პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის მკურნალი" სექტემბრიდან სიახლეებით წარდგება თქვენ წინაშე
"ოჯახის მკურნალი" სექტემბრიდან სიახლეებით წარდგება თქვენ წინაშე

"ოჯა­ხის მკურ­ნა­ლი" სექ­ტემ­ბრი­დან სი­ახ­ლე­ე­ბით წარ­დგე­ბა თქვენ წი­ნა­შე: ჟურ­ნა­ლი 84-გვერ­დი­ა­ნი გახ­დე­ბა და თვე­ში ერთხელ გა­მო­ვა - მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რუბ­რი­კე­ბით, მა­ღა­ლი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხა­რის­ხით და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნით. ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლის ფასი 3 ლარი გახ­დე­ბა.

არ გა­მო­ტო­ვოთ! - ახა­ლი ფორ­მა­ტით გა­მო­სუ­ლი "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლი" ისევ იზ­რუ­ნებს თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

წიგ­ნე­ბის სე­რია - "იც­ნობ­დე, რათა და­ა­მარ­ცხო", რო­მე­ლიც ოჯა­ხის მკურ­ნალ­თან ერ­თად გა­მო­დი­ო­და, სრულ­დე­ბა. ამ ნო­მერ­თან ერ­თად გა­მო­ვი­და მე-60 წიგ­ნი. სე­რი­ამ და­სა­წყის­ში­ვე გა­მო­იწ­ვია მკი­თხველ­თა დიდი ინ­ტე­რე­სი. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ვერ მო­ას­წრო ყვე­ლა ტო­მის შე­ძე­ნა. სწო­რედ ამი­ტომ ჟურ­ნა­ლი კი­დევ ერთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მკი­თხვე­ლებს, შე­ი­ძი­ნონ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სე­რია. სექ­ტემ­ბრი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად ისევ გა­მო­ვა სე­რი­ის ყვე­ლა წიგ­ნი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად.

სექ­ტემ­ბრის ნო­მერ­თან ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა წიგ­ნი N1 - "ყვე­ლა­ფე­რი დი­ა­ბე­ტის შე­სა­ხებ", ოქ­ტომ­ბრის ნო­მერ­თან ერ­თად კი - წიგ­ნი N2 - "ყვე­ლა­ფე­რი წნე­ვის შე­სა­ხებ".

ჟურ­ნალ­ში დას­რულ­და მე­დი­ცი­ნის დიდი სა­ო­ჯა­ხო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის პუბ­ლი­კა­ცია გაგ­რძე­ლე­ბე­ბით. "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" რე­დაქ­ცია გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-თან ერ­თად გეგ­მავს ამ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის წიგ­ნად გა­მო­ცე­მას. წიგ­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 900-გვერ­დი­ა­ნი იქ­ნე­ბა, მას ექ­ნე­ბა საგ­ნობ­რი­ვი და თე­მა­ტუ­რი სა­ძი­ებ­ლე­ბი, რაც ამ ზღვა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბას გა­გი­ად­ვი­ლებთ.

წიგ­ნის გა­მო­ცე­მა 2016 წლის­თვის იგეგ­მე­ბა.

ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ცალ­კე­ულ თა­ვებს რე­დაქ­ტი­რე­ბას გა­უ­წე­ვენ შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. და­ე­ლო­დეთ ამ უნი­კა­ლურ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას. ქარ­თულ ენა­ზე ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ში­ნა­არ­სის მქო­ნე გა­მო­ცე­მა ჯერ არ გვქო­ნია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"ოჯახის მკურნალი" სექტემბრიდან სიახლეებით წარდგება თქვენ წინაშე

"ოჯახის მკურნალი" სექტემბრიდან სიახლეებით წარდგება თქვენ წინაშე

"ოჯახის მკურნალი" სექტემბრიდან სიახლეებით წარდგება თქვენ წინაშე: ჟურნალი 84-გვერდიანი გახდება და თვეში ერთხელ გამოვა - მრავალფეროვანი რუბრიკებით, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით და განახლებული დიზაინით. ყოველთვიური ჟურნალის ფასი 3 ლარი გახდება.

არ გამოტოვოთ! - ახალი ფორმატით გამოსული "ოჯახის მკურნალი" ისევ იზრუნებს თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის.

წიგნების სერია - "იცნობდე, რათა დაამარცხო", რომელიც ოჯახის მკურნალთან ერთად გამოდიოდა, სრულდება. ამ ნომერთან ერთად გამოვიდა მე-60 წიგნი. სერიამ დასაწყისშივე გამოიწვია მკითხველთა დიდი ინტერესი. არიან ადამიანები, ვინც ვერ მოასწრო ყველა ტომის შეძენა. სწორედ ამიტომ ჟურნალი კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს მკითხველებს, შეიძინონ ეს მნიშვნელოვანი სერია. სექტემბრიდან ყოველთვიურად ისევ გამოვა სერიის ყველა წიგნი სპეციალურ ფასად.

სექტემბრის ნომერთან ერთად გაიყიდება წიგნი N1 - "ყველაფერი დიაბეტის შესახებ", ოქტომბრის ნომერთან ერთად კი - წიგნი N2 - "ყველაფერი წნევის შესახებ".

ჟურნალში დასრულდა მედიცინის დიდი საოჯახო ენციკლოპედიის პუბლიკაცია გაგრძელებებით. "ოჯახის მკურნალის" რედაქცია გამომცემლობა პალიტრა L-თან ერთად გეგმავს ამ ენციკლოპედიის წიგნად გამოცემას. წიგნი დაახლოებით 900-გვერდიანი იქნება, მას ექნება საგნობრივი და თემატური საძიებლები, რაც ამ ზღვა სამედიცინო ინფორმაციის პრაქტიკულ გამოყენებას გაგიადვილებთ.

წიგნის გამოცემა 2016 წლისთვის იგეგმება.

ენციკლოპედიის ცალკეულ თავებს რედაქტირებას გაუწევენ შესაბამისი დარგის ცნობილი სპეციალისტები. დაელოდეთ ამ უნიკალურ ენციკლოპედიას. ქართულ ენაზე ასეთი მრავალფეროვანი შინაარსის მქონე გამოცემა ჯერ არ გვქონია!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია