სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვაქციოთ ყვავილი ოქროდ - საქართველოდან ოფი­ციალურად თეთრყვავილას 15 მილიონი ბოლქვი გადის
როგორ ვაქციოთ ყვავილი ოქროდ - საქართველოდან ოფი­ციალურად თეთრყვავილას 15 მილიონი ბოლქვი გადის

მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის­თვის ყვა­ვი­ლე­ბის ინ­დუსტრი­ას უზარ­მა­ზა­რი მო­გე­ბა მო­აქვს. მსოფ­ლი­ო­ში ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მწარ­მო­ებ­ლე­ბი არი­ან აშშ, ჰო­ლან­დია, ჩი­ნე­თი, თურ­ქე­თი, ინ­გლი­სი... ბოლო წლებ­ში მათ კე­ნია და ეთი­ო­პია შე­უ­ერ­თდნენ, - 2005 წლი­დან ეთი­ო­პია, ჰო­ლან­დი­ის შემ­დეგ, მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა ვარ­დე­ბის წარ­მო­ე­ბით.

ჩვენ­თან რო­მე­ლი ყვა­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს ამ­გვა­რი მო­გე­ბის მომ­ტა­ნად, რო­მელ ქარ­თულ ყვა­ვილ­ზეა მო­თხოვ­ნა­ უცხო­ეთ­ში? შე­საძ­ლოა, ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყოს, მაგ­რამ თეთრყვა­ვი­ლამ და ყო­ჩი­ვარ­დამ ევ­რო­პა­ში ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნეს. ორი­ვე ვე­ლუ­რი ფლო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. უცხო­ეთ­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა ამ ყვა­ვი­ლე­ბის ბოლ­ქვებ­ზე. მათი უცხო­ეთ­ში გა­ტა­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყდა, თუმ­ცა, რო­გორც გა­ირ­კვა, დრო­ე­ბით - რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა სო­ჭის გირ­ჩი­სა და გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე მყო­ფი ვე­ლუ­რი ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის სა­ხე­ო­ბე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ. თეთრყვა­ვი­ლას ბოლ­ქვე­ბით ანდა ყო­ჩი­ვარ­დას გორ­გლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზი­ის­თვის აუქ­ცი­ო­ნი მო­ე­წყო­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ამ ყვა­ვი­ლე­ბის ბოლ­ქვე­ბის ექ­სპორ­ტი აღ­დგე­ბა. რას გუ­ლის­ხმობს ეს პრო­ცე­სი და რისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა სა­ჭი­რო ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან მცე­ნა­რე­თა ექ­სპორ­ტი­რე­ბი­სას, გვე­სა­უბ­რე­ბა მკვლე­ვა­რი, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვ. გუ­ლი­საშ­ვი­ლის სა­ტყეო ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ნანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი:

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ძი­ე­ბუ­ლი ამ ყვა­ვი­ლე­ბის ბოლ­ქვე­ბის გა­ტა­ნა უცხო­ეთ­ში მას­შტა­ბუ­რად იზ­რდე­ბო­და. დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის სიმ­რავ­ლემ და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბამ ამ მშვე­ნი­ე­რი ყვა­ვი­ლე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას ჩრდი­ლი ვერ მი­ა­ყე­ნა. ყო­ჩი­ვარ­დას ფე­ნო­მე­ნი ჩვენ­თან ის­ტო­რი­უ­ლად არის ცნო­ბი­ლი. ეს კოხ­ტა, ფო­თოლ­ზე თეთრლაქ­ები­ა­ნი, მო­ვარ­დის­ფრო-მო­წი­თა­ლო ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი მცე­ნა­რე ად­რე­ულ გა­ზა­ფხულ­ზე­ვე ყვა­ვი­ლობს, გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ველ მა­უ­წყებ­ლა­დაც სწო­რედ მისი თა­ი­გუ­ლე­ბი გა­მო­აქვთ გა­სა­ყი­დად. ეს ყვა­ვი­ლი მრავ­ლდე­ბა ბოლ­ქვე­ბი­და­ნაც, ფე­სუ­რი­თაც და თეს­ლი­თაც. დაყ­ვა­ვი­ლე­ბის შემ­დეგ მცე­ნა­რე­ თესლს­ სპი­რა­ლუ­რად შე­მო­ეხ­ვე­ვა და მი­წა­ში ჩა­აქვს. დე­კო­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნის გარ­და, ყო­ჩი­ვარ­და ოდით­გან­ვე სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა იყო ფრონ­ტი­ტის, ჰა­ი­მო­რი­ტის, ნევ­რალ­გი­ის, ასე­ვე საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მოშ­ლის, რევ­მა­ტი­უ­ლი ტკი­ვი­ლი­სას. ბოლო წლებ­ში ყო­ჩი­ვარ­დას ნა­ყე­ნი აფ­თი­ა­ქებ­შიც იყი­დე­ბა. ამ­დე­ნად, მოულ­ოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, როცა უცხო­ეთ­ში ამ მცე­ნა­რით და­ინ­ტე­რეს­დნენ. თეთრყვა­ვი­ლას ის­ტო­რია კი სა­ინ­ტე­რე­სოა არა მხო­ლოდ უცხო­ეთ­ში ექ­სპორ­ტი­რე­ბის, არა­მედ მისი აღ­მო­ჩე­ნი­სა და გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლის თვალ­საზ­რი­სი­თაც. უცხო­ეთ­ში რაც გა­აქვთ, მას ვო­რო­ნო­ვის თეთრყვა­ვი­ლა ეწო­დე­ბა. ის გა­ზა­ფხუ­ლის ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლია და მხო­ლოდ გან­სა­ზღვრულ არე­ალ­ში ვრცელ­დე­ბა: აფხა­ზეთ­ში, გუ­რი­ა­ში, აჭა­რა­ში, გვხვდე­ბა თურ­ქეთ­ში, ასე­ვე კრას­ნო­და­რის მხა­რე­შიც.

დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ზოგ­ჯერ შუა ზამ­თარ­შიც ჩა­მო­აქვთ გა­სა­ყი­დად აჭა­რი­დან. ის ფოთ­ლო­ვან ტყე­ებ­ში იზ­რდე­ბა და ძა­ლი­ან "ჭკვი­ა­ნუ­რა­დაც": ყვა­ვი­ლო­ბას მა­შინ იწყებს, როცა ხე­ებს ფოთ­ლე­ბი შე­მო­ძარ­ცუ­ლი აქვს - ყო­ჩი­ვარ­დას თეთრყვა­ვი­ლას ამ დროს მზე, სით­ბო სჭირ­დე­ბა, შე­მო­ძარ­ცვუ­ლი ტყი­დან კი მზის სხი­ვე­ბი იო­ლად ხვდე­ბა. ყვა­ვი­ლო­ბას იან­ვრის შუა რი­ცხვე­ბი­დან იწყებს. როცა ტყე ფო­თოლს მო­ის­ხამს, უკვე დაყ­ვა­ვი­ლე­ბუ­ლი თეთრყვა­ვი­ლა ფოთ­ლო­ვა­ნი ტყის ტე­ნი­ა­ნო­ბას სა­ჭი­რო­ებს თეს­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბის­თვის (თეს­ლი­დან აღ­მო­ცე­ნე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 5 წე­ლი­წადს ან­დო­მებს, აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი კი მე-4-5 წე­ლი­წადს ყვა­ვი­ლობს) ან ბოლ­ქვის გამ­რავ­ლე­ბა დამ­სხვი­ლე­ბის­თვის. ბოლ­ქვი ფე­სუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­და­რე­ბით სწრა­ფად მრავ­ლდე­ბა - მო­მა­ვა­ლი გა­ზა­ფხუ­ლის­თვის შე­იძ­ლე­ბა თეთრყვა­ვი­ლას 1 ტუ­ბე­რის გვერ­დით 3-4 ახა­ლი გაჩ­ნდეს, ყვა­ვი­ლე­ბი ამ ტუ­ბე­რე­ბი­და­ნაც ამო­ვი­დეს და მა­თაც იყ­ვა­ვი­ლონ. სწო­რედ ამ ტუ­ბე­რებ­ზეა უცხო­ეთ­ში მო­თხოვ­ნა. თეთრყვა­ვი­ლას ტუ­ბე­რე­ბის ბაზ­რის­თვის ძი­რი­თა­დი მიმ­წო­დე­ბე­ლი ჰო­ლან­დი­აა, რომე­ლსაც ეს ბოლ­ქვე­ბი მკაც­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოჰ­ყავს. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მათი კა­ლიბ­რი (ზომა), აღ­მო­ცე­ნე­ბის უნა­რი­ა­ნო­ბა, და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სად­მი მდგრა­დო­ბა, სი­ჯან­სა­ღე, ფორ­მა. ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად თეთრყვა­ვი­ლას 15 მლნ ბოლ­ქვი გა­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორ ვაქციოთ ყვავილი ოქროდ - საქართველოდან ოფი­ციალურად თეთრყვავილას 15 მილიონი ბოლქვი გადის

როგორ ვაქციოთ ყვავილი ოქროდ - საქართველოდან ოფი­ციალურად თეთრყვავილას 15 მილიონი ბოლქვი გადის

მრავალი ქვეყნისთვის ყვავილების ინდუსტრიას უზარმაზარი მოგება მოაქვს. მსოფლიოში ყვავილების ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან აშშ, ჰოლანდია, ჩინეთი, თურქეთი, ინგლისი... ბოლო წლებში მათ კენია და ეთიოპია შეუერთდნენ, - 2005 წლიდან ეთიოპია, ჰოლანდიის შემდეგ, მეორე ქვეყანაა ვარდების წარმოებით.

ჩვენთან რომელი ყვავილი შეიძლება იქცეს ამგვარი მოგების მომტანად, რომელ ქართულ ყვავილზეა მოთხოვნა­ უცხოეთში? შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელი იყოს, მაგრამ თეთრყვავილამ და ყოჩივარდამ ევროპაში ფურორი მოახდინეს. ორივე ველური ფლორის წარმომადგენელია. უცხოეთში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ამ ყვავილების ბოლქვებზე. მათი უცხოეთში გატანა მოულოდნელად შეწყდა, თუმცა, როგორც გაირკვა, დროებით - რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება სოჭის გირჩისა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ. თეთრყვავილას ბოლქვებით ანდა ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიისთვის აუქციონი მოეწყობა. ეს ნიშნავს, რომ ამ ყვავილების ბოლქვების ექსპორტი აღდგება. რას გულისხმობს ეს პროცესი და რისი გათვალისწინებაა საჭირო ჩვენი ქვეყნიდან მცენარეთა ექსპორტირებისას, გვესაუბრება მკვლევარი, აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნანა გოგინაშვილი:

- წლების განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე მოძიებული ამ ყვავილების ბოლქვების გატანა უცხოეთში მასშტაბურად იზრდებოდა. დეკორატიული მცენა­რეების სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ ამ მშვენიერი ყვავილების პოპულარობას ჩრდილი ვერ მიაყენა. ყოჩივარდას ფენომენი ჩვენთან ისტორიულად არის ცნობი­ლი. ეს კოხტა, ფოთოლზე თეთრლაქ­ებიანი, მოვარდისფრო-მოწითალო ყვავილებიანი მცენარე ადრეულ გაზაფხულზევე ყვავილობს, გაზაფხულის პირველ მაუწყებლადაც სწორედ მისი თაიგულები გამოაქვთ გასაყიდად. ეს ყვავილი მრავლდება ბოლქვებიდანაც, ფესურითაც და თესლითაც. დაყვავილების შემდეგ მცენარე­ თესლს­ სპირალურად შემოეხვევა და მიწაში ჩააქვს. დეკორატიული მიზნის გარდა, ყოჩივარდა ოდითგანვე სამკურნალო საშუალება იყო ფრონტიტის, ჰაიმორიტის, ნევრალგიის, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლის, რევმატიული ტკივილისას. ბოლო წლებში ყოჩივარდას ნაყენი აფთიაქებშიც იყიდება. ამდენად, მოულ­ოდნელი არ ყოფილა, როცა უცხოეთში ამ მცენარით დაინტერესდნენ. თეთრყვავილას ისტორია კი საინტერესოა არა მხოლოდ უცხოეთში ექსპორტირების, არამედ მისი აღმოჩენისა და გავრცელების არეალის თვალსაზრისითაც. უცხოეთში რაც გააქვთ, მას ვორონოვის თეთრყვავილა ეწოდება. ის გაზაფხულის ულამაზესი ყვავილია და მხოლოდ განსაზღვრულ არეალში ვრცელდება: აფხაზეთში, გურიაში, აჭარაში, გვხვდება თურქეთში, ასევე კრასნოდარის მხარეშიც.

დედაქალაქის ქუჩებში ზოგჯერ შუა ზამთარშიც ჩამოაქვთ გასაყიდად აჭარიდან. ის ფოთლოვან ტყეებში იზრდება და ძალიან "ჭკვიანურადაც": ყვავილობას მაშინ იწყებს, როცა ხეებს ფოთლები შემოძარცული აქვს - ყოჩივარდას თეთრყვავილას ამ დროს მზე, სითბო სჭირდება, შემოძარცვული ტყიდან კი მზის სხივები იოლად ხვდება. ყვავილობას იანვრის შუა რიცხვებიდან იწყებს. როცა ტყე ფოთოლს მოისხამს, უკვე დაყვავილებული თეთრყვავილა ფოთლოვანი ტყის ტენიანობას საჭიროებს თესლის აღმოცენებისთვის (თესლიდან აღმოცენებას დაახლოებით 5 წელიწადს ანდომებს, აღმოცენებული კი მე-4-5 წელიწადს ყვავილობს) ან ბოლქვის გამრავლება დამსხვილებისთვის. ბოლქვი ფესურების საშუალებით შედარებით სწრაფად მრავლდება - მომავალი გაზაფხულისთვის შეიძლება თეთრყვავილას 1 ტუბერის გვერდით 3-4 ახალი გაჩნდეს, ყვავილები ამ ტუბერებიდანაც ამოვიდეს და მათაც იყვავილონ. სწორედ ამ ტუბერებზეა უცხოეთში მოთხოვნა. თეთრყვავილას ტუბერების ბაზრისთვის ძირითადი მიმწოდებელი ჰოლანდიაა, რომე­ლსაც ეს ბოლქვები მკაცრი სტანდარტების შესაბამისად მოჰყავს. გათვალისწინებულია მათი კალიბრი (ზომა), აღმოცენების უნარიანობა, დაავადებებისადმი მდგრადობა, სიჯანსაღე, ფორმა. ყოველწლიურად საქართველოდან ოფი­ციალურად თეთრყვავილას 15 მლნ ბოლქვი გადის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია