ადამიანური ტრაგედიის საშინელება სრული სიცხადით მიაწყდა ევროპის ნაპირებს, მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს გავრცელდა გარდაცვლილი ბავშვის ფოტო, რომელიც იმ თორმეტ დამხრჩვალ სირიელთაგან ერთ-ერთია, ვინც ცდილობდა ბერძნულ კუნძულ კოსისზე მიეღწია.
ფოტოზე ასახულია შავთმიანი პატარა ბავშვი, რომელსაც წითელი მაისური და შორტები აცვია. იგი თურქულ მოდურ კურორტ ბოდრუმის პლაჟზეა გამორიყული, სახე კი ქვიშაში აქვს ჩაფლული.
მეორე ფოტო ასახავს პოლიციელს, რომელსაც ბავშის პატარა გვამი ჰყავს ხელში აყვანილი. რამდენიმე საათში ფოტო ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში და მთავარი სასაუბრო თემა გახდა.
თურქულმა მედიამ ბავშვის იდენტიფიკაცია მოახდინა და ის სამი წლის აილან კურდი გახლავთ, რომლის ხუთი წლის ძმასაც იგივე ბედი ეწია. ორივე მათგანი ჩრდილოეთ სირიის ქალაქ კობანიდან იყვნენ გამოქცეულები (იხილეთ ვიდეო)