მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში მძღოლების 76 პროცენტი ქვეითს გზას არ უთმობს
საქართველოში მძღოლების 76 პროცენტი ქვეითს გზას არ უთმობს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექტ "ქვე­ი­თე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის" ფარ­გლებ­ში ქვე­ი­თე­ბის და მძღო­ლე­ბის ქცე­ვის შე­სა­ხებ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, და­წყე­ბუ­ლია აქ­ტი­უ­რად საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით მუ­შა­ო­ბა.

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით მუ­შა­ო­ბა მრა­ვალ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას მო­ი­ცავს, მათ შო­რის ჯა­რი­მე­ბის გაზ­რდას.

"მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ახალ პროგ­რა­მას ვა­მუ­შა­ვებთ, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩა­ეშ­ვე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ერ­თწ­ლი­ა­ნი კომ­პლექ­სუ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ხელ­მწი­ფო ჩა­რე­ვას, ეს იქ­ნე­ბა ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა, ქვე­ით­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში. ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯა­რი­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნი­სას, რო­დე­საც მძღო­ლე­ბი სა­ხი­ფა­თო მა­ნევ­რებს აკე­თე­ბენ და არ­ღვე­ვენ მოძ­რა­ო­ბის წე­სებს. გამ­კაცრ­დე­ბა და გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის გოგა რაზ­მა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, სა­მი­ნის­ტროს მიერ საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი პრო­ექ­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვა­ლი წლი­დან აქ­ტი­უ­რად ამოქ­მედ­დე­ბა.

სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინში" "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის "ქვე­ი­თე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა" ფარ­გლებ­ში ქვე­ი­თე­ბის და მძღო­ლე­ბის ქცე­ვის შე­სა­ხებ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას მარ­თავს.

კვლე­ვის შე­დე­გად ირ­კვე­ვა, რომ თბი­ლის­ში ქვე­ი­თე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ქუ­ჩას საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით კვეთს. ასე­ვე მძღო­ლე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა - 76 პრო­ცენ­ტი არ უთ­მობს ქვე­ითს გზას. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამის მი­ზე­ზი ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დონე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ლი­ბე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნი/კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოში მძღოლების 76 პროცენტი ქვეითს გზას არ უთმობს

საქართველოში მძღოლების 76 პროცენტი ქვეითს გზას არ უთმობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს ევროკავშირის პროექტ "ქვეითების უსაფრთხოების ადვოკატირების" ფარგლებში ქვეითების და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციისას არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, დაწყებულია აქტიურად საგზაო უსაფრთხოების კუთხით მუშაობა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების კუთხით მუშაობა მრავალ მიმდინარეობას მოიცავს, მათ შორის ჯარიმების გაზრდას.

"მინისტრის დავალებით, საგზაო უსაფრთხოებაზე ახალ პროგრამას ვამუშავებთ, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელებაში ჩაეშვება. ეს იქნება ერთწლიანი კომპლექსური პროგრამა, რომელიც არაერთი მიმართულებით ითვალისწინებს სახელმწიფო ჩარევას, ეს იქნება ავტოპარკის განახლება, ქვეითთა უსაფრთხოებისა და დაცვის გარანტიები კანონმდებლობაში. ზოგიერთი მიმართულებით ჯარიმების გამკაცრება. მაგალითად, მგზავრების გადაყვანისას, როდესაც მძღოლები სახიფათო მანევრებს აკეთებენ და არღვევენ მოძრაობის წესებს. გამკაცრდება და გაუმჯობესდება ადმინისტრირება", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გოგა რაზმაძის ინფორმაციით კი, სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების კუთხით შემუშავებული ახალი პროექტი სავარაუდოდ, მომავალი წლიდან აქტიურად ამოქმედდება.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ევროკავშირის პროექტის "ქვეითების უსაფრთხოების ადვოკატირება" ფარგლებში ქვეითების და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებულ კვლევის შედეგების პრეზენტაციას მართავს.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ თბილისში ქვეითების ნახევარზე მეტი ქუჩას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთს. ასევე მძღოლების დიდი უმრავლესობა - 76 პროცენტი არ უთმობს ქვეითს გზას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ცნობიერების დაბალი დონე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები და ლიბერალური კანონი/კანონის აღსრულების დაბალი მაჩვენებელია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია