ქართველმა მეცნიერებმა ტაო-კლარჯეთში, მაღალი კლდის თხემზე უცნობი ციხის კომპლექსი აღმოაჩინეს

ქართველმა მეცნიერებმა ტაო-კლარჯეთში, მაღალი კლდის თხემზე უცნობი ციხის კომპლექსი აღმოაჩინეს

ქართველმა მეცნიერებმა ტაო-კლარჯეთში, ხატილას ხეობაში რამდენიმე უცნობი კულტურული ძეგლი აღმოაჩინეს. ექსპედიციის ფარგლებში ისტორიული ქართული სოფლების მდებარეობა დაზუსტდა. აღსანიშნავია ისტორიულ სოფელ ითლიეთთან მდებარე უცნობი ციხის კომპლექსი. ამის შესახებ ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ტაო-კლარჯეთიდან ექსპედიციის წევრმა ლევან წიქარიშვილმა მიაწოდა.

წიქარიშვილის თქმით, ციხის კომპლექსი მაღალი კლდის თხემზე მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს გალავნისა და შიდა კედლების ფრაგმენტებს, დაზიანებულ მცირე ზომის ეკლესიას, კოშკს, წყლის საცავ ავზსა და ქვევრების ნაშთებს.

"ციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ვიწრო კლდეზე გეგმით კვადრატული ფორმის კოშკი დგას. აღმოსავლეთ ნაწილში დაზიანებული, მცირე ზომის ეკლესიაა. ეკლესიის ჩრდილოეთით დარჩენილია მიწაში ჩადგმული დაზიანებული ქვევრების ფრაგმენტები, ცენტრალურ ნაწილში კი წყლის საცავი ავზი. ნაგებობათა შორის შეიმჩნევა დაზიანებული კედლების ცალკეული ფრაგმენტები. ციხეს შემოუყვება კლდეში ჩართული მაღალი გალავანი. ციხის ტერიტორიიდან ხატილას ხეობის ვრცელი ტერიტორია მოჩანს. მსგავსი მასშტაბის ნაგებობა ამ ხეობაში არ ფიქსირდება და როგორც ჩანს ციხე ამ ხეობის მთავარ საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა", - ამბობს ლევან წიქარიშვილი.

ტაო-კლარჯეთის ქართული კულტურის ძეგლების კვლევას კავკასიის უნივერსიტეტი და საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურესბის კვლევის ცენტრი ახორციელებს. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამჟამად მიმდინარეობს მეცამეტე ექსპედიცია ისტორიულ კლარჯეთში, თანამედროვე ართვინის რეგიონში. სამეცნიერო ჯგუფი, რომელსაც თეიმურაზ ხუციშვილი ხელმძღვანელობს, 5-კაციანი ჯგუფით არის დაკომპლექტებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია