პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი კომენტარი ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი კომენტარი ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" დი­რექ­ტო­რის მრჩევ­ლის, ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე ეკა მიშ­ვე­ლა­ძის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა მის ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ბასა ჯა­ნი­კაშ­ვილ­მა დღეს სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინნ"-ში, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მან უპა­სუ­ხა ეკა მიშ­ვე­ლა­ძის შე­კი­თხვას, თუ რა­ტომ და­ი­ხუ­რა მისი გა­და­ცე­მა.

"ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, გი­ლო­ცავთ გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას, თუმ­ცა მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მა­უ­წყებ­ლის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, ჟურ­ნა­ლის­ტმა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის მე­უღ­ლეა, უხერ­ხუ­ლია, წა­იყ­ვა­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა", - გა­ნა­ცხა­და ბასა ჯა­ნი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, არის ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის მე­უღ­ლეს მი­ყავ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა, რა­ზეც ეკა მიშ­ვე­ლა­ძემ ბასა ჯა­ნი­კაშ­ვილს უთხრა, რომ მა­უ­წყებ­ლის კო­დექსს ის ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს, თუმ­ცა მსგავ­სი რამ იქ არ წე­რია. ამის შემ­დეგ ჯა­ნი­კაშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა­ზე წა­ი­კი­თხა ამო­ნა­რი­დი მა­უ­წყებ­ლის კო­დექ­სი­დან - "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი არ აუნ­და აშუ­ქებ­დეს მისი ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახლო ნა­თე­სა­ვებს".

"გა­თხო­ვე­ბა თუ უხერ­ხუ­ლო­ბა იყო, არ ვი­ცო­დი", - გა­ნა­ცხა­და ეკა მიშ­ვე­ლა­ძემ, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთ ლი­დერს, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს გაყ­ვა ცო­ლად.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი კომენტარი ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი კომენტარი ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მრჩევლის, ბასა ჯანიკაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის დახურვა მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდება. ამის შესახებ ბასა ჯანიკაშვილმა დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან უპასუხა ეკა მიშველაძის შეკითხვას, თუ რატომ დაიხურა მისი გადაცემა.

"ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა", - განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, არის ინტერესთა კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მეუღლეს მიყავდეს პოლიტიკური გადაცემა, რაზეც ეკა მიშველაძემ ბასა ჯანიკაშვილს უთხრა, რომ მაუწყებლის კოდექსს ის ძალიან კარგად იცნობს, თუმცა მსგავსი რამ იქ არ წერია. ამის შემდეგ ჯანიკაშვილმა შეხვედრაზე წაიკითხა ამონარიდი მაუწყებლის კოდექსიდან - "საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი არ აუნდა აშუქებდეს მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს".

"გათხოვება თუ უხერხულობა იყო, არ ვიცოდი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პეტრიაშვილს გაყვა ცოლად.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია