"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს აკრიტიკებს:
"ეჭვი მაქვს, თამაზ მეჭიაურისთვის "ენჯეოელი", "სოროსელი," იეღოველი," "სომეხი" და "პიდარასტი" დაახლოებით ერთი და იგივეა. უკუღმართ დროებას რა ვუთხარი, თორემ მე და ეს კაცი რანაირად უნდა ვითვლებოდეთ ერთ გუნდში?", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეჭიაურმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს იმაში ადანაშაულებს, რომ "ენჯეოელ სოროსელს", ჩხირები ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა. სიტყვები საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ იყო ნათქვამი.
"ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეოელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა , რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც".