პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა სირცხვილია, ღმერთო ეს ყველაფერი" - თინა ხიდაშელი თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება
"რა სირცხვილია, ღმერთო ეს ყველაფერი" - თინა ხიდაშელი თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, თინა ხი­და­შე­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დებს.

პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რმა და აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს, რად­გან "ენ­ჯე­ო­ელ სო­რო­სელს", რო­მელ­საც საქ­სო­ვი ჩხი­რე­ბი ეჭი­რა, ხე­ლი­დან გა­აგ­დე­ბი­ნა და ვე­ტო­თი აღ­ჭურ­ვა".

"ეს წუ­თია სახ­ლში მო­ვე­დი, შე­მო­ვი­ხე და მივ­ხვდი რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა ხან­და­ხან ტე­ლე­ვი­ზორს რომ ვერ უყუ­რებ. ეს რე­ე­ბი უთ­ქვამთ დღეს და რე­ე­ბი გა­ვი­გე

ერ­თმა ძა­ლი­ან სუ­პერ პატ­რი­ოტ­მა სუ­პერ გულ­ზემ­ჯი­ღის­მცე­მე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სუ­პერ პატ­რი­ო­ტუ­ლი გა­და­ცე­მი­დან გვი­თხრა რომ გახ­სნას რუ­სეთ­მაც საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრი სა­ქარ­ვე­ლო­ში ისი­ნიც ხომ პარ­ტი­ო­ნე­ბი არი­ან, ვინ და­უ­შა­ლა­თო.

ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი მე­და­ვე­ბო­და თურ­მე იმა­ზე, რომ პრე­ზი­დენ­ტი მთა­ვარ­სარ­და­ლი არ არის, მისი ასე­თად მოხ­სე­ნი­ე­ბა დაკ­ნი­ნე­ბაა, მთა­ვარ­სარ­და­ლი კა­პა­ნა­ძე­აო.

მაგ­რამ ეს იმას­თან შე­და­რე­ბით რა არის, რაც ჩემს ყო­ფილ კო­ლე­გას უთ­ქვამს დღეს პრე­ზი­დენტზე და რა სირ­ცხვი­ლია ღმერ­თო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა სირ­ცხვი­ლია. თავს მხო­ლოდ იმით ვიმ­შვი­დებ რომ მას­წავ­ლიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტი სარ­კე­აო, ის ისე­ვე ყვე­ლა­ნა­ი­რი ხალ­ხის­გან შედ­გე­ბა რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბაო.

მაგ­რამ ძა­ლი­ან მო­რა­ლის­ტად თუ არ გა­მოვ­ჩნდე­ბი სხვის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა რა­ტომ გვგო­ნია ხოლ­მე რომ ღირ­სე­ბას გვა­ნი­ჭებს ეს ვერ გა­მი­გია მა­ინც.

რა ვიცი, რა ვიცი. არა­და რა დი­დე­ბუ­ლი სა­ღა­მო გვქონ­და, ჩვენს ნა­ტო­ე­ლებ­თან ვი­ყა­ვით, მე­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის აწ­მყოთ შე­წუ­ხე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან ვი­ყა­ვი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის გა­მო­სავ­ლის, მეტი უსაფრ­თხო­ე­ბის პოვ­ნის­თვის შრო­მო­ბენ. რა­ღაც კარ­გიც ხდე­ბა ამ ქვეყ­ნად და ეს მამ­შვი­დებს მხო­ლოდ

ძილი ნე­ბი­სა ჩემო მე­გობ­რე­ბო

ტკბილ ძილს გი­სურ­ვებთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბო­ლოს მა­ინც სი­კე­თე, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აზრი, ერ­თგუ­ლე­ბა, წე­სი­ე­რე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი იმარ­ჯვებს ხოლ­მე!" - წერს თინა ხი­და­შე­ლი.

"რა სირცხვილია, ღმერთო ეს ყველაფერი" - თინა ხიდაშელი თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება

"რა სირცხვილია, ღმერთო ეს ყველაფერი" - თინა ხიდაშელი თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას  ეხმაურება და პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას სამარცხვინოს უწოდებს.

პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით მმართველი გუნდის წევრმა და აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, რადგან "ენჯეოელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა".

"ეს წუთია სახლში მოვედი, შემოვიხე და მივხვდი რა ბედნიერებაა ხანდახან ტელევიზორს რომ ვერ უყურებ. ეს რეები უთქვამთ დღეს და რეები გავიგე

ერთმა ძალიან სუპერ პატრიოტმა სუპერ გულზემჯიღისმცემელი ტელევიზიის სუპერ პატრიოტული გადაცემიდან გვითხრა რომ გახსნას რუსეთმაც საწვრთნელი ცენტრი საქარველოში ისინიც ხომ პარტიონები არიან, ვინ დაუშალათო.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი მედავებოდა თურმე იმაზე, რომ პრეზიდენტი მთავარსარდალი არ არის, მისი ასეთად მოხსენიება დაკნინებაა, მთავარსარდალი კაპანაძეაო.

მაგრამ ეს იმასთან შედარებით რა არის, რაც ჩემს ყოფილ კოლეგას უთქვამს დღეს პრეზიდენტზე და რა სირცხვილია ღმერთო ეს ყველაფერი, რა სირცხვილია. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ რომ მასწავლიდნენ პარლამენტი სარკეაო, ის ისევე ყველანაირი ხალხისგან შედგება როგორც საზოგადოებაო.

მაგრამ ძალიან მორალისტად თუ არ გამოვჩნდები სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება რატომ გვგონია ხოლმე რომ ღირსებას გვანიჭებს ეს ვერ გამიგია მაინც.

რა ვიცი, რა ვიცი. არადა რა დიდებული საღამო გვქონდა, ჩვენს ნატოელებთან ვიყავით, მეგონა საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარი ქვეყნის აწმყოთ შეწუხებულ ადამიანებთან ვიყავი, რომლებიც ჩვენთვის გამოსავლის, მეტი უსაფრთხოების პოვნისთვის შრომობენ. რაღაც კარგიც ხდება ამ ქვეყნად და ეს მამშვიდებს მხოლოდ

ძილი ნებისა ჩემო მეგობრებო

ტკბილ ძილს გისურვებთ, ყველაფერი კარგად იქნება!

ჩვენს ქვეყანაში ბოლოს მაინც სიკეთე, რაციონალური აზრი, ერთგულება, წესიერება და პროფესიონალიზმი იმარჯვებს ხოლმე!" - წერს თინა ხიდაშელი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."