მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შემიძლია "სლავესნი ანანიზმი" და მიკიბულ-მოკიბული პასუხები" - გია ჯაჯანიძის გულწრფელი პოზიცია "იმედზე" მიმდინარე მოვლენებზე
"არ შემიძლია "სლავესნი ანანიზმი" და მიკიბულ-მოკიბული პასუხები" - გია ჯაჯანიძის გულწრფელი პოზიცია "იმედზე" მიმდინარე მოვლენებზე

რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ თოქ­შო­უ­ე­ბი დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღი­ნიშ­ნუ­ლი, "ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, შევ­ცვა­ლოთ არ­სე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის ფორ­მა­ტი და შე­ვი­მუ­შა­ოთ თვი­სობ­რი­ვად ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც შევ­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს 2016 წლი­დან".

მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერს პრო­ექ­ტე­ბი "რე­აქ­ცია" და "იმე­დის კვი­რა" შე­ე­წი­რა. ინგა გრი­გო­ლი­ამ კი ამ ფაქტს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწო­და...

არხზე პო­ლი­ტი­კუ­რი სეგ­მენ­ტის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ არხი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს გა­სარ­თობ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ამი­ტომ ჩვენ გია ჯა­ჯ­ნი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნულ არხზე, რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუ - "სხვა რა­კურ­სით" მიჰ­ყავს.

- რა შე­ფა­სე­ბას გა­უ­კე­თებ ცვლი­ლე­ბას "იმე­დის" არხზე, რა­საც ორი დიდი პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტოკ-შოუს და­ხურ­ვა მოჰ­ყვა?

- ყო­ველ­თვის მი­ჭირს აზ­რის გა­მოთ­ქმა იმა­ზე, რაც არ ვიცი. თან, მი­მაჩ­ნია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი შე­ფა­სე­ბა არაფ­რის მომ­ცე­მია.

და­ვუშ­ვათ, არ­ხმა მი­ი­ღო გა­და­წყვი­ტი­ლე­ბა - პრო­ტეს­ტი გა­მოვ­თქვა? ან კი­დევ, ვთქა "პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა", რო­გორ გა­ბე­დეს? მერე რა ვქე­ნი ამით?! არ შე­მიძ­ლია "სლა­ვეს­ნი ანა­ნიზ­მი"...

ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი­თა და ცრუ აზ­რე­ბის მოს­მე­ნით ხალ­ხი და­ი­ღა­ლა. ამი­ტომ არ და­ვე­ძებ, რა მოხ­და, მით უფრო, რომ მოხ­და უკვე.

ერთი ვიცი და ეს ყვე­ლამ იცის, რომ ინგა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და მა­გა­რი გუნ­დი ჰყავს.

- ინგა გრი­გო­ლი­ამ ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწო­და...

- ინ­გამ ჩემ­ზე კარ­გად იცის, რა მოხ­და, მგო­ნი, იმა­ზე ბევ­რიც იცის ვინც, უნდა იცო­დეს. არ შე­მიძ­ლია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და მი­კი­ბულ-მო­კი­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი... ჩემი კო­ლე­გე­ბი ძი­რი­თა­დად არც მწვადს წვა­ვენ და არც - შამ­ფურს, უნ­დათ, მა­რა­ქა­ში გა­ე­რი­ონ და არა­ვის აწყე­ნი­ნონ. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, არც ერთ ეტაპ­ზე სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ და­მი­ჯე­რე­ბია, იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლო "თა­ვი­სუ­ფა­ლი" გახ­და. დღეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კუ­რია, რაც სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა. დიახ, ასეა.

- რაკი ეს გა­და­ცე­მე­ბი და­ი­ხა­უ­რა, ამის ხარ­ჯზე თქვენს ტოკ-შოუს ხომ არ გა­ე­ზარ­და ვთქვათ, ბი­უ­ჯე­ტი და ტექ­ნი­კუ­რი ბაზა მე­ტად გაძ­ლი­ერ­დე­ბა?

- არა მგო­ნია ეს მოხ­დეს, თუმ­ცა კარ­გი კი იქ­ნე­ბო­და. დიდი მად­ლო­ბა იდე­ის მო­წო­დე­ბის­თვის. მაგ სა­კითხს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ყე­ნებ.

- თა­ვად რას ელო­დე­ბი ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზო სე­ზო­ნის­გან? რა­ი­მე მსგავ­სი საფრ­თხე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს თქვენს პრო­ექტსაც, რად­გა­ნაც რო­გორც ინგა გრი­გო­ლია ამ­ბობს, ფაქ­ტის წი­ნა­შე და­ყე­ნეს. წი­ნას­წარ მის­თვის არა­ვის შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ.

- წელს ვე­ლო­დე­ბი სას­წა­ულ წარ­მა­ტე­ბას, მა­ღალ რე­ი­ტინგს, ბევრ მოგ­ზა­უ­რო­ბას. ძა­ლი­ან დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს. სა­ტე­ლე­ვი­ზიო წლის და­წყე­ბის წინ სწო­რედ ამას ვფიქ­რობ, მაგ­რამ თუ "სხვა რა­კურსს" და­ხუ­რა­ვენ, დღეს­ვე და­ხუ­რონ და აქვე გა­ვი­მე­ო­რებ ჩემს ცნო­ბილ ფრა­ზას - რას და­ვე­ძებ!..

რა ვი­ზამ? ვე­რა­ფერ­საც ვერ ვი­ზამ და ვერც ვი­ნერ­ვი­უ­ლებ. დიდ კაც­თან პა­ტა­რა კაც­სა რო­დის გას­ვლია მარ­თა­ლი?! თან, ისე­თი ხან­მოკ­ლეა ცხოვ­რე­ბა, რომ არ შე­მიძ­ლია ტყუ­ილ ბრძო­ლა­ში ჩა­ვერ­თო. უნ­დათ გა­და­ცე­მა, კარ­გია, არ უნ­დათ და ისიც კარ­გია!

თუ და­მი­ხუ­რეს გა­და­ცე­მა, გა­მო­ვალ ქუ­ჩა­ში და შო­უ­ებს დავ­დგამ, ქუ­ჩის არ­ტის­ტე­ბი მა­ინც არ გვყავს, თა­ნაც, პუ­რის ფულს ვი­შო­ვი და ლა­ღად, ხალ­ხთან ერ­თად ვი­ცხოვ­რებ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"არ შემიძლია "სლავესნი ანანიზმი" და მიკიბულ-მოკიბული პასუხები" - გია ჯაჯანიძის გულწრფელი პოზიცია "იმედზე" მიმდინარე მოვლენებზე

"არ შემიძლია "სლავესნი ანანიზმი" და მიკიბულ-მოკიბული პასუხები" - გია ჯაჯანიძის გულწრფელი პოზიცია "იმედზე" მიმდინარე მოვლენებზე

როგორც უკვე ცნობილია, ტელეკომპანია "იმედმა" საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქშოუები დროებით შეაჩერა. როგორც განცხადებაშია აღინიშნული, "ჩვენი სურვილია, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან".

მოკლედ, ამ ყველაფერს პროექტები "რეაქცია" და "იმედის კვირა" შეეწირა. ინგა გრიგოლიამ კი ამ ფაქტს პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა...

არხზე პოლიტიკური სეგმენტის შეჩერების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ არხი კიდევ უფრო გააძლიერებს გასართობ მიმართულებას, ამიტომ ჩვენ გია ჯაჯნიძეს ვესაუბრეთ, რომელსაც აღნიშნულ არხზე, რეიტინგული შოუ - "სხვა რაკურსით" მიჰყავს.

- რა შეფასებას გაუკეთებ ცვლილებას "იმედის" არხზე, რასაც ორი დიდი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ტოკ-შოუს დახურვა მოჰყვა?

- ყოველთვის მიჭირს აზრის გამოთქმა იმაზე, რაც არ ვიცი. თან, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჩემი შეფასება არაფრის მომცემია.

დავუშვათ, არხმა მიიღო გადაწყვიტილება - პროტესტი გამოვთქვა? ან კიდევ, ვთქა "პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", როგორ გაბედეს? მერე რა ვქენი ამით?! არ შემიძლია "სლავესნი ანანიზმი"...

ამდენი ტყუილითა და ცრუ აზრების მოსმენით ხალხი დაიღალა. ამიტომ არ დავეძებ, რა მოხდა, მით უფრო, რომ მოხდა უკვე.

ერთი ვიცი და ეს ყველამ იცის, რომ ინგა პროფესიონალია და მაგარი გუნდი ჰყავს.

- ინგა გრიგოლიამ ამ ყველაფერს პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა...

- ინგამ ჩემზე კარგად იცის, რა მოხდა, მგონი, იმაზე ბევრიც იცის ვინც, უნდა იცოდეს. არ შემიძლია დიპლომატიური და მიკიბულ-მოკიბული პასუხები... ჩემი კოლეგები ძირითადად არც მწვადს წვავენ და არც - შამფურს, უნდათ, მარაქაში გაერიონ და არავის აწყენინონ. გულწრფელად გეტყვით, არც ერთ ეტაპზე სიტყვის თავისუფლების არ დამიჯერებია, იქიდან მოყოლებული, რაც საქართველო "თავისუფალი" გახდა. დღეს ყველაფერი პოლიტიკურია, რაც სამყაროში ხდება. დიახ, ასეა.

- რაკი ეს გადაცემები დაიხაურა, ამის ხარჯზე თქვენს ტოკ-შოუს ხომ არ გაეზარდა ვთქვათ, ბიუჯეტი და ტექნიკური ბაზა მეტად გაძლიერდება?

- არა მგონია ეს მოხდეს, თუმცა კარგი კი იქნებოდა. დიდი მადლობა იდეის მოწოდებისთვის. მაგ საკითხს ხელმძღვანელობასთან აუცილებლად დავაყენებ.

- თავად რას ელოდები ახალი სატელევიზო სეზონისგან? რაიმე მსგავსი საფრთხე ხომ არ შეიძლება დაემუქროს თქვენს პროექტსაც, რადგანაც როგორც ინგა გრიგოლია ამბობს, ფაქტის წინაშე დაყენეს. წინასწარ მისთვის არავის შეუტყობინებია აღნიშნული პროექტების დახურვის შესახებ.

- წელს ველოდები სასწაულ წარმატებას, მაღალ რეიტინგს, ბევრ მოგზაურობას. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. სატელევიზიო წლის დაწყების წინ სწორედ ამას ვფიქრობ, მაგრამ თუ "სხვა რაკურსს" დახურავენ, დღესვე დახურონ და აქვე გავიმეორებ ჩემს ცნობილ ფრაზას - რას დავეძებ!..

რა ვიზამ? ვერაფერსაც ვერ ვიზამ და ვერც ვინერვიულებ. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?! თან, ისეთი ხანმოკლეა ცხოვრება, რომ არ შემიძლია ტყუილ ბრძოლაში ჩავერთო. უნდათ გადაცემა, კარგია, არ უნდათ და ისიც კარგია!

თუ დამიხურეს გადაცემა, გამოვალ ქუჩაში და შოუებს დავდგამ, ქუჩის არტისტები მაინც არ გვყავს, თანაც, პურის ფულს ვიშოვი და ლაღად, ხალხთან ერთად ვიცხოვრებ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"