სამტრედიის მუნიციპალიტეტში კადრების დანიშვნის საკითხს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე აგვარებს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელი ემზარ შუბლაძე საუბრობს. თუმცა, შუბლაძე აღნიშნავს, რომ კალაძის ნათესავები ადგილობრივ თვითმმართველობაში არ არიან დასაქმებული.
"კალაძის ნათესავები რომ გითხრათ არ არიან დასაქმებულები, მაგრამ მამამისის კარლოს გარეშე კაცი არ ინიშნება სამტრედიაში. ოფიციალურად არსად არ ფიგურირებს. ერთადერთი, საფეხბურთო გუნდის მეპატრონეა, მაგრამ იქაც არ დადის. სტადიონთან ახლოს საცურაო აუზი გვაქვს, სადაც მოიწყო კაბინეტი და იქ მიდის ხოლმე გამგებელი. დონ კარლიოტოს ეძახიან", - განმარტავს შუბლაძე.