სიგარეტში, გარდა ქაღალდისა და თამბაქოსა კიდევ 597 ინგრედიენტია.
გაიგეთ კიდევ რა შედის სიგარეტის შემადგენლობაში.
თამბაქო - მწვანედ შეფოთლილი მცენარე, რომელიც თბილ კლიმატურ პირობებში იზრდება. მისი გადამუშავებისას ფერმერები სხვადასხვა არომატებსა და დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს ურევენ.
თამბაქოს მწარე გემოს გადასაფარად ამატებენ ნივთიერებას, რომელიც კარგ გემოს სძენს, ამან კი სულ უფრო მეტი ადამიანი გახადა სიგარეტზე დამოკიდებული.
ამიაკი - ამატებენ, რათა ნიკოტინის ბოლი სწრაფად გაჯდეს ფილტვებში.
კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი, რომლებიც სიგარეტს უფრო გემრიელსა და არომატულს ხდიან:
ნიკელი - შხამი, რომელიც კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს;
ბენზოლი - გამოიყენება საღებავის შესაქმნელად;
დარიშხანი - თაგვის საწამლავის მოსამზადებლად იყენებენ;
ბუტანი - თხევადი აირი, რომელსაც სანთებელა შეიცავს;
ნახშიროჟანგი - მომწამლავი აირი;
კადმიუმი - ბატარეებისა და აკუმულატორების საწარმოებლად გამოიყენება;
ციანიდი - მომაკვდინებელი შხამი;
DDT - მომაკვდინებელი გაზი;
ეთილის ფუროატი - აზიანებს ღვიძლს;