­ა­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებთ? ვგუ­ლის­ხმობ სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლის დას­წრე­ბას ფე­დე­რა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შეკ­რე­ბა­ზე...

- სამ­წუ­ხა­როდ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ის­ტო­რი­უ­ლად გუ­რუ­ლი კაცი მტერს არას­დროს ეპუ­ე­ბო­და, გუ­რულ­მა ცხე­ნოს­ნებ­მა ამე­რი­კა გა­და­რი­ეს და ა.შ., ფეხ­ბურთში გუ­რუ­ლებს თავს ლაფი და­ას­ხეს. ზო­გი­ერ­თებ­მა მათი აზრი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ამ დღემ­დე მიმყვა­ნი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მო­ინ­დო­მეს! ამი­ტომ, სუ­ლაც არ მიკ­ვირს გუ­რუ­ლე­ბის ასე­თი რე­აქ­ცია. ერთს ვთხოვ - კა­ნონს არ გა­და­ვიდ­ნენ და წეს­დე­ბით შე­ებ­რძო­ლონ უსა­მარ­თლო­ბას, რად­გან წეს­დე­ბა­ში წე­რია გა­მო­სა­ვა­ლი.

- 2008 წლის მოვ­ლე­ნებ­საც უნდა შე­ვე­ხოთ. როცა კან­დი­და­ტი იყა­ვით, თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. დღეს გა­მო­რი­ცხავთ, რომ იმა­ვე ძა­ლებ­მა ისევ თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ, ამ ფორ­მით თუ არა, სხვა ფორ­მით მა­ინც იმოქ­მე­დონ?

- სა­ა­კაშ­ვი­ლი და ადე­იშ­ვი­ლი ოდე­სა­ში არი­ან, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცი­ხე­შია და ვი­საც ნე­ბავს, უნიღ­ბოდ, კა­ცუ­რად, ერთი-ერ­თზე მე­ჩხუ­ბოს. ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის გუ­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მი­ტა­ნია და ახ­ლაც მზად ვარ!

ეკა აბა­ში­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"სააკაშვილი ოდესაში, მერაბიშვილი ციხეშია და ვისაც ნებავს უნიღბოდ, ერთი-ერთზე მეჩხუბოს" - სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც 2008-ში გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

"სააკაშვილი ოდესაში, მერაბიშვილი ციხეშია და ვისაც ნებავს უნიღბოდ, ერთი-ერთზე მეჩხუბოს" - სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც 2008-ში გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ხმა მას მისცენ, ვისაც საუკეთესო პროგრამა ექნება!" - ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, მამუკა კვარაცხელია იმ გუნდებზე, რომელთაც მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს ფეხბურთის ფედერაციის წევრობაზე განცხადების შეტანა. ეს თემა დღის წესრიგში თავად მან დააყენა, როცა გასულ კვირას პრესკონფერენცია გამართა არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ გარკვეულ ხარვეზებზე. მისი კონკურენტები, ლევან კობიაშვილი და რევაზ არველაძე საზოგადოებაში ფავორიტებად ითვლებიან, თუმცა კვარაცხელია არ მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში მიმდინარეობს და მოითხოვს, რომ წევრებმა მთავარი აქცენტი პროგრამებზე გაამახვილონ. კვარაცხელია უკვე წლებია, "დინამოს" არენის მედიახელმძღვანელი და UEFA-ს მედიაოფიცერია. მან პრეზიდენტობის არჩევნებში 2008 წელსაც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ეს სურვილი სავალალო აღმოჩნდა - იგი გაიტაცეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ...

- წარმოვიდგინოთ, რომ გაიმარჯვეთ. თქვენი ხედვით, რა სურათი დაგხვდებათ?

- მსოფლიოში მეორასე ადგილზე მყოფი საქართველოს ნაკრები, ევროპის სარბიელზე შერცხვენილი კლუბები, სკანდალური სამსაჯო თემი, უმაყურებლო ტრიბუნები, გასაცოდავებული ბავშვთა ფეხბურთი - აი, ეს სურათი დამხვდება...

- პირველ რიგში, რომელ პრობლემას შეეჭიდებით?

- ყველა პრობლემას უნდა შევეჭიდოთ, რადგან დრო არ გვაქვს!

- ამბობთ, რომ ფეხბურთს ბიზნესად გადააქცევთ და პირველ 6 თვეში 10 ინვესტორი გეყოლებათ, რაც საკმაოდ გაბედული განცხადებაა. ამას როგორ აპირებთ? ამას რის საფუძველზე ამბობთ, რაიმე კონკრეტული გაქვთ მხედველობაში?

- ჩემი პროგრამის მიხედვით ფეხბურთი ბიზნესად გარდაიქმნება. ბიზნესმენი თუ არ დააინტერესე, რატომ უნდა ჩადოს ფული ფეხბურთში? აიღეთ რუსეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მაგალითები! ქართული ანდაზაა - თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდანაც მოვაო. ფხაკაძეები ფეხბურთში ძალით მიიყვანეს, წავიდა მიშა და მათ ფეხბურთი მაშინვე დატოვეს. ბიზნესმენი ისე უნდა დააინტერესო, რომ თავად გთხოვოს ფულის ჩადება. ეს ჩემი სტრატეგიულ გეგმაა და ამას მხოლოდ პრეზიდენტობის შემთხვევაში გავამხელ. ძალიან მალე მოვა დრო და ქართული ფეხბურთი აქეთ მისცემს ფულს სახელმწიფოს!

- ამბობთ, რომ თქვენი პროგრამა საუკეთესო იქნება. როდის აპირებთ მის წარდგენას და რა ხდის მას საუკეთესოს?

- პროგრამის ძირითადი ნაწილის გაცნობას კლუბების, ფედერაციებისა და ჟურნალისტებისთვის 5 სექტემბერს ვაპირებ, ხოლო სრულად პროგრამას მას შემდეგ გავაცნობ დაინტერესებულ პირებს, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულ ფინანსურ ანგარიშს მომაწვდის. ჩემი წერილობითი მოთხოვნის მიუხედევად, ფედერაცია ამას უკვე ერთი კვირაა, არ აკეთებს. საუკეთესო კი ჩემი პროგრამა იმიტომ იქნება, რომ მე ჩემს კონკურენტებზე მეტი გამოცდილება მაქვს და ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი ქართული ფეხბურთის კეთილდღეობაზე, როცა არველაძეც და კობიაშვილიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ და საფეხბურთო სკოლაში დადიოდნენ.

- სხვა კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ქართული ფეხბურთის მომავალი როგორ გესახებათ?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე ფიქრიც არ მინდა! თუ იგივე ხელმძღვანელობა დარჩა ფეხბურთში, მას მომავალი აღარ აქვს; ხოლო თუ კობიაშვილმა გაიმარჯვა - იმედი მაქვს, წარმატებულ რეფორმებს გაატარებს, მაგრამ მე ვფიქრობ, საუკეთესო ჩემი კანდიდატურაა.

- რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა კანდიდატები თანაბარ პირობებში იყვნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ხართ თუ არა თანაბარ პირობებში მათთან?

- რევაზ არველაძე თანამდებობას ტოვებს 17 სექტემბრის მერე, მაშინ, როცა ორი კვირა რჩება ყრილობამდე და ყველაფერი უკვე დაწყობილი უნდა ჰქონდეს! ამის თქმა არ ეკადრება ბატონ რეზოს - რა აზრი აქვს ბოლო ორ კვირას, თუკი მანამდე ყველა საქმე დაწყობილია? მიშა სააკაშვილიც ეგრე "გადადგა" პრეზიდენტობიდან და მაინც ფაქტობრივი პრეზიდენტი იყო! საქართველოა და ყველამ ყველაფერი კარგად იცის.

- ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ლევან კობიაშვილია. საზოგადოებაში მის მთავარ ბერკეტად კალაძის მხარდაჭერას თვლიან. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება იქონიოს გავლენა მათმა მეგობრობამ არჩევნებზე?

- ეგ ჟურნალისტებმა უნდა გამოიკვლიოთ. ჩემი მხრივ კი კატეგორიული ვარ - სახელმწიფოს არავითარი ჩარევა არჩევნებში!

- რეგიონული ფედერაციები დელეგატებად თბილისელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დასაქმებულ ადამიანებს ირჩევენ. ამაზე რას იტყვით? შეიძლება თუ არა, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდეს შედეგებისთვის?

- ამაზე მე გავამახვილე ყურადღება. შევარცხვინე ის რეგიონი, სადაც ყრილობაზე წარსადგენად ადგილობრივი კაცი ვერ მოძებნეს და თბილისელი აირჩიეს! გადამწყვეტი არჩევნების შედეგებისთვის ქართველი საფეხბურთო საზოგადოების ნებისყოფა, ვაჟკაცობა და მზაობა იქნება.

- გურიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ? ვგულისხმობ სუს-ის თანამშრომლის დასწრებას ფედერაციის თანამშრომლების შეკრებაზე...

- სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ ისტორიულად გურული კაცი მტერს არასდროს ეპუებოდა, გურულმა ცხენოსნებმა ამერიკა გადარიეს და ა.შ., ფეხბურთში გურულებს თავს ლაფი დაასხეს. ზოგიერთებმა მათი აზრი არ გაითვალისწინეს და ქართული ფეხბურთის ამ დღემდე მიმყვანი ხალხის მხარდაჭერა ერთპიროვნულად მოინდომეს! ამიტომ, სულაც არ მიკვირს გურულების ასეთი რეაქცია. ერთს ვთხოვ - კანონს არ გადავიდნენ და წესდებით შეებრძოლონ უსამართლობას, რადგან წესდებაში წერია გამოსავალი.

- 2008 წლის მოვლენებსაც უნდა შევეხოთ. როცა კანდიდატი იყავით, თქვენ წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა. დღეს გამორიცხავთ, რომ იმავე ძალებმა ისევ თქვენ წინააღმდეგ, ამ ფორმით თუ არა, სხვა ფორმით მაინც იმოქმედონ?

- სააკაშვილი და ადეიშვილი ოდესაში არიან, მერაბიშვილი ციხეშია და ვისაც ნებავს, უნიღბოდ, კაცურად, ერთი-ერთზე მეჩხუბოს. ქართული ფეხბურთის გულისთვის ყველაფერი გადამიტანია და ახლაც მზად ვარ!

ეკა აბაშიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია