შეიძლება ითქვას, რომ ქველმოქმედება დღეს ტრენდად იქცა. წარმოგიდგენთ რეალურ ისტორიებს მდიდარი ადამიანების შესახებ, რომლებმაც მთელი თავისი ქონება ქველოქმედებაში დახარჯეს.
ვლადისლავ ტეტუხინი (მსხვილი მეტალურგიული კომპანიის ყოფილი მფლობელი)
სვერდლოვსკელი ოლიგარქი 80 წლის ასაკში არ შეუდგა ვილების შეძენას და არც სუპერმოდელი საყვარლები გაუჩენია. მან მთელი თავის აქციები გაიყდა და აღებული 3,3 მილიარდით სამედიცინო ცენტრი ააშენა. სამომავლოდ მილიარდერი სასტუმროს აშენებას, კლინიკის თანამშრომლებისთვის ახალი 350 სახლის აგებას, სტუდენტებისთვი საერთო საცხოვრებლის აშენებას, სატრანსპორტო ბლოკის და ვერტმფრენის მოედნის შექმნას გეგმავს. ამჟამად ტეტუხინი სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორია და 82 წლის ასაკში ზუსტად ცხრა საათზე ცხადდება სამსახურში კვირაში ექვსი დღის განმავლობაში. ჩინოვნიკებმა ტეტუხინის ბიზნესს ალტრუიზმი უწოდეს.
ჩაკ ფინი (Duty Free-ს შემქმნელი)
1988 წელს ჟურნალმა "ფორბსმა" ჩაკ ფინი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 31-ე ადგილზე დაასახელა და ეს გარკვეულწილად უზუსტობა იყო - ამ დროისთვის ფინის ქონება მას აღარ ეკუთვნოდა. ფინი ანონიმურად წირავდა თავის ფულს ორგანიზაციებს. ხშირად თავად მიმღებებმა არ იცოდნენ ვინ აფინანსებდა მათ. ჩაკ ფინის ფონდი "The Atlantic Philanthropies" ახორციელებს ყველანაირ ქველმოქმედებას. ჯამში ამ ფონდმა 6,2 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა ამერიკას. ცნობილია, რომ ჩაკს ხუთი შვილი ჰყავს, პირველ ცოლს კი გაშორებულია. მისი ოჯახი ჩვეულებრივი მილიონერების ფუფუნებით სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, მხოლოდ ჩაკ ფინი ცხოვრობს, როგორც საშუალო ფენის წარმომადგენელი.
ულავ ტუნი (ნორვეგიელი მილიარდერი)
მთელი თავის ქონება (დაახლოებით ექვსი მილიარდი დოლარი) მან სამედიცინო კვლევების დაფინანსებაში დახარჯა. ტუნმა გადაწყვიტა, რომ ფული რომელსაც მთელი ცხოვრება შოულობდა სჯობდა სასარგებლო საქმისთვის მოეხმარა. თავად ტუნი დაოჯახებულია, მაგრამ შვილები არ ჰყავს. ცხოვრობს მოკრძალებულად. "მე მაქვს ველოსიპედი და თხილამურები, ჭამით კი ცოტას ვჭამ. ასე რომ, ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება" - აცხადებს ის ინტერვიუებში.
ტიმ კუკი ("ეფლის" გენერალური დირექორი)
მისი ქონება 800 მილიონ დოლარადაა შეფასებული. თითქმის მთელ ქონების დახარჯვას 54 წლის ბიზნესმენი ქველმოქმედებაში გეგმავს. მას შემდეგ, რაც თავის ათი წლის ძმის შვილს უმაღლეს განათლებას მიაღებინებს. ის არ აზუსტებს კონკრეტულად საით მიმართავს ფინანსებს, მაგრამ ამბობს, რომ უკვე დაიწყო შემოწირულობების გაღება. მან განაცხადა, რომ აპირებს სისტემურად მიუდგეს ქველმოქმედებას და უბრალოდ ჩეკების გამოწერას არ დაიწყებს.
საუდის პრინცი ალ ვალიდი
ცოტა ხნის წინ პრინცმა განაცხადა, რომ მთელს თავის ქონებას ქველმოქმედებაში დახარჯავს. პირველ რიგში ის ორგანიზაციებს დაეხმარება, რომლებიც ქალების უფლებებისთვის იბრძვიან, აგრეთვე განუკურნებელი დაავადებების კვლევას დააფინანსებს. დაეხმარება სტიქიური უბედურებისას დაშვებულ ადამიანებს და ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციაზე იზრუნებს. ალ ვალიდის ქონება 2015 წლისთვის 21,5 მილიარდი დოლარია.