პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ფოტო კინოაკადემიის სტენდზე ჰკიდია" - ქართველი, რომელსაც "ჰოლივუდში" მთავარი როლი ერგო
"ჩემი ფოტო კინოაკადემიის სტენდზე ჰკიდია" - ქართველი, რომელსაც "ჰოლივუდში" მთავარი როლი ერგო

ლელა ნი­ნუა მოძ­რა­ვი და აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, თუმ­ცა ბევ­რი რამ გა­მოს­დის. ბოლო დროს სა­კუ­თა­რი პო­ე­ზი­ით გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი... შარ­შან, ზა­ფხულ­ში "დის­ქა­ვე­რის" გა­დამ­ღებ ჯგუფს, ბორ­ჯო­მი-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნულ პარკში გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნის ნაკ­ვა­ლევ­ზე გაჰ­ყვა. ახლა თურ­მე ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში მისი ფოტო ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად გა­მო­უკ­რავთ, რად­გა­ნაც ფილმში იღე­ბენ.

ცხა­დია, ამ თე­მით ჩვენც და­ვინ­ტე­რეს­დით.

- ჰო­ლი­ვუ­დის ფილმში გი­ღე­ბენ. ვინ არის რე­ჟი­სო­რი და რო­გორ მოხ­და შენი მიწ­ვე­ვა?

- და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერ­თან, ირაკ­ლი ნა­სი­ძეს­თან ბექა სი­ხა­რუ­ლი­ძე გა­ვი­ცა­ნი (ჰო­ლი­ვუ­დის 9 ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ბევ­რი პრო­ფე­სია აქვს)... არ­ქე­ო­ლო­გი­ა­ზე ვსა­უბ­რობ­დით და გა­ვი­გე, რომ ნო­ვე­ლას - "ბა­ბუს მე­ვა­ლე" იღებ­და. ჩე­მე­ბუ­რად როლ­ზე წა­ვი­ოც­ნე­ბე, "გა­და­გი­ღე­ბო", - მი­თხრა. მა­შინ ეს ფრა­ზა, სი­ტყვის მა­სა­ლა მე­გო­ნა, მაგ­რამ როცა გა­და­ღე­ბა­ზე და­მი­რე­კა, - მო­დიო, - თბი­ლის­ში არ ვი­ყა­ვი. არ იდარ­დო, კარგ კი­ნო­ში, კარგ როლ­ზე მა­ინც და­გა­კა­ვე­ბო. ასე და­ი­წყო ჩემი და კი­ნოს ის­ტო­რია და ასე­ვე, ჩემი და ბე­ქას მე­გობ­რო­ბაც.

დიახ, კი­ნოს ჰო­ლი­ვუ­დის ჯგუ­ფი იღებს, ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე მა­თია. ეს რე­ჟი­სო­რის­თვის მე­ო­რე ფილ­მია, ხოლო ნო­ვე­ლამ - "ბა­ბუს მე­ვა­ლე" 7 ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და (სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში). ბექა ამ­ჟა­მად სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მს იღებს.

- რა როლი გაქვს და გა­და­ღე­ბე­ბი რო­დის და­ი­წყე­ბა?

- თა­ვი­დან ექთა­ნი ვი­ყა­ვი, ახლა გა­ირ­კვა, რომ ექი­მი ვარ, და­მა­წი­ნა­უ­რეს (იღი­მის). გა­და­ღე­ბე­ბი თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყე­ბა და 3 თვე­ში დას­რულ­დე­ბა, რო­გორც რე­ჟი­სორ­მა მი­თხრა, მთე­ლი ჯგუ­ფი უკვე გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია და ყვე­ლა მზად­ყოფ­ნა­შია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვა მეც მო­მი­ვი­და. ჩემი ფოტო, ჰო­ლი­ვუ­დის ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის სტენ­დზე ჰკი­დია, ფილ­მის სხვა ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად...

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- არ მაქვს უფ­ლე­ბა, ფილ­მის ბი­უ­ჯე­ტი გა­ვამ­ხი­ლო, თო­რემ თა­ვა­დაც მიხ­ვდე­ბო­დით, რომ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ კი­ნო­ზეა ლა­პა­რა­კი. ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გა­ნაც პრო­დუქ­ტი ჰო­ლი­ვუდს ეკუთ­ვნის. "მთა­ვა­რია ხალ­ხს მო­ე­წო­ნოს, იყოს ისე­თი ღი­რე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი სცე­ნე­ბი, რომ როცა ახალ­გაზ­რდა ნა­ხავს, მის­თვის ადა­მი­ა­ნუ­რი მო­რა­ლი აღ­მა­ტე­ბით ხა­რისხში იყოს აღ­ქმუ­ლი, იდოს სული, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ჰქვია, რაც მსოფ­ლი­ოს ჩვენს ქვე­ყა­ნას კი­დევ სხვა კუ­თხით და­ა­ნა­ხებს", - ასე ფიქ­რობს რე­ჟი­სო­რი.

იმის გამო, რომ ბე­ქას პირ­ვე­ლი­ვე პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ახა­ლი ფილ­მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე, ბუ­ნებ­რი­ვია, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მზად ვართ. ამი­ტომ მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბის მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობს და შემ­დგო­მი უფრო გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი. ასე­თი სტარ­ტი კი იმე­დია, დიდი გზის კე­თი­ლი და­სა­წყი­სია... არ მინ­და, და­ვა­კონ­კრე­ტო, თუმ­ცა მაქვს უფ­ლე­ბა, გი­თხრათ, რომ არ­სე­ბობს მო­ნა­ხა­ზი, ამის შემ­დგომ პრო­ექ­ტზეც, სა­დაც ასე­ვე მო­ვი­აზ­რე­ბი.

- მოკ­ლედ, ეს შენი პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი იქ­ნე­ბა, ხომ?

- დიახ, პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლია. სწო­რად აღ­ნიშ­ნეთ, სწო­რედ კი­ნო­რო­ლია და არა ეპი­ზო­დუ­რი, ვნა­ხოთ, სა­კუ­თა­რი თა­ვის თა­მა­ში რამ­დე­ნად გა­მი­ად­ვილ­დე­ბა და რა­ტომ სა­კუ­თა­რი თა­ვის: როცა რე­ჟი­სორს ვკი­თხე, გა­მი­ჭირ­დე­ბა თუ არა თა­მა­ში-მეთ­ქი? მი­თხრა - "არა", რად­გან გმირ­ში შენი ხა­სი­ა­თია თა­ვი­დან ბო­ლომ­დეო. რო­ლის გა­და­თა­მა­შე­ბის, ზედ­მე­ტო­ბი­სა და არა­ბუ­ნებ­რი­ვი სა­ხე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია, მარ­ტი­ვი და ბუ­ნებ­რი­ვი, რე­ა­ლუ­რი სა­ხე­ე­ბია მის­თვის მი­სა­ღე­ბი. ბექა წამ­ზო­მით მუ­შა­ობს და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზეც საკ­მა­ოდ მომ­თხოვ­ნია, შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბას, რო­გორც სხვე­ბის­გან ვიცი, სა­კუ­თარ თავ­საც არ აძ­ლევს.

- ასე გა­ვი­გე, რომ გა­და­ღე­ბამ­დე თით­ქოს ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე ავად­მყო­ფებ­თან უნდა მო­გიხ­დეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ცხოვ­რე­ბა. ეს ფილ­მის მო­მა­ვა­ლი ეპი­ზო­დია, თუ მა­ნამ­დე, მის­თვის სა­ჭი­რო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი?

- დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ბოლო ეტა­პი დას­რულ­დე­ბა და ფილ­მის გა­და­ღე­ბაც და­ი­წყე­ბა... გცოდ­ნი­ათ დე­ტა­ლე­ბი (იცი­ნის), დიახ, "რამ­დე­ნი­მე კვი­რა უნდა ჩაგ­კე­ტო სა­ავდმყო­ფო­ში", - მი­თხრა რე­ჟი­სორ­მა და რე­ა­ლუ­რად ავად­მყო­ფებ­თან ცხოვ­რე­ბა მო­მი­წევს.

- რე­ჟი­სო­რი ბექა სი­ხა­რუ­ლი­ძე გივი სი­ხა­რუ­ლი­ძის შვი­ლია. მა­მა­საც ხომ არ ათა­მა­შებს ფილმში?

- ბექა ღირ­სე­უ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, გაკ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სუ­ლის შე­მოქ­მე­დია. ამ­ჩნევს სხვის ნიჭს და ამის აღი­ა­რე­ბა უხა­რია, სა­ო­ცა­რი შვი­ლია, ძმაა. მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო ის­ტო­რი­ე­ბი მის ირ­გვლივ ადა­მი­ა­ნებს მუდ­მი­ვად აქვთ, რაც თა­ვად დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ახ­ლა­ხან მამა გახ­და და პა­ტა­რა გივი მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. ახლა ორი გივი, ორი სი­ხა­რუ­ლი­ძე ახა­რებს მის გულს და ვუ­ლო­ცავ! ვუ­ლო­ცავ ასე­ვე 7 ფეს­ტი­ვა­ლის 8 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბას. კი­ნო­ა­კა­დე­მი­ი­დან ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჟი­უ­რის წევ­რა­დაც იყო მიწ­ვე­უ­ლი და 2 ფეს­ტი­ვა­ლი კი­დევ წინ აქვს. ვუ­სურ­ვებ გა­მარ­ჯვე­ბას და წარ­მა­ტე­ბას ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მის მა­მას, ეპა­ტა­ჟურ - გივი სი­ხა­რუ­ლი­ძეს, რო­მელ­საც მე "აწყვე­ტილ სი­ცო­ცხლეს" ვე­ძა­ხი, ამას სა­ი­დულ­მოდ დავ­ტო­ვებ, შვი­ლის­გან სი­ურპრი­ზე­ბი­თაა გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი...

- რა ერ­ქმე­ვა ფილ­მს?

- სა­ხელ­წო­დე­ბა­ზე და ფი­ნალ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ, მოქ­მე­დე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­და­ღე­ბე­ბი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შია და­გეგ­მი­ლი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც. რე­ჟი­სო­რი ფი­ნალ­ზე ამ­ბობს, რომ ამას გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას გა­ი­გებ­თო.

- ახლა უშუ­ა­ლოდ შენ რომ და­გიბ­რუნ­დეთ. პო­ე­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი, - რამ­დე­ნი პრო­ფე­სია შე­იძ­ლე­ბა შე­ი­თავ­სო?

- როცა მზემ ამოს­ვლა იჩ­ქა­რა,/ რუ­საც ოდ­ნავ რომ აე­რია რელ­სი,/ მარ­ტო დავ­რჩი და მა­შინ,/ და­ი­წე­რა ლექ­სი... ის, რაც ვერ ვთქვი პრო­ფე­სი­ა­ში, მათ­ქმე­ვი­ნეს ლექსში, რა­ღაც პი­კან­ტუ­რი, პი­რა­დუ­ლი... მერე მო­მე­წო­ნა, ის­ტო­რია შე­ე­ხო სხვა­საც და ამი­ტო­მაც და­მექ­ვა პო­ე­ტი... ლექ­სი ვის არ და­უ­წე­რია, მაგ­რამ როცა მი­თხრეს, ფი­ლიგ­რა­ნუ­ლი პო­ე­ზია გაქ­ვსო, გა­მი­ხარ­და და წე­რას ვაგ­რძე­ლებ. ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ჩემი ბავ­შვო­ბის ახი­რე­ბაა, მას­თან შე­ამ­ხა­ნა­გე­ბულ წლებ­ზე ახლა და აქ, სა­უ­ბარს არ ვა­პი­რებ; ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა კი სულ სხვაა, ზღვაა, სარ­კეა, გა­და­წე­უ­ლი ფარ­დაა; მსა­ხი­ო­ბო­ბის კი, რა გი­თხრათ, - ეს უკვე გა­მოწ­ვე­ვაა.

ამ ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან პრო­ფე­სია ერ­თია, თუმ­ცა ისიც ჩემი ში­ნა­გა­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა, ასეა ლექ­სიც. ყვე­ლა­ფე­რი რა­საც ვა­კე­თებ, ალ­ბათ ის არის, რომ გზას ვაძ­ლევ იმ ყვე­ლა უნარს, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ჩემ­ში იყოს. საქრთვე­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კი არა, მე­ფე­ე­ბიც კი იყ­ვნენ პო­ე­ტე­ბი. პო­ე­ტე­ბი იყ­ვნენ მე­ფე­ე­ბიც და უპო­ვა­რი მდა­ბი­ო­ნიც. ეს უკა­ნას­კნელ­ნი კი უფრო მეტ სიმ­დიდ­რეს ტო­ვებ­დნენ, გა­აჩ­ნია ღვთის­გან ვის რო­გო­რი ნიჭი დაჰ­ყვე­ბა, მე ჩემ­სას ვამ­ზე­უ­რებ, თუ აქე­დან რამე დარ­ჩე­ბა, ჩავ­თვლი, რომ ღმერ­თმა და­მა­ჯილ­დო­ვა. პრო­ფე­სია კი ცხოვ­რე­ბის წე­სია, ერ­თგვა­რი რე­ჟი­მია, საქ­მეა, რი­თაც ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. მსა­ხი­ო­ბო­ბა­ში ერ­თად ვნა­ხავთ, რა გა­მო­ვა, სურ­ვი­ლე­ბი, იდე­ე­ბი, მო­ლო­დი­ნე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ შე­დეგს ვე­რა­ვის და­ვუ­მა­ლავ, შემ­ფა­სე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია, ვღე­ლავ, თუ ლექსზე ვი­ტყვი - ასე ვხე­დავ და ასე ვწერ, ჩემს შეს­რუ­ლე­ბულ როლ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­ვარ­გებ თუ არა. ეს ხომ პირ­ვე­ლია, და­ვე­ლო­დოთ, ჯერ ვერ და­ვირ­ქმევ მსა­ხი­ობს.

- რას ნიშ­ნავს პა­რა­ლე­ლუ­რად ამ­დე­ნი საქ­მის კე­თე­ბა შენ­თვის?

- კარ­გი კი­თხვაა, დაღ­ლა­სა და აზარტს. ეს მოკ­ლედ, ისე, არ ვიცი, რას ნიშ­ნავს, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ დი­ნა­მი­კა­ში პულ­სის აჩ­ქა­რე­ბაა, დროს­თან ერ­თად, ჩემ­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, მუხ­ტია. დიდი პა­უ­ზე­ბი კა­ლა­პო­ტი­დან მაგ­დებს, მა­ნარ­ცხებს. მივ­ხვდი, რომ ბევ­რი ვარ, თუმ­ცა ამა­ვე დროს ერ­თიც. ცე­ზა­რი ვერ ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვა­ხერ­ხებ და ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ. დღე ეკ­რან­ზე, ღამე ლექ­სებ­თან, კვი­რის ბო­ლოს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, რე­ჟი­სორ­თან და რა თქმა უნდა, ჩემ როლ­თან, ჩემი გმი­რით ცხოვ­რე­ბას უნდა მი­ვეჩ­ვიო, როლს ვხვე­წავ. ერთი რო­ლის­თვის, ექი­მის თვი­სე­ბებს ვი­მუ­შა­ვებ, აქაც არის ურ­თი­ერ­თგა­მო­მი­რი­ცხა­ვი სივ­რცე, - ერთი ადა­მი­ა­ნის გა­წირ­ვი­სა და მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნის...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ჩემი ფოტო კინოაკადემიის სტენდზე ჰკიდია" - ქართველი, რომელსაც "ჰოლივუდში" მთავარი როლი ერგო

"ჩემი ფოტო კინოაკადემიის სტენდზე ჰკიდია" - ქართველი, რომელსაც "ჰოლივუდში" მთავარი როლი ერგო

ლელა ნინუა მოძრავი და აქტიური ადამიანია, პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ბევრი რამ გამოსდის. ბოლო დროს საკუთარი პოეზიით გააცნო საზოგადოებას თავი... შარშან, ზაფხულში "დისქავერის" გადამღებ ჯგუფს, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გიგანტური ადამიანის ნაკვალევზე გაჰყვა. ახლა თურმე ჰოლივუდის კინოაკადემიაში მისი ფოტო ჰოლივუდის მსახიობებთან ერთად გამოუკრავთ, რადგანაც ფილმში იღებენ.

ცხადია, ამ თემით ჩვენც დავინტერესდით.

- ჰოლივუდის ფილმში გიღებენ. ვინ არის რეჟისორი და როგორ მოხდა შენი მიწვევა?

- დაახლოებით ერთი წლის წინ, საფრანგეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერთან, ირაკლი ნასიძესთან ბექა სიხარულიძე გავიცანი (ჰოლივუდის 9 ფილმშია გადაღებული, ნიჭიერი და პოპულარული ადამიანია, ბევრი პროფესია აქვს)... არქეოლოგიაზე ვსაუბრობდით და გავიგე, რომ ნოველას - "ბაბუს მევალე" იღებდა. ჩემებურად როლზე წავიოცნებე, "გადაგიღებო", - მითხრა. მაშინ ეს ფრაზა, სიტყვის მასალა მეგონა, მაგრამ როცა გადაღებაზე დამირეკა, - მოდიო, - თბილისში არ ვიყავი. არ იდარდო, კარგ კინოში, კარგ როლზე მაინც დაგაკავებო. ასე დაიწყო ჩემი და კინოს ისტორია და ასევე, ჩემი და ბექას მეგობრობაც.

დიახ, კინოს ჰოლივუდის ჯგუფი იღებს, ტექნიკური მხარე მათია. ეს რეჟისორისთვის მეორე ფილმია, ხოლო ნოველამ - "ბაბუს მევალე" 7 ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი გახდა (სხვადასხვა ნომინაციაში). ბექა ამჟამად სრულმეტრაჟიან ფილმს იღებს.

- რა როლი გაქვს და გადაღებები როდის დაიწყება?

- თავიდან ექთანი ვიყავი, ახლა გაირკვა, რომ ექიმი ვარ, დამაწინაურეს (იღიმის). გადაღებები თებერვალში დაიწყება და 3 თვეში დასრულდება, როგორც რეჟისორმა მითხრა, მთელი ჯგუფი უკვე გაფრთხილებულია და ყველა მზადყოფნაშია. ოფიციალური მოწვევა მეც მომივიდა. ჩემი ფოტო, ჰოლივუდის ტრადიციის მიხედვით, კინოაკადემიის სტენდზე ჰკიდია, ფილმის სხვა ჰოლივუდის მსახიობებთან ერთად...

- რა მოლოდინი გაქვს?

- არ მაქვს უფლება, ფილმის ბიუჯეტი გავამხილო, თორემ თავადაც მიხვდებოდით, რომ საკმაოდ სერიოზულ კინოზეა ლაპარაკი. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც პროდუქტი ჰოლივუდს ეკუთვნის. "მთავარია ხალხს მოეწონოს, იყოს ისეთი ღირებული და ადამიანური სცენები, რომ როცა ახალგაზრდა ნახავს, მისთვის ადამიანური მორალი აღმატებით ხარისხში იყოს აღქმული, იდოს სული, რომელსაც ქართული ჰქვია, რაც მსოფლიოს ჩვენს ქვეყანას კიდევ სხვა კუთხით დაანახებს", - ასე ფიქრობს რეჟისორი.

იმის გამო, რომ ბექას პირველივე პროექტი წარმატებულია, ახალი ფილმის ყველა მონაწილე, ბუნებრივია, წარმატების მისაღწევად მზად ვართ. ამიტომ მხოლოდ წარმატების მოლოდინი არსებობს და შემდგომი უფრო გრანდიოზული გეგმები. ასეთი სტარტი კი იმედია, დიდი გზის კეთილი დასაწყისია... არ მინდა, დავაკონკრეტო, თუმცა მაქვს უფლება, გითხრათ, რომ არსებობს მონახაზი, ამის შემდგომ პროექტზეც, სადაც ასევე მოვიაზრები.

- მოკლედ, ეს შენი პირველი კინოროლი იქნება, ხომ?

- დიახ, პირველი კინოროლია. სწორად აღნიშნეთ, სწორედ კინოროლია და არა ეპიზოდური, ვნახოთ, საკუთარი თავის თამაში რამდენად გამიადვილდება და რატომ საკუთარი თავის: როცა რეჟისორს ვკითხე, გამიჭირდება თუ არა თამაში-მეთქი? მითხრა - "არა", რადგან გმირში შენი ხასიათია თავიდან ბოლომდეო. როლის გადათამაშების, ზედმეტობისა და არაბუნებრივი სახეების წინააღმდეგია, მარტივი და ბუნებრივი, რეალური სახეებია მისთვის მისაღები. ბექა წამზომით მუშაობს და გადასაღებ მოედანზეც საკმაოდ მომთხოვნია, შეცდომის დაშვების უფლებას, როგორც სხვებისგან ვიცი, საკუთარ თავსაც არ აძლევს.

- ასე გავიგე, რომ გადაღებამდე თითქოს ორი კვირის განმავლობაში მძიმე ავადმყოფებთან უნდა მოგიხდეს საავადმყოფოში ცხოვრება. ეს ფილმის მომავალი ეპიზოდია, თუ მანამდე, მისთვის საჭირო მოსამზადებელი პერიოდი?

- დეკემბრის დასაწყისში მოსამზადებელი სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდება და ფილმის გადაღებაც დაიწყება... გცოდნიათ დეტალები (იცინის), დიახ, "რამდენიმე კვირა უნდა ჩაგკეტო საავდმყოფოში", - მითხრა რეჟისორმა და რეალურად ავადმყოფებთან ცხოვრება მომიწევს.

- რეჟისორი ბექა სიხარულიძე გივი სიხარულიძის შვილია. მამასაც ხომ არ ათამაშებს ფილმში?

- ბექა ღირსეული, პროფესიონალი, გაკრიალებული სულის შემოქმედია. ამჩნევს სხვის ნიჭს და ამის აღიარება უხარია, საოცარი შვილია, ძმაა. მოულოდნელი და სასიამოვნო ისტორიები მის ირგვლივ ადამიანებს მუდმივად აქვთ, რაც თავად დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ახლახან მამა გახდა და პატარა გივი მოევლინა ქვეყანას. ახლა ორი გივი, ორი სიხარულიძე ახარებს მის გულს და ვულოცავ! ვულოცავ ასევე 7 ფესტივალის 8 ნომინაციაში გამარჯვებას. კინოაკადემიიდან ფესტივალების ჟიურის წევრადაც იყო მიწვეული და 2 ფესტივალი კიდევ წინ აქვს. ვუსურვებ გამარჯვებას და წარმატებას ყველგან და ყველაფერში. რაც შეეხება მის მამას, ეპატაჟურ - გივი სიხარულიძეს, რომელსაც მე "აწყვეტილ სიცოცხლეს" ვეძახი, ამას საიდულმოდ დავტოვებ, შვილისგან სიურპრიზებითაა განებივრებული...

- რა ერქმევა ფილმს?

- სახელწოდებაზე და ფინალზე არ საუბრობენ, მოქმედება საავადმყოფოში მიმდინარეობს, გადაღებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია დაგეგმილი, მათ შორის საქართველოშიც. რეჟისორი ფინალზე ამბობს, რომ ამას გადაღების დასრულებისას გაიგებთო.

- ახლა უშუალოდ შენ რომ დაგიბრუნდეთ. პოეტი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, მსახიობი, - რამდენი პროფესია შეიძლება შეითავსო?

- როცა მზემ ამოსვლა იჩქარა,/ რუსაც ოდნავ რომ აერია რელსი,/ მარტო დავრჩი და მაშინ,/ დაიწერა ლექსი... ის, რაც ვერ ვთქვი პროფესიაში, მათქმევინეს ლექსში, რაღაც პიკანტური, პირადული... მერე მომეწონა, ისტორია შეეხო სხვასაც და ამიტომაც დამექვა პოეტი... ლექსი ვის არ დაუწერია, მაგრამ როცა მითხრეს, ფილიგრანული პოეზია გაქვსო, გამიხარდა და წერას ვაგრძელებ. ჟურნალისტობა ჩემი ბავშვობის ახირებაა, მასთან შეამხანაგებულ წლებზე ახლა და აქ, საუბარს არ ვაპირებ; ტელეწამყვანობა კი სულ სხვაა, ზღვაა, სარკეა, გადაწეული ფარდაა; მსახიობობის კი, რა გითხრათ, - ეს უკვე გამოწვევაა.

ამ ჩამოთვლილთაგან პროფესია ერთია, თუმცა ისიც ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა, ასეა ლექსიც. ყველაფერი რასაც ვაკეთებ, ალბათ ის არის, რომ გზას ვაძლევ იმ ყველა უნარს, რაც კი შეიძლება ჩემში იყოს. საქრთველოში ჟურნალისტები კი არა, მეფეებიც კი იყვნენ პოეტები. პოეტები იყვნენ მეფეებიც და უპოვარი მდაბიონიც. ეს უკანასკნელნი კი უფრო მეტ სიმდიდრეს ტოვებდნენ, გააჩნია ღვთისგან ვის როგორი ნიჭი დაჰყვება, მე ჩემსას ვამზეურებ, თუ აქედან რამე დარჩება, ჩავთვლი, რომ ღმერთმა დამაჯილდოვა. პროფესია კი ცხოვრების წესია, ერთგვარი რეჟიმია, საქმეა, რითაც ვარ დაკავებული. მსახიობობაში ერთად ვნახავთ, რა გამოვა, სურვილები, იდეები, მოლოდინები არსებობს, მაგრამ შედეგს ვერავის დავუმალავ, შემფასებელი ქვეყანაა, ამიტომ ბუნებრივია, ვღელავ, თუ ლექსზე ვიტყვი - ასე ვხედავ და ასე ვწერ, ჩემს შესრულებულ როლზე იქნება დამოკიდებული ამ მიმართულებით ვივარგებ თუ არა. ეს ხომ პირველია, დაველოდოთ, ჯერ ვერ დავირქმევ მსახიობს.

- რას ნიშნავს პარალელურად ამდენი საქმის კეთება შენთვის?

- კარგი კითხვაა, დაღლასა და აზარტს. ეს მოკლედ, ისე, არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგრამ ვგრძნობ, რომ დინამიკაში პულსის აჩქარებაა, დროსთან ერთად, ჩემთვის უფრო საინტერესოა, მუხტია. დიდი პაუზები კალაპოტიდან მაგდებს, მანარცხებს. მივხვდი, რომ ბევრი ვარ, თუმცა ამავე დროს ერთიც. ცეზარი ვერ ვიქნები, მაგრამ ჯერჯერობით ვახერხებ და ყველაფერს ვასწრებ. დღე ეკრანზე, ღამე ლექსებთან, კვირის ბოლოს გადასაღებ მოედანზე, რეჟისორთან და რა თქმა უნდა, ჩემ როლთან, ჩემი გმირით ცხოვრებას უნდა მივეჩვიო, როლს ვხვეწავ. ერთი როლისთვის, ექიმის თვისებებს ვიმუშავებ, აქაც არის ურთიერთგამომირიცხავი სივრცე, - ერთი ადამიანის გაწირვისა და მეორე ადამიანის გადარჩენის...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება