პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი თაობის ქართველი "კანონიერი ქურდები" - კრიმინალური კლანები და სისხლიანი გარჩევები
ახალი თაობის ქართველი "კანონიერი ქურდები" - კრიმინალური კლანები და სისხლიანი გარჩევები

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2005 წელს გა­მო­ცხად­და. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ეს ბრძო­ლა საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რიც აღ­მოჩ­ნდა. "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ისევ გრძელ­დე­ბა.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბა 2231-ე მუხ­ლით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და იგი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით, დას­ჯა­დია "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა", რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ხუ­თი­დან რვა წლამ­დე, ჯა­რი­მით ან მის გა­რე­შე, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლით ის­ჯე­ბა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა", რომ­ლის სან­ქცი­აც არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შვი­დი­დან ათ წლამ­დე.

კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან ბრძო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ქურ­დულ სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით ახალ­გაზ­რდებ­საც აკა­ვე­ბენ. AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ვინ არი­ან ახა­ლი თა­ო­ბის "ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბი".

შსს-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 1984 წლის შემ­დეგ და­ბა­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის რალ­დე­ბით. მო­ნა­ცე­მე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

2012 წელს 223-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით დევ­ნა და­ი­წყო და­ი­წყო 3 პირ­ზე;

2013 წელს 24 პირ­ზე;

2014 წელს 14 პირ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა 1984 წელს ზე­მოთ და­ბა­დე­ბულ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს, სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­წო­დე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში სსკ 223-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა არ­ცერთ პირ­ზე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. შე­საძ­ლოა, ამის მი­ზე­ზი ისიც იყოს, რომ ახა­ლი თა­ო­ბის ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" სა­ზღვარ­გა­რეთ, მეტ­წი­ლად რუ­სეთ­ში, იტა­ლი­ა­ში და საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რო­ბენ. ჩვენ ამ სტა­ტი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე მო­გი­თხრობთ:

ლაშა ბა­რა­თე­ლი, "ჭია"

25 წლის "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ლაშა ბა­რა­თე­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "ჭია" რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. "ჭია" გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ა­კა­ვეს. 25 წლის ლაშა ბა­რა­თელს და­კა­ვე­ბამ­დე "დედ ჰა­სა­ნის" კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი და­ესხნენ თავს; ბა­რა­თელს სა­დარ­ბა­ზო­ში დახ­ვდნენ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უმო­წყა­ლოდ სცე­მეს და შემ­დეგ სახე და სხე­უ­ლი ისე და­უ­სე­რეს, რომ მისი ცნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. გავ­რცელ­და ხმე­ბი, რომ მან "დედ ჰა­სა­ნის" მკვლე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის მომ­ხრე­ებ­მა ამი­ტომ აწა­მეს. "ჭია" რე­ა­ი­ლი­ტა­ცი­ის კურსს სან­კტ-პე­ტე­რურ­გში გა­დი­ო­და, მისი სა­ხე­ლი და თი­თის ანა­ბეჭ­დეი 3 წლის წი­ნან­დელ და­ნა­შა­ულ­ში ამო­ტივ­ტივ­და და და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს საქ­მე გახ­და.

სერ­გო ჩიხ­ლა­ძე, "სამ­ტრედსკი"

ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს სერ­გო ჩიხ­ლა­ძეს, კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში "სამ­ტრედსკის" სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. სერ­გო ჩიხ­ლა­ძე 13 აგ­ვის­ტოს მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს. პი­რა­დი ჩხრე­კის დროს, 31 წლის ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს 2 გრა­მი გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, ნივ­თი­ე­რე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰე­რო­ი­ნი აღ­მოჩ­ნდა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნოდ ყიდ­ვის, შე­ნახ­ვის, გა­და­ტა­ნის, წარ­მო­ე­ბი­სა და ფლო­ბის შე­სა­ხებ. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სერ­გო "სამ­ტრედსკი" ტა­რი­ელ ონი­ა­ნის კლა­ნის წევ­რია, რო­მე­ლიც "დედ ჰა­სა­ნის" მა­ფი­უ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის კონ­კუ­რენ­ტად მი­იჩ­ნე­ო­და.

ბესო კვი­ნი­ხი­ძე, ბესი რუს­ტავ­სკი

31 წლის ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, ბესო კვი­ნი­ხი­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "ბესი რუს­ტავ­სკი" გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის ზურა კვი­ნი­ხი­ძის ვა­ჟია. ის პირ­ვე­ლად 1999 წელს მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, რო­დე­საც ერთ-ერთი მსხვი­ლი სამ­შე­ნე­ლო კომ­პა­ნი­ის ვაჟი გა­ი­ტა­ცა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მისი და­კა­ვეა არ­ბატ­ზე მო­ა­ხერ­ხეს. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" წი­ნა­შე მისი "ქურ­დო­ბის" სა­კი­თხი 2013 წლის ივ­ლის­ში დად­გა , რო­დე­საც კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი მათი მე­გობ­რის თა­მაზ ფი­ფი­ას წლის­თავ­ზე იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი. კვი­ნი­ხა­ძის "ქურ­დო­ბას" მხა­რი მა­შინ ძმებ­მა ქარ­და­ვებ­მა და მათ­მა გა­რე­მოც­ვამ და­უ­ჭი­რეს. ამის შემ­დეგ "ბესო რუს­ტავ­სკი" ძი­რი­თა­დად სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და. თუმ­ცა კურ­თხე­ვი­დან ერთი წლის შემ­დეგ ბესო ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბის ეპი­ცენ­ტრში მო­ექ­ცა და მას სანკ-პე­ტერ­ბურ­გელ­მა კრი­მი­ნა­ლებ­მა "რიჟა ალ­ბერ­ტამ" და "მი­რი­ჩამ" და­უს­წრებ­ლად "ქურ­დო­ბა" შე­უ­ჩე­რეს. თუმ­ცა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გე­ლი "ქურ­დე­ბის "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბო­ლომ­დე ძა­ლა­ში არ შე­ვი­და და ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით სწო­რედ ამ დროს ბე­სოს მომ­ხრე­ებ­მა გარ­ჩე­ვა­ზე "რიჟა" და­ი­ბა­რეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით "ქურ­დებს" შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის ხმა­უ­რი­ა­ნი გარ­ჩე­ვა თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ ედირ­ნე­ში მოხ­და, რო­მელ­საც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერთი თურ­ქი პო­ლი­ცი­ე­ლი შე­ე­წი­რა. რა ბედი ელის ამ­ჯე­რად "ბესო რუს­ტავ­სკის" ჯერ-ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ბესი რუს­ტავ­სკი ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ახალი თაობის ქართველი "კანონიერი ქურდები" - კრიმინალური კლანები და სისხლიანი გარჩევები

ახალი თაობის ქართველი "კანონიერი ქურდები" - კრიმინალური კლანები და სისხლიანი გარჩევები

"ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში 2005 წელს გამოცხადდა. მიიჩნევა, რომ ეს ბრძოლა საკმაოდ ეფექტურიც აღმოჩნდა. "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ბრძოლა ისევ გრძელდება.

"ქურდული სამყაროს" წევრობა 2231-ე მუხლით არის გათვალისწინებული და იგი მძიმე დანაშაულად ითვლება. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასჯადია "ქურდული სამყაროს წევრობა", რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან მის გარეშე, ხოლო მეორე ნაწილით ისჯება "კანონიერი ქურდობა", რომლის სანქციაც არის თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან ათ წლამდე.

კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის მიუხედავად, ქურდულ სამყაროს წევრობის ბრალდებით ახალგაზრდებსაც აკავებენ. AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, ვინ არიან ახალი თაობის "ქართველი ქურდები".

შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 1984 წლის შემდეგ დაბადებული რამდენი ახალგაზრდა იქნა დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრობის რალდებით. მონაცემები ასე გამოიყურება:

2012 წელს 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დევნა დაიწყო დაიწყო 3 პირზე;

2013 წელს 24 პირზე;

2014 წელს 14 პირზე.

რაც შეეხება 1984 წელს ზემოთ დაბადებულ ე.წ. კანონიერ ქურდებს, სამინისტროს მიერ მოწოდეულ ინფორმაციაში სსკ 223-ე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი დევნა არცერთ პირზე არ განხორციელებულა. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ახალი თაობის ე.წ. "კანონიერი ქურდები" საზღვარგარეთ, მეტწილად რუსეთში, იტალიაში და საფრანგეთში ცხოვრობენ. ჩვენ ამ სტატიაში რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ:

ლაშა ბარათელი, "ჭია"

25 წლის "კანონიერი ქურდი" ლაშა ბარათელი, მეტსახელად "ჭია" რუსეთში ცხოვრობს. "ჭია" გასული წლის დეკემბერში სანკტ-პეტერბურგში დააკავეს. 25 წლის ლაშა ბარათელს დაკავებამდე "დედ ჰასანის" კრიმინალური დაჯგუფების წევრები დაესხნენ თავს; ბარათელს სადარბაზოში დახვდნენ, რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ სცემეს და შემდეგ სახე და სხეული ისე დაუსერეს, რომ მისი ცნობა შეუძლებელი გახდა. გავრცელდა ხმები, რომ მან "დედ ჰასანის" მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა და კრიმინალური ავტორიტეტის მომხრეებმა ამიტომ აწამეს. "ჭია" რეაილიტაციის კურსს სანკტ-პეტერურგში გადიოდა, მისი სახელი და თითის ანაბეჭდეი 3 წლის წინანდელ დანაშაულში ამოტივტივდა და დაკავების მიზეზი სწორედ ეს საქმე გახდა.

სერგო ჩიხლაძე, "სამტრედსკი"

ე.წ. კანონიერ ქურდს სერგო ჩიხლაძეს, კრიმინალურ სამყაროში "სამტრედსკის" სახელით იცნობენ. სერგო ჩიხლაძე 13 აგვისტოს მოსკოვში დააკავეს. პირადი ჩხრეკის დროს, 31 წლის ე.წ. კანონიერ ქურდს 2 გრამი გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერება აღმოუჩინეს. ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოჩნდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ყიდვის, შენახვის, გადატანის, წარმოებისა და ფლობის შესახებ. რუსული მედიის ინფორმაციით, სერგო "სამტრედსკი" ტარიელ ონიანის კლანის წევრია, რომელიც "დედ ჰასანის" მაფიური დაჯგუფების კონკურენტად მიიჩნეოდა.

ბესო კვინიხიძე, ბესი რუსტავსკი

31 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი, ბესო კვინიხიძე, მეტსახელად "ბესი რუსტავსკი" გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის ზურა კვინიხიძის ვაჟია. ის პირველად 1999 წელს მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი სამშენელო კომპანიის ვაჟი გაიტაცა. სამართალდამცავებმა მისი დაკავეა არბატზე მოახერხეს. "კანონიერი ქურდების" წინაშე მისი "ქურდობის" საკითხი 2013 წლის ივლისში დადგა , როდესაც კრიმინალური ავტორიტეტები მათი მეგობრის თამაზ ფიფიას წლისთავზე იყვნენ შეკრებილები. კვინიხაძის "ქურდობას" მხარი მაშინ ძმებმა ქარდავებმა და მათმა გარემოცვამ დაუჭირეს. ამის შემდეგ "ბესო რუსტავსკი" ძირითადად სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. თუმცა კურთხევიდან ერთი წლის შემდეგ ბესო ქურდული გარჩევების ეპიცენტრში მოექცა და მას სანკ-პეტერბურგელმა კრიმინალებმა "რიჟა ალბერტამ" და "მირიჩამ" დაუსწრებლად "ქურდობა" შეუჩერეს. თუმცა სანკტ-პეტერბურგელი "ქურდების "გადაწყვეტილება ბოლომდე ძალაში არ შევიდა და ქურდულ სამყაროში გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ამ დროს ბესოს მომხრეებმა გარჩევაზე "რიჟა" დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით "ქურდებს" შორის დაპირისპირების ხმაურიანი გარჩევა თურქეთში, ქალაქ ედირნეში მოხდა, რომელსაც საბოლოო ჯამში ერთი თურქი პოლიციელი შეეწირა. რა ბედი ელის ამჯერად "ბესო რუსტავსკის" ჯერ-ჯერობით უცნობია. ბესი რუსტავსკი ამჟამად დაკავებულია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სად დადასტურდა კორონავირუსის 170 შემთხვევა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებული პაციენტები ქალაქების მიხედვით?

მთიანაჭარაში ევროპული დონის ველობილიკი მოეწყობა

“ავტომობილი, რომელიც ზრუნავს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე”– Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო