პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დენზე გაძვირებულ ტარიფთან ერთად, ზამთარში გრაფიკიც მოსალოდნელია? - "თელასის" აქტუალურ კითხვას პასუხობს
დენზე გაძვირებულ ტარიფთან ერთად, ზამთარში გრაფიკიც მოსალოდნელია? - "თელასის" აქტუალურ კითხვას პასუხობს

დღეს დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფი არის მი­ნი­მუ­მი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, რომ ზამ­თა­რი ნორ­მა­ლუ­რად, ყო­ველ­გვა­რი ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე გა­და­ვი­ტა­ნოთ , - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს კომ­პა­ნია "თე­ლა­სის" კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, მიშა ან­თა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ან­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფი გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რიფ­ში "თე­ლა­სის" გა­ნა­წი­ლე­ბის წილი შემ­ცირ­და და­ახ­ლო­ე­ბით 3 თეთ­რით, რაც, ან­თა­ძის თქმით, კომ­პა­ნი­ის­თვის მძი­მე იქ­ნე­ბა.

"ჩვენ სა­ბო­ლოო ანა­ლი­ზი და შე­ფა­სე­ბა არ გაგ­ვი­კე­თე­ბია, რად­გან რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ვი­ხი­ლეთ სა­ბო­ლოო ტა­რი­ფე­ბი, მაგ­რამ შეს­ყიდ­ვის ტა­რი­ფის კომ­პო­ნენ­ტის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ვთქვათ, რომ ეს არის მი­ნი­მუ­მი, რაც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ზამ­თა­რი ნორ­მა­ლუ­რად გა­და­ვი­ტა­ნოთ, ყო­ველ­გვა­რი ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე. რაც შე­ე­ხე­ბა "თე­ლა­სის" წი­ლის შემ­ცი­რე­ბას, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ეს კომ­პა­ნი­ის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ სი­ტუ­ა­ცი­ას, გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას­თან და გა­მოვ­თქვამთ იმედს, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში იმ შე­დეგს მი­ვი­ღებთ, რაც ჩვენ­თვი­საც, კო­მი­სი­ის­თვი­საც და რაც მთა­ვა­რია, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მიშა ან­თა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ხომ არ ელო­დე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას გრა­ფი­კი, "თე­ლა­სის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გრა­ფიკს არ უნდა ვე­ლო­დოთ.

მი­სი­ვე თქმით, დე­ნის ახა­ლი ტა­რი­ფი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან ამოქ­მედ­დე­ბა და ძა­ლა­შია 2016 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე.

კი­თხვა­ზე, კვლავ გეგ­მავს თუ არა კომ­პა­ნია "თე­ლა­სი" სა­ტა­რი­ფო გა­ნა­ცხა­დით მი­მარ­თოს სე­მეკ-ს, მიშა ან­თა­ძემ გან­მე­ო­რე­ბი­თი მი­მარ­თვა არ გა­მო­რი­ცხა.

"თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვა­ლუ­ტის კურ­სი შე­იც­ვა­ლა, შე­იც­ვა­ლა ხარ­ჯე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბი, რო­გორც ეს აპ­რილ­სა და მა­ის­ში მოხ­და, ჩვენ ამას არ გა­მოვ­რი­ცხავთ", - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, დღგ-ს ჩათ­ვლით, 101 კვტსთ-ის ჩათ­ვლით დე­ნის ფასი, 8.034 თეთ­რი/კვტსთ ნაც­ვლად, იქ­ნე­ბა 12.980 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათ­ვლით, 10.56 თეთ­რი/კვტსთ ნაც­ვლად, ფასი იქ­ნე­ბა 16,992 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.998 თეთ­რი/კვტსთ ნაც­ვლად, 21.476 თ/კვტსთ.

ამას­თან, ძვე­ლი ტა­რი­ფი დღგ-ს გა­რე­შეა მი­თი­თე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

დენზე გაძვირებულ ტარიფთან ერთად, ზამთარში გრაფიკიც მოსალოდნელია? - "თელასის" აქტუალურ კითხვას პასუხობს

დენზე გაძვირებულ ტარიფთან ერთად, ზამთარში გრაფიკიც მოსალოდნელია? - "თელასის" აქტუალურ კითხვას პასუხობს

დღეს დადგენილი ტარიფი არის მინიმუმი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ზამთარი ნორმალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე გადავიტანოთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია "თელასის" კომერციული დირექტორის მოადგილემ, მიშა ანთაძემ განუცხადა.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზარდა, თუმცა სამომხმარებლო ტარიფში "თელასის" განაწილების წილი შემცირდა დაახლოებით 3 თეთრით, რაც, ანთაძის თქმით, კომპანიისთვის მძიმე იქნება.

"ჩვენ საბოლოო ანალიზი და შეფასება არ გაგვიკეთებია, რადგან რამდენიმე წუთის წინ ვიხილეთ საბოლოო ტარიფები, მაგრამ შესყიდვის ტარიფის კომპონენტის შემოთავაზებული ვარიანტი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს არის მინიმუმი, რაც მოგვცემს საშუალებას, ზამთარი ნორმალურად გადავიტანოთ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. რაც შეეხება "თელასის" წილის შემცირებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კომპანიისთვის სერიოზული პრობლემაა. გავაანალიზებთ სიტუაციას, გავაგრძელებთ მუშაობას მარეგულირებელ კომისიასთან და გამოვთქვამთ იმედს, რომ საბოლოო ჯამში იმ შედეგს მივიღებთ, რაც ჩვენთვისაც, კომისიისთვისაც და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის მისაღები იქნება", - განაცხადა მიშა ანთაძემ.

კითხვაზე, ხომ არ ელოდება დედაქალაქის მოსახლეობას გრაფიკი, "თელასის" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გრაფიკს არ უნდა ველოდოთ.

მისივე თქმით, დენის ახალი ტარიფი გამოქვეყნებიდან ამოქმედდება და ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

კითხვაზე, კვლავ გეგმავს თუ არა კომპანია "თელასი" სატარიფო განაცხადით მიმართოს სემეკ-ს, მიშა ანთაძემ განმეორებითი მიმართვა არ გამორიცხა.

"თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ვალუტის კურსი შეიცვალა, შეიცვალა ხარჯების შემადგენელი ნაწილები, როგორც ეს აპრილსა და მაისში მოხდა, ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ", - განაცხადა ანთაძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 12.980 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 16,992 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 21.476 თ/კვტსთ.

ამასთან, ძველი ტარიფი დღგ-ს გარეშეა მითითებული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია