ხელვაჩაურში, პოლიციის გადასახვევთან, მკვლელობა მოხდა. მოკლულია 45 წლამდე ასაკის ქალია, რომელიც ხელვაჩაურში მდებარე მაღაზიაში მუშაობდა. "ბათუმელების" ინფორმაციით მკვლელობას თვითმხილველიც ჰყავს, მამაკაცი, რომელმაც ქალის მიშველება სცადა, ასევე დაჭრილია.
ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. გვამი პროზექტურაშია გადასვენებული.
"ბათუმელების" ინფორმაციით, მოკლულის ქმარი სამართლადამცავი სტრუქტურების თანამშრომელია.
შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: "ბათუმელები"