პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვამაყობ, რომ ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითაც ვიამაყებდი - თინა ხიდაშელი
"ვამაყობ, რომ ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითაც ვიამაყებდი - თინა ხიდაშელი

ვა­მა­ყობ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ე.წ. ენ­ჯე­ოშ­ნი­კი, ქსო­ვა არ ვიცი, თო­რემ ამი­თაც ვი­ა­მა­ყებ­დი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა დე­პუ­ტატ თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ხი­და­შელ­მა აღ­ნიშ­ნა, უკვე ჰქონ­და თა­ვი­სი რე­აქ­ცია ამ სა­კი­თხზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა ადა­მი­ანს ღირ­სე­ბას მა­ტებს.

"ეს იყო ცალ­სა­ხად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, არა­მედ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვინც მის მიერ ასე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბულ დე­ფი­ნი­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა თავს გრძნობ­დეს. მათ შო­რის, პი­რა­დად ჩემ­თვი­საც, ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც ვა­მა­ყობ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ე.წ. ენ­ჯე­ოშ­ნი­კი, ანუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ვი­ყა­ვი ასე­ვე ფონდ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს", ანუ ე.წ. სო­რო­სის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. მე ჩემი წარ­სუ­ლით ვა­მა­ყობ და თუ ვინ­მეს პრობ­ლე­მა აქვს ამას­თან, შე­მიძ­ლია, პი­რა­დად გან­ვუ­მარ­ტო ყვე­ლა ის სი­კე­თე, რო­მელ­საც ეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის 20 წე­ლია, აკე­თე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, უნდა მო­ი­ხა­დოს თუ არა ბო­დი­ში თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა, ხი­და­შე­ლის თქმით, ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბი­დან და მო­რა­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ხი­და­შე­ლის თქმით, არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ბო­დი­შის მოხ­დას ითხო­ვენ, ვი­ნა­ი­დან მი­იჩ­ნევს, რომ ეს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ადა­მი­ანს თა­ვად უნდა გა­უჩ­ნდეს. პარ­ლა­მენ­ტში გუ­შინ "ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის გან­ხილ­ვი­სას სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ იმა­ში, რომ მან ერთ "ენ­ჯეო-ელ სო­რო­სელს", რო­მელ­საც საქ­სო­ვი ჩხი­რე­ბი ეჭი­რა, ის ხე­ლი­დან გა­აგ­დე­ბი­ნა და ვე­ტო­თი აღ­ჭურ­ვა, რომ­ლი­თაც ნე­რე­ვებს გვიშ­ლის ჩვენც და მო­სახ­ლე­ო­ბა­საც", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ვამაყობ, რომ ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითაც ვიამაყებდი - თინა ხიდაშელი

"ვამაყობ, რომ ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითაც ვიამაყებდი - თინა ხიდაშელი

ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითაც ვიამაყებდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განუცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, უკვე ჰქონდა თავისი რეაქცია ამ საკითხზე სოციალურ ქსელში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვინმეს შეურაცხყოფის მიყენება ადამიანს ღირსებას მატებს.

"ეს იყო ცალსახად შეურაცხმყოფელი განცხადება არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მის მიერ ასე შეურაცხმყოფელად მოხსენიებულ დეფინიციაში შეიძლება თავს გრძნობდეს. მათ შორის, პირადად ჩემთვისაც, ადამიანისთვის, რომელიც ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ვიყავი ასევე ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს", ანუ ე.წ. სოროსის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. მე ჩემი წარსულით ვამაყობ და თუ ვინმეს პრობლემა აქვს ამასთან, შემიძლია, პირადად განვუმარტო ყველა ის სიკეთე, რომელსაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნისთვის 20 წელია, აკეთებენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება იმას, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში თამაზ მეჭიაურმა, ხიდაშელის თქმით, ეს არის ინდივიდუალური საკითხი, რომელიც ადამიანის ღირსებიდან და მორალიდან მომდინარეობს. ხიდაშელის თქმით, არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ადამიანებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნილება ადამიანს თავად უნდა გაუჩნდეს. პარლამენტში გუშინ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ განცხადება გააკეთა.

"ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეო-ელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერევებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."