პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი გარდაცვლილი, ათეულობით დაშავებული და დაკავებული - უკრაინის შსს რადასთან მომხდარი არეულობების შედეგებზე
ერთი გარდაცვლილი, ათეულობით დაშავებული და დაკავებული - უკრაინის შსს რადასთან მომხდარი არეულობების შედეგებზე

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გუ­შინ კი­ევ­ში უმაღ­ლეს რა­დას­თან მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა შე­სა­ხებ ბოლო მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც უწყე­ბის პრესს­პი­კე­რი, არ­ტი­ომ შევ­ჩენ­კო "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, და­შა­ვე­ბუ­ლია 141 ადა­მი­ა­ნი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ და­შა­ვე­ბუ­ლია 141 ადა­მი­ა­ნი, 131 პო­ლი­ცი­ე­ლი და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წევ­რია, 10 მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია, და­ვა­კა­ვეთ 18 აქ­ტი­ვის­ტი, 13 კი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია", - წერს უკ­რა­ი­ნის შსს-ის პრესს­პი­კე­რი.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, და­პი­რის­პი­რე­ბის დროს ერთ-ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. კი­ევ­ში შე­ტა­კე­ბა გუ­შინ მოხ­და. დე­მონ­სტრან­ტებ­მა რა­დას შე­ნო­ბა­ში შეჭ­რა სცა­დეს, სა­დაც დე­პუ­ტა­ტე­ბი დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მსჯე­ლობ­დნენ. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ო­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი თვითთ­მარ­თვე­ლო­ბე­ბის, მათ შო­რის დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქე­ბის უფ­ლე­ბას­მო­სი­ლე­ბის გაზ­რდას გუ­ლის­ხმობს, რა­დამ და­ამ­ტკი­ცა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ე­ბი მთავ­რო­ბას დონ­ბას­ში სე­პა­რა­ტის­ტე­ბის­თვის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მი­ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ამ დრო­ის­თვის კი­ევ­ში სიმ­შვი­დეა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ერთი გარდაცვლილი, ათეულობით დაშავებული და დაკავებული - უკრაინის შსს რადასთან მომხდარი არეულობების შედეგებზე

ერთი გარდაცვლილი, ათეულობით დაშავებული და დაკავებული - უკრაინის შსს რადასთან მომხდარი არეულობების შედეგებზე

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ კიევში უმაღლეს რადასთან მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავებულთა შესახებ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს. როგორც უწყების პრესსპიკერი, არტიომ შევჩენკო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, დაშავებულია 141 ადამიანი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, სულ დაშავებულია 141 ადამიანი, 131 პოლიციელი და ეროვნული გვარდიის წევრია, 10 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, დავაკავეთ 18 აქტივისტი, 13 კი გათავისუფლებულია", - წერს უკრაინის შსს-ის პრესსპიკერი.

უკრაინული მედიის ცნობით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი სამართალდამცველი გარდაიცვალა. კიევში შეტაკება გუშინ მოხდა. დემონსტრანტებმა რადას შენობაში შეჭრა სცადეს, სადაც დეპუტატები დეცენტრალიზაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობდნენ. საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითთმართველობების, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უფლებასმოსილების გაზრდას გულისხმობს, რადამ დაამტკიცა.

აქციის მონაწილეეები მთავრობას დონბასში სეპარატისტებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაში ადანაშაულებენ. ამ დროისთვის კიევში სიმშვიდეა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა