პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"20-30 წელიწადში ქართული ღვინო ისეთივე მოთხოვნადი იქნება მსოფლიოში, როგორიც ფრანგული ან ესპანური"
"20-30 წელიწადში ქართული ღვინო ისეთივე მოთხოვნადი იქნება მსოფლიოში, როგორიც ფრანგული ან ესპანური"

"პა­ლიტ­რა TV"-ს ბიზ­ნეს PRESS" -ის ახა­ლი სე­ზო­ნის პირ­ველ­მა გა­და­ცე­მამ "თე­ლი­ა­ნი ვე­ლის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, შოთა ხო­ბე­ლი­ას უმას­პინ­ძლა.

ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი გა­და­ცე­მის ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ი­დან შე­ი­ტყობს იმის შე­სა­ხებ, თუ რა არის ჩვე­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი, რამ­დენ წელ­ში იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ქარ­თულ ღვი­ნო­ზე დიდი მო­თხოვ­ნა და რო­მე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო უყ­ვართ ქარ­თველ მეღ­ვი­ნე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით.

- "თე­ლი­ა­ნი ველს" ისე­ვე, რო­გორც ზო­გა­დად ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ტრა­დი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ღრმა ფეს­ვე­ბი აქვს. მახ­სოვს პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ამ კომ­პა­ნი­ას ად­გი­ლობ­რივ ი ბაზ­რის და­ახ­ლო­ე­ბით, 50 % ეჭი­რა. ბაზ­რის რა პრო­ცენ­ტი უკა­ვია თქვენს კომ­პა­ნი­ას ახლა?

- ბოლო კვლე­ვე­ბით ჩვენ ბაზ­რის 39-40 % კვლა­ვაც გვჭი­რავს, ოღონდ ეს არის ბოთ­ლის ღვი­ნის გა­ყიდ­ვე­ბი. რად­გან, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ჩა­მო­სას­ხმე­ლი ღვი­ნის გა­ყიდ­ვის ტრა­დი­ცია, სა­დაც ჩვენ არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ რო­გორც მო­თა­მა­შე, რად­გან არ გვაქვს ჩა­მო­სას­ხმე­ლი ღვი­ნო. ბოთ­ლში ჩა­მოს­ხმუ­ლი ღვი­ნის ბაზ­რის წი­ლის 40% დღე­საც გვი­კა­ვია. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გა­მოჩ­ნდა უამ­რა­ვი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რებს, ეს არ არის ცუდი შე­დე­გი. შე­სა­ბა­მი­სად, ბა­ზარ­მა გა­და­ნა­წი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. მაგ­რამ "თე­ლი­ა­ნი" კვლა­ვაც ლი­დე­რია ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე და იმე­დი გვაქვს, რომ ამ ტენ­დენ­ცი­ას ჩვენ კი­დევ წლე­ბი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ.

-ამ ბა­ზარ­ზე "თე­ლი­ა­ნი ველი" ერთ-ერთი ძვე­ლი მო­თა­მა­შეა. თუმ­ცა, მისი ფეს­ვე­ბი კი­დევ უფრო ღრმად მი­დის და მე-18 სა­უ­კუ­ნი­დან იღებს სა­თა­ვეს მა­შინ, რო­დე­საც თე­ლი­ა­ნი ვე­ლის ქარ­ხა­ნა არ­სე­ბობ­და. რო­გორ იქ­მნე­ბო­და თე­ლი­ა­ნი ველი?

-"თე­ლი­ა­ნი ველი" - ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბით 1956 წელს გა­მოჩ­ნდა. ეს იყო ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტურ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­კეთ­და და რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლი იყო ფრან­გუ­ლი ყუ­რძნის "კა­ბერ­ნეს" გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე. რად­გან მა­შინ იშ­ვი­ა­თი იყო ფრან­გუ­ლი ჯი­შე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც. თე­ლი­ა­ნის ველ­ზე მო­ყავ­დათ, ძი­რი­თა­დად, კა­ბერ­ნე სო­ვე­ნი­ო­ნის ტი­პის ყუ­რძე­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, "თე­ლი­ა­ნი ველი" ამუ­შა­ვებ­და კა­ბერ­ნე სო­ვე­ნი­ონს და ზუს­ტად ამი­ტომ შე­იქ­მნა თე­ლი­ა­ნი, რო­გორც ად­გილ­წარ­მო­შო­ბის ღვი­ნო, მას ერ­ქვა თე­ლი­ა­ნი და იგი მზად­დე­ბო­და კა­ბერ­ნე სო­ვი­ნი­ო­ნი­სა­გან. რაც შე­ე­ხე­ბა ად­რინ­დელ პე­რი­ოდს, ეს არ იყო თე­ლი­ა­ნი, ეს იყო ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა: მათ უნ­დო­დათ ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა და ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ფრან­გი მეღ­ვი­ნე, რომ­ლის გვა­რიც იყო მო­სა­ნო. მან პირ­ვე­ლად გა­ა­შე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრან­გუ­ლი ჯი­შე­ბი. ამ ჯი­შე­ბი­დან და­ი­წყო ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა და ეს პირ­ვე­ლი ფრან­გუ­ლი ჯი­შე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნო გა­ვი­და ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე, და­ი­წყო კონ­კუ­რენ­ცია საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში და ძვე­ლი სამ­ყა­როს სხვა ქვეყ­ნებ­ში ნა­წარ­მო­ებ ღვი­ნო­ებ­თან.

-თქვენს საქ­მი­ან ბი­ოგ­რა­ფი­ას გა­და­ვავ­ლე თვა­ლი და ვნა­ხე, რომ "თე­ლი­ა­ნი ველს" შე­მო­უ­ერ­თდით იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ას გარ­კვე­უ­ლი კრი­ზი­სი ჰქონ­და და და­ეხ­მა­რეთ კომ­პა­ნი­ას კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლა­ში.

- რო­დე­საც კომ­პა­ნი­ა­ში მო­ვე­დი, ის მცი­რე ზო­მის იყო. ეს იყო 2008 წელი. კომ­პა­ნია წარ­მო­ად­გენ­და მხო­ლოდ სა­წარ­მოს. ეს იყო ღვი­ნის სა­წარ­მო, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებ­და ღვი­ნოს და ყიდ­და რამ­დე­ნი­მე ბა­ზარ­ზე. ძი­რა­თად ეს იყო ად­გი­ლობ­რი­ვი ბა­ზა­რი და უკ­რა­ი­ნა. მფლო­ბე­ლებ­მა იმ პე­რი­ო­დი­სათ­ვის მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ კომ­პა­ნია უნდა გამ­ხდა­რი­ყო ჯგუ­ფი, რო­მელ­საც თა­ვი­სი სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ე­ბი ექ­ნე­ბო­და. სწო­რედ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პი­ლო­ტუ­რი პრო­ექ­ტი იყო სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ის გახ­სნა უკ­რა­ი­ნა­ში, რის­თვი­საც ჩემი წინა გა­მოც­დი­ლე­ბი­დან და გა­ნათ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მთხო­ვეს, გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ამ კომ­პა­ნი­ა­ში. წა­ვე­დი უკ­რა­ი­ნა­ში და გა­ვა­კე­თე თე­ლი­ა­ნის შვი­ლო­ბი­ლი სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია. პირ­ველ წე­ლი­წადს, თუ არ ვცდე­ბი, სულ 90 ათა­სი ბოთ­ლი გავ­ყი­დეთ, 2014 წელი კი მი­ლი­ონ 250 ათა­სი ბოთ­ლით დავ­ხუ­რეთ.

- უც­ნა­უ­რია, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ღვი­ნის ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე იყო ორი­ნე­ტი­რე­ბუ­ლი და სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ის დიდი წილი რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე გა­დი­ო­და, თქვენ პრინ­ცი­პუ­ლად თქვით უარი რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე და მხო­ლოდ მცი­რე წილი გა­ი­ტა­ნეთ თქვენ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის. რა­ტომ თქვით უარი რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე თა­ვი­დან­ვე?

- ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, ეს იყო ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მაგ­რამ იყო გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც იმი­ტომ, რომ ჩემი წინა სა­მუ­შაო ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის კომ­პა­ნია "ჯი­ვი­ე­სი" იყო, რო­მელ­შიც მე ზუს­ტად იმ წლებ­ში ვმუ­შა­ობ­დი, როცა რუ­სე­თის ბა­ზა­რი და­ი­ხუ­რა და შე­სა­ბა­მი­სად, ამან ძა­ლი­ან დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა მა­შინ იმ კომ­პა­ნი­ას. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ რუ­სე­თის ბა­ზა­რი ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ამ ბა­ზარ­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი რის­კე­ბის გარ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი რის­კე­ბიც არ­სე­ბობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"20-30 წელიწადში ქართული ღვინო ისეთივე მოთხოვნადი იქნება მსოფლიოში, როგორიც ფრანგული ან ესპანური"

"20-30 წელიწადში ქართული ღვინო ისეთივე მოთხოვნადი იქნება მსოფლიოში, როგორიც ფრანგული ან ესპანური"

"პალიტრა TV"-ს ბიზნეს PRESS" -ის ახალი სეზონის პირველმა გადაცემამ "თელიანი ველის" გენერალურ დირექტორს, შოთა ხობელიას უმასპინძლა.

ჩვენი მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს იმის შესახებ, თუ რა არის ჩვენი გენეტიკური კოდი, რამდენ წელში იქნება მსოფლიო ბაზარზე ქართულ ღვინოზე დიდი მოთხოვნა და რომელი სადღეგრძელო უყვართ ქართველ მეღვინეებს განსაკუთრებით.

- "თელიანი ველს" ისევე, როგორც ზოგადად ღვინის წარმოების ტრადიციას საქართველოში საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. მახსოვს პერიოდი, როდესაც ამ კომპანიას ადგილობრივ ი ბაზრის დაახლოებით, 50 % ეჭირა. ბაზრის რა პროცენტი უკავია თქვენს კომპანიას ახლა?

- ბოლო კვლევებით ჩვენ ბაზრის 39-40 % კვლავაც გვჭირავს, ოღონდ ეს არის ბოთლის ღვინის გაყიდვები. რადგან, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არის ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვის ტრადიცია, სადაც ჩვენ არ ვმონაწილეობთ როგორც მოთამაშე, რადგან არ გვაქვს ჩამოსასხმელი ღვინო. ბოთლში ჩამოსხმული ღვინის ბაზრის წილის 40% დღესაც გვიკავია. იმის გათვალისწინებით, რომ გამოჩნდა უამრავი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს, ეს არ არის ცუდი შედეგი. შესაბამისად, ბაზარმა გადანაწილება მოახდინა. მაგრამ "თელიანი" კვლავაც ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე და იმედი გვაქვს, რომ ამ ტენდენციას ჩვენ კიდევ წლები შევინარჩუნებთ.

-ამ ბაზარზე "თელიანი ველი" ერთ-ერთი ძველი მოთამაშეა. თუმცა, მისი ფესვები კიდევ უფრო ღრმად მიდის და მე-18 საუკუნიდან იღებს სათავეს მაშინ, როდესაც თელიანი ველის ქარხანა არსებობდა. როგორ იქმნებოდა თელიანი ველი?

-"თელიანი ველი" - ასეთი სახელწოდებით 1956 წელს გამოჩნდა. ეს იყო ქარხანა, რომელიც საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში გაკეთდა და რომელიც გათვლილი იყო ფრანგული ყურძნის "კაბერნეს" გადამუშავებაზე. რადგან მაშინ იშვიათი იყო ფრანგული ჯიშების დამუშავება საბჭოთა კავშირში და კერძოდ, საქართველოშიც. თელიანის ველზე მოყავდათ, ძირითადად, კაბერნე სოვენიონის ტიპის ყურძენი. შესაბამისად, "თელიანი ველი" ამუშავებდა კაბერნე სოვენიონს და ზუსტად ამიტომ შეიქმნა თელიანი, როგორც ადგილწარმოშობის ღვინო, მას ერქვა თელიანი და იგი მზადდებოდა კაბერნე სოვინიონისაგან. რაც შეეხება ადრინდელ პერიოდს, ეს არ იყო თელიანი, ეს იყო ჭავჭავაძეების ინიციატივა: მათ უნდოდათ ევროპის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოება და ჩამოიყვანეს ფრანგი მეღვინე, რომლის გვარიც იყო მოსანო. მან პირველად გააშენა საქართველოში ფრანგული ჯიშები. ამ ჯიშებიდან დაიწყო ღვინის წარმოება და ეს პირველი ფრანგული ჯიშებისგან დამზადებული ღვინო გავიდა ევროპის ბაზარზე, დაიწყო კონკურენცია საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში და ძველი სამყაროს სხვა ქვეყნებში ნაწარმოებ ღვინოებთან.

-თქვენს საქმიან ბიოგრაფიას გადავავლე თვალი და ვნახე, რომ "თელიანი ველს" შემოუერთდით იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას გარკვეული კრიზისი ჰქონდა და დაეხმარეთ კომპანიას კრიზისიდან გამოსვლაში.

- როდესაც კომპანიაში მოვედი, ის მცირე ზომის იყო. ეს იყო 2008 წელი. კომპანია წარმოადგენდა მხოლოდ საწარმოს. ეს იყო ღვინის საწარმო, რომელიც აწარმოებდა ღვინოს და ყიდდა რამდენიმე ბაზარზე. ძირათად ეს იყო ადგილობრივი ბაზარი და უკრაინა. მფლობელებმა იმ პერიოდისათვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომპანია უნდა გამხდარიყო ჯგუფი, რომელსაც თავისი სადისტრიბუციო კომპანიები ექნებოდა. სწორედ ერთ-ერთი პირველი პილოტური პროექტი იყო სადისტრიბუციო კომპანიის გახსნა უკრაინაში, რისთვისაც ჩემი წინა გამოცდილებიდან და განათლებიდან გამომდინარე მთხოვეს, გადმოვსულიყავი ამ კომპანიაში. წავედი უკრაინაში და გავაკეთე თელიანის შვილობილი სადისტრიბუციო კომპანია. პირველ წელიწადს, თუ არ ვცდები, სულ 90 ათასი ბოთლი გავყიდეთ, 2014 წელი კი მილიონ 250 ათასი ბოთლით დავხურეთ.

- უცნაურია, რომ იმ პერიოდში, როცა ღვინის ქართველი მწარმოებლების უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთის ბაზარზე იყო ორინეტირებული და საექსპორტო პროდუქციის დიდი წილი რუსეთის ბაზარზე გადიოდა, თქვენ პრინციპულად თქვით უარი რუსეთის ბაზარზე და მხოლოდ მცირე წილი გაიტანეთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის. რატომ თქვით უარი რუსეთის ბაზარზე თავიდანვე?

- ალბათ, პირველ რიგში, ეს იყო ინტუიციური გადაწყვეტილება. მაგრამ იყო გამოცდილებიდან გამომდინარეც იმიტომ, რომ ჩემი წინა სამუშაო ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია "ჯივიესი" იყო, რომელშიც მე ზუსტად იმ წლებში ვმუშაობდი, როცა რუსეთის ბაზარი დაიხურა და შესაბამისად, ამან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მაშინ იმ კომპანიას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენთვის პრიორიტეტული არ უნდა ყოფილიყო, რადგან ამ ბაზარზე ეკონომიკური რისკების გარდა, პოლიტიკური რისკებიც არსებობდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია