პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის განახლდება "ჩემი ცოლის დაქალები" და რას ამბობს პროდიუსერი მსახიობებზე, რომლებმაც სერიალი დატოვეს
როდის განახლდება "ჩემი ცოლის დაქალები" და რას ამბობს პროდიუსერი მსახიობებზე, რომლებმაც სერიალი დატოვეს

რე­ი­ტინ­გუ­ლი სე­რი­ა­ლის, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მეშ­ვი­დე სე­ზო­ნი დას­რულ­და. მა­ყუ­რე­ბე­ლი საყ­ვა­რელ გმი­რებს დრო­ე­ბით გა­მო­ემ­შვი­დო­ბა. ეს იყო ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სე­ზო­ნი აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გით. რას უნდა ელო­დოს სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი ახა­ლი სე­ზო­ნი­დან, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პრო­დი­უ­სე­რი ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე ესუბ­რა.

- ახა­ლი სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი სე­რი­ის პრე­მი­ე­რას 2 ოქ­ტომ­ბრი­დან ვგეგ­მავთ. იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ სი­ახ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბა. ძვე­ლი და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ძი­რი­თა­დი პერ­სო­ნა­ჟე­ბი სე­რი­ალ­ში კვლავ იქ­ნე­ბი­ან. სე­რი­ალს ახალ სი­ცო­ცხლეს ახა­ლი გმი­რე­ბიც შეს­ძე­ნენ.

- რამ­დე­ნი­მე პერ­სო­ნა­ჟი გა­მო­გაკ­ლდათ, მათ შო­რის გუ­რან­და გა­ბუ­ნია და რე­ვაზ ნა­სი­ძე, რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ ამ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე?

- ორი­ვე მათ­გან­თან ნორ­მა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გამ­ქრა­ლი­ყო გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ას პერ­სო­ნა­ჟი, რად­გან ის წარ­სუ­ლია და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დეს. არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა, მას გა­ვა­ცა­ნით ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა რე­ვაზ ნა­სი­ძეს, მან კონ­ტრაქ­ტი GDS-სთან გა­ა­ფორ­მა. პრო­ექ­ტი, სა­დაც ის მო­ნა­წი­ლე­ობს, დიდ დროს მო­ი­თხოვს და ამი­ტომ შევ­თან­ხმდით, რომ ამ ეტაპ­ზე სე­რი­ალ­ში აღარ იქ­ნე­ბა. ეს მისი არ­ჩე­ვა­ნი იყო და ასე გა­და­წყვი­ტა. ამ ეტაპ­ზე ამ სა­კი­თხზე აღარ ვფიქ­რობთ, რად­გან ის არ იყო ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი, რომ რა­ი­მე გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს სე­რი­ალ­ზე. ვი­ღაც წავა, ვი­ღა­ცა მოვა და ამით სა­ერ­თო მო­ცე­მუ­ლო­ბა არ იც­ვლე­ბა.

ვფიქ­რობთ, რომ დუ­დუს თე­მა­საც წერ­ტი­ლი და­ეს­ვა. მისი ტრა­გე­დია შედ­გა და ამ ეტაპ­ზე მეტი აღა­რაა სა­ჭი­რო. ქარ­თვე­ლე­ბის სე­ნია, უყ­ვართ, როცა მათ ნაც­ვლად პრობ­ლე­მას სხვა აგ­ვა­რებს. ასე რომ მერ­წმუ­ნეთ, "დუ­დუ­ებს" ბედ­ნი­ე­რე­ბა არ მო­აქვთ.

- მა­ყუ­რებ­ლის­გან ყვე­ლა­ზე ხში­რად რო­გორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობთ?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში არის უამ­რა­ვი წე­რი­ლი, რო­მელ­საც ვეც­ნო­ბით და ხში­რად მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას ვცდი­ლობთ. ხალ­ხის გან­წყო­ბა რა­ღაც მო­მენ­ტში სე­რი­ალ­ზეც ისა­ხე­ბა ხოლ­მე. ვი­ღაც ამო­ცა­ნას რომ კარ­გად ას­რუ­ლებს და კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა, აქ­ცენ­ტი იმ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე კეთ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ. მა­ყუ­რებ­ლის აზრი მუდ­მი­ვად უნდა იცო­დე და მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცნო­ბი­ლი უნდა იყოს. როცა სა­ზო­გა­დო საქ­მე აკე­თებ, რა­საც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს, გყავს, რო­გორც მა­ქე­ბა­რი, ისე მა­გი­ნე­ბე­ლი. არი­ან კრი­ტი­კო­სე­ბი და ის­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ბრმად გვენ­დო­ბი­ან ყვე­ლა­ფერ­ზე.

თაკო გუ­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

როდის განახლდება "ჩემი ცოლის დაქალები" და რას ამბობს პროდიუსერი მსახიობებზე, რომლებმაც სერიალი დატოვეს

როდის განახლდება "ჩემი ცოლის დაქალები" და რას ამბობს პროდიუსერი მსახიობებზე, რომლებმაც სერიალი დატოვეს

რეიტინგული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" მეშვიდე სეზონი დასრულდა. მაყურებელი საყვარელ გმირებს დროებით გამოემშვიდობა. ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი აქტუალური პრობლემებითა და საინტერესო თემებით, შესაბამისად, მაღალი რეიტინგით. რას უნდა ელოდოს სერიალის მაყურებელი ახალი სეზონიდან, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ესუბრა.

- ახალი სეზონის პირველი სერიის პრემიერას 2 ოქტომბრიდან ვგეგმავთ. იმის თქმა შემიძლია, რომ სიახლეები იქნება. ძველი და ყველასათვის საყვარელი ძირითადი პერსონაჟები სერიალში კვლავ იქნებიან. სერიალს ახალ სიცოცხლეს ახალი გმირებიც შესძენენ.

- რამდენიმე პერსონაჟი გამოგაკლდათ, მათ შორის გურანდა გაბუნია და რევაზ ნასიძე, რისი თქმა შეგიძლიათ ამ პერსონაჟებზე?

- ორივე მათგანთან ნორმალური კომუნიკაცია გვქონდა და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. აუცილებლად უნდა გამქრალიყო გურანდა გაბუნიას პერსონაჟი, რადგან ის წარსულია და აუცილებლად უნდა წავიდეს. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, მას გავაცანით ჩვენი გადაწყვეტილება და ამით დამთავრდა ყველაფერი. რაც შეეხება რევაზ ნასიძეს, მან კონტრაქტი GDS-სთან გააფორმა. პროექტი, სადაც ის მონაწილეობს, დიდ დროს მოითხოვს და ამიტომ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე სერიალში აღარ იქნება. ეს მისი არჩევანი იყო და ასე გადაწყვიტა. ამ ეტაპზე ამ საკითხზე აღარ ვფიქრობთ, რადგან ის არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რომ რაიმე გავლენა ჰქონდეს სერიალზე. ვიღაც წავა, ვიღაცა მოვა და ამით საერთო მოცემულობა არ იცვლება.

ვფიქრობთ, რომ დუდუს თემასაც წერტილი დაესვა. მისი ტრაგედია შედგა და ამ ეტაპზე მეტი აღარაა საჭირო. ქართველების სენია, უყვართ, როცა მათ ნაცვლად პრობლემას სხვა აგვარებს. ასე რომ მერწმუნეთ, "დუდუებს" ბედნიერება არ მოაქვთ.

- მაყურებლისგან ყველაზე ხშირად როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ?

- საზოგადოების განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სოციალურ მედიაში არის უამრავი წერილი, რომელსაც ვეცნობით და ხშირად მის გათვალისწინებას ვცდილობთ. ხალხის განწყობა რაღაც მომენტში სერიალზეც ისახება ხოლმე. ვიღაც ამოცანას რომ კარგად ასრულებს და კარგ შედეგს იძლევა, აქცენტი იმ პერსონაჟებზე კეთდება, რომლებიც წარმატებას აღწევენ. მაყურებლის აზრი მუდმივად უნდა იცოდე და მათი დამოკიდებულება ცნობილი უნდა იყოს. როცა საზოგადო საქმე აკეთებ, რასაც ბევრი ადამიანი უყურებს, გყავს, როგორც მაქებარი, ისე მაგინებელი. არიან კრიტიკოსები და ისთებიც, რომლებიც ბრმად გვენდობიან ყველაფერზე.

თაკო გურაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია