პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იკლავენ თავს ქართველი ჯარისკაცები: ხიდაშელის უწყებამ საგანგებო პრევინციულ ზომებს მიმართა
რატომ იკლავენ თავს ქართველი ჯარისკაცები: ხიდაშელის უწყებამ საგანგებო პრევინციულ ზომებს მიმართა

ჯარ­ში თვით­მკვლე­ლო­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­დან გა­მოწ­ვე­უ­ლი ვა­ლე­ბის გამო ხდე­ბა, - ეს გან­ცხა­დე­ბა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა გა­ა­კე­თა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყვე­ლა, სა­მო­ქა­ლა­ქო თუ სამ­ხედ­რო პირი, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბუ­ლია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში და და­უ­დას­ტურ­დე­ბათ, რომ ჩაბ­მუ­ლე­ბი არი­ან აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში, სა­მუ­და­მოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან. უწყე­ბა ასე­ვე მკაცრ კონ­ტროლს იწყებს იმ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც და­უდ­გინ­დე­ბათ ნარ­ტო­კი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ან სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში თრო­ბა. თინა ხი­და­შე­ლი პი­რო­ბას დებს, რომ ყვე­ლა ამ კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან სა­მუ­და­მოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

"სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჯა­რის­კაც­მა თვით­მკვე­ლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე. ჯარ­ში არის რამ­დე­ნი­მე ასე­თი შემ­თხვე­ვა. ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და სტა­ტის­ტი­კა ადას­ტუ­რებს, რომ ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია იმის გამო, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს აქვთ ვა­ლე­ბი. მათ შო­რის, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი და ამის გამო სი­ცო­ცხლეს ამ­თავ­რე­ბენ თვით­მკვლე­ლო­ბით. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­ტა­რებთ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს იმის­თვის, რომ ან სა­ერ­თოდ აღარ იყოს ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, ან მაქ­სი­მა­ლუ­რი მი­ნი­მა­ლი­ზა­ცია მოხ­დეს.

"ყვე­ლამ მინ­და იცო­დეს, რომ არა­ვი­თა­რი კომ­პრო­მი­სი და დან­დო­ბა არ იქ­ნე­ბა იმის გამო, რომ ადა­მი­ა­ნებს მა­ნამ­დე კარ­გი წარ­სუ­ლი აქვთ, რო­მე­ლი­მე ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვთ ან სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ყვე­ლას წინა დამ­სა­ხუ­რე­ბებს პა­ტივს ვცემთ, მაგ­რამ ჩვენ ვერ და­ვუშ­ვებთ, რომ ჯარ­ში ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არ­სე­ბობ­დეს, ამის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ და ამის გამო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პრეს­ტიჟს და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას საფრ­თხე ექ­მნე­ბო­დეთ", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე პი­რებს ეკ­რძა­ლე­ბათ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს ნორ­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ გა­მო­ჯან­სა­ღე­ბას. ამა­ვე დროს ემ­სა­ხუ­რე­ბა პრე­ვენ­ცი­ას ვი­ნა­ი­დან და რად­გა­ნაც ჩვენ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, რო­მე­ლიც ჩაფ­ლუ­ლია აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში, ეს არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ფორ­მა ერთი მხრივ და ის ასე­ვე წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის პრობ­ლე­მას", - აღ­ნიშ­ნა ხი­და­შელ­მა.

ხი­და­შე­ლის მო­ად­გი­ლის, ანა დო­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, თავ­დაც­ვის სის­ტე­მა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩაფ­ლუ­ლე­ბი არი­ან აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში, ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დარ­ღვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის გამ­კაც­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ე­სალ­მე­ბი­ან ექ­სპერ­ტე­ბი. ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტე­ბი ქარ­თულ ჯარ­ში სულ იყო, თუმ­ცა გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი შე­იც­ვა­ლა.

"სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ად­რეც იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და ყო­ველ­წლი­უ­რად ფიქ­სირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი. ამას აქვს თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი, ოღონდ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამის მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად, სხვა­დას­ხვაა. ადრე შე­საძ­ლოა, ამის მი­ზე­ზი იყო იგი­ვე ე.წ. დე­დოვ­ში­ნა ან "კუ­თხუ­რო­ბა", რო­დე­საც ჯარ­ში ხდე­ბო­და ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ჩაგ­ვრა. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ისა­უბ­რა ახალ გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­ზე. ეტყო­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აქვს ამის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან თუნ­დაც, რომ და­ტო­ვე­ბუ­ლი იქნა ად­გილ­ზე წე­რი­ლე­ბი. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი და მის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი სუ­ი­ცი­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ახა­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. ასე­ვე, არ შე­იძ­ლე­ბა შე­ი­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ანდო ია­რა­ღი ან უფრო რთუ­ლი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა, ის შემ­ჩნე­უ­ლი იყოს აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ან ნარ­კო­ტი­კულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­თვრა­ლის ფაქ­ტებს, ესეც არ არის სწო­რი და არ უნდა ფიქ­სირ­დე­ბო­დეს ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც", - გა­ნა­ცხა­და ალა­დაშ­ვილ­მა.

ნო­დარ ხარ­ში­ლა­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"შე­ფა­სე­ბა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია. სუ­ი­ცი­დი ჯარ­ში სამ­წუ­ხა­როდ, ყველ­გან არის. რო­დე­საც ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ასა­კის ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ერ­თად, სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბა, რა თქმა უნდა, სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი მე­ტია. სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბი წამ­ყვან ქვეყ­ნებ­შიც ყველ­გან არის, ამი­ტომ ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვით. ორი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი აქვს ხოლ­მე სუ­ი­ციდს, ერთი არის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ალ­კოჰო­ლუ­რი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და აზარ­ტუ­ლი. ეს ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­საც ვე­რა­ფერს უზამ. ერ­თა­დერ­თი შე­იძ­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ეხ­მა­როს სა­ხელ­მწი­ფო და ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თა­ვი­სი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნი გა­ნა­ცხა­დებს, თუმ­ცა ესეც იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რია, რომ კონ­ტრო­ლის ქვეშ დად­გეს. არ­სე­ბობს იმის საფრ­თხეც, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს შე­ხე­ბა ჰქონ­დეთ საკ­მა­ოდ სენ­სი­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და სა­ხი­ფა­თო შე­ი­ა­რა­ღე­ბას­თან", - გა­ნა­ცხა­და ხარ­ში­ლა­ძემ.

სუ­ი­ცი­დის მო­მა­ტე­ბულ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­და­პირ­ვე­ლად მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა მეც­ნი­ე­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ახ­ლა­ხანს ისა­უბ­რა. რო­გორც ხი­და­შელ­მა ამ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვებს და გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს სწავ­ლობს. ჯა­რის­კა­ცის მხრი­დან თვით­მკვლე­ლო­ბის ბოლო შემ­თხვე­ვა ნო­რი­ოს საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე, სამი დღის წინ და­ფიქ­სირ­და.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რატომ იკლავენ თავს ქართველი ჯარისკაცები: ხიდაშელის უწყებამ საგანგებო პრევინციულ ზომებს მიმართა

რატომ იკლავენ თავს ქართველი ჯარისკაცები: ხიდაშელის უწყებამ საგანგებო პრევინციულ ზომებს მიმართა

ჯარში თვითმკვლელობების შემთხვევების უდიდესი ნაწილი აზარტული თამაშებიდან გამოწვეული ვალების გამო ხდება, - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა, სამოქალაქო თუ სამხედრო პირი, რომელიც დასაქმებულია თავდაცვის სამინისტროში ან შეიარაღებულ ძალებში და დაუდასტურდებათ, რომ ჩაბმულები არიან აზარტულ თამაშებში, სამუდამოდ გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან. უწყება ასევე მკაცრ კონტროლს იწყებს იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რომლებსაც დაუდგინდებათ ნარტოკიკებზე დამოკიდებულება ან სამხედრო ნაწილში თრობა. თინა ხიდაშელი პირობას დებს, რომ ყველა ამ კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი სამსახურიდან სამუდამოდ გათავისუფლდება.

"სულ რამდენიმე დღის წინ ჯარისკაცმა თვითმკველელობით დაასრულა სიცოცხლე. ჯარში არის რამდენიმე ასეთი შემთხვევა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ ამ ადამიანებს აქვთ ვალები. მათ შორის, აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და ამის გამო სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით. ჩვენ მაქსიმალურად გავატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს იმისთვის, რომ ან საერთოდ აღარ იყოს ასეთი შემთხვევები, ან მაქსიმალური მინიმალიზაცია მოხდეს.

"ყველამ მინდა იცოდეს, რომ არავითარი კომპრომისი და დანდობა არ იქნება იმის გამო, რომ ადამიანებს მანამდე კარგი წარსული აქვთ, რომელიმე ბრძოლაში მონაწილეობა მიღებული აქვთ ან სამშვიდობო მისიაში იმყოფებოდნენ. ყველას წინა დამსახურებებს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჯარში ასეთი შემთხვევები არსებობდეს, ამის გამო ადამიანები იღუპებოდნენ და ამის გამო შეიარაღებული ძალების პრესტიჟს და შეიარაღებული ძალების მიმართ პატივისცემას საფრთხე ექმნებოდეთ", - განაცხადა ხიდაშელმა.

"თავდაცვის სამინისტროს სფეროში მომუშავე პირებს ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. ეს ნორმა ემსახურება ფსიქოლოგიურ გამოჯანსაღებას. ამავე დროს ემსახურება პრევენციას ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ჩაფლულია აზარტულ თამაშებში, ეს არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ფორმა ერთი მხრივ და ის ასევე წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემას", - აღნიშნა ხიდაშელმა.

ხიდაშელის მოადგილის, ანა დოლიძის შეფასებით, თავდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც ჩაფლულები არიან აზარტულ თამაშებში, ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს.

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას დარღვევებზე რეაგირების გამკაცრებასთან დაკავშირებით მიესალმებიან ექსპერტები. ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ სუიციდის ფაქტები ქართულ ჯარში სულ იყო, თუმცა გამომწვევი მიზეზები შეიცვალა.

"სუიციდის შემთხვევები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ადრეც იყო დაფიქსირებული და ყოველწლიურად ფიქსირდება რამდენიმე ფაქტი. ამას აქვს თავისი მიზეზები, ოღონდ გარკვეული პერიოდიდან გამომდინარე, ამის მიზეზი ძირითადად, სხვადასხვაა. ადრე შესაძლოა, ამის მიზეზი იყო იგივე ე.წ. დედოვშინა ან "კუთხურობა", როდესაც ჯარში ხდებოდა ჯარისკაცების დაჩაგვრა. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ახალ გამოვლინებებზე. ეტყობა თავდაცვის სამინისტროს აქვს ამის განცხადების საფუძველი გამომდინარე იქიდან თუნდაც, რომ დატოვებული იქნა ადგილზე წერილები. აზარტული თამაშები და მის გამო გამოწვეული სუიციდური შემთხვევები ახალი გამოვლინებაა. ასევე, არ შეიძლება შეირაღებულ ძალებში, ადამიანი, რომელსაც შეიძლება ანდო იარაღი ან უფრო რთული საბრძოლო ტექნიკა, ის შემჩნეული იყოს აზარტულ თამაშებში ან ნარკოტიკულ დამოკიდებულებაში. რაც შეეხება სიმთვრალის ფაქტებს, ესეც არ არის სწორი და არ უნდა ფიქსირდებოდეს ასეთი შემთხვევებიც", - განაცხადა ალადაშვილმა.

ნოდარ ხარშილაძე კი მიიჩნევს, რომ დამოკიდებულებების პრევენცია აუცილებელია.

"შეფასება თავდაცვის მინისტრის განცხადების მიმართ ძალიან პოზიტიურია. სუიციდი ჯარში სამწუხაროდ, ყველგან არის. როდესაც ძალიან ახალგაზრდა ასაკის ათასობით ადამიანი ერთად, სპეციალიზირებულ რეჟიმში იმყოფება, რა თქმა უნდა, სტრესული მდგომარეობები მეტია. სუიციდის შემთხვევები წამყვან ქვეყნებშიც ყველგან არის, ამიტომ ამას ვერ გავექცევით. ორი ძირითადი მიზეზები აქვს ხოლმე სუიციდს, ერთი არის დამოკიდებულებები, რომელიც შეიძლება იყოს ალკოჰოლური, ნარკოტიკული და აზარტული. ეს ასევე შეიძლება იყოს პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები, რომელსაც ვერაფერს უზამ. ერთადერთი შეიძლება ამ შემთხვევაში დაეხმაროს სახელმწიფო და ისიც იმ შემთხვევაში, თუ თავისი პრობლემის შესახებ ადამიანი განაცხადებს, თუმცა ესეც იშვიათად ხდება. დამოკიდებულებებთან დაკავშირებით სწორია, რომ კონტროლის ქვეშ დადგეს. არსებობს იმის საფრთხეც, რომ ამ ადამიანებს შეხება ჰქონდეთ საკმაოდ სენსიტიურ ინფორმაციასთან და სახიფათო შეიარაღებასთან", - განაცხადა ხარშილაძემ.

სუიციდის მომატებულ ფაქტებთან დაკავშირებით თავდაპირველად მინისტრმა თინა ხიდაშელმა მეცნიერებთან შეხვედრაზე ახლახანს ისაუბრა. როგორც ხიდაშელმა ამ შეხვედრაზე განაცხადა, თავდაცვის სამინისტრო სუიციდის შემთხვევებს და გამომწვევ მიზეზებს სწავლობს. ჯარისკაცის მხრიდან თვითმკვლელობის ბოლო შემთხვევა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე, სამი დღის წინ დაფიქსირდა.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია