პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეტრო პოროშენკომ რადასთან გამართულ აქციას ქვეყნისთვის "ზურგში ჩარტყმა" უწოდა
პეტრო პოროშენკომ რადასთან გამართულ აქციას ქვეყნისთვის "ზურგში ჩარტყმა" უწოდა

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ გუ­შინ გა­მარ­თულ აქ­ცი­ას ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი უწო­და. მი­სი­ვე თქმით, რა­დას­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ქვეყ­ნის­თვის "ზურ­გში ჩარ­ტყმაა". კი­ევ­ში გუ­შინ მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა პან გი მუნ­მა. "უნი­ა­ნის" ცნო­ბით, პან გი მუნი და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­დაჭ­რის­კენ მო­უ­წო­დებს.

უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში უმაღ­ლეს რა­დას­თან პო­ლი­ცი­ა­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და. აქ­ტი­ვის­ტებ­მა რა­დას შე­ნო­ბის შტურ­მი სცა­დეს. ერთ-ერ­თმა დე­მონ­სტრან­ტმა კი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ყუმ­ბა­რა ის­რო­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­მა­ნა­შა­ვე და­ა­კა­ვეს.

და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 130-ზე მეტი კი და­შავ­და, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტია. და­შა­ვე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წევ­რია. 131 და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შვი­დი მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. და­ახ­ლო­ე­ბით 3 000-მა დე­მონ­სტრან­ტმა რა­დას მიერ დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ მი­ღე­ბულ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა. ცვლი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა რე­გი­ო­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი თვითთ­მარ­თვე­ლო­ბე­ბის უფ­ლე­ბას­მო­სი­ლე­ბის გაზ­რდას გუ­ლის­ხმობს. მათ შო­რის დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქე­ბი­საც.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ე­ბი მთავ­რო­ბას დონ­ბას­ში სე­პა­რა­ტის­ტე­ბის­თვის ლე­გი­ტი­მი­ზა­ცი­ის მი­ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პეტრო პოროშენკომ რადასთან გამართულ აქციას ქვეყნისთვის "ზურგში ჩარტყმა" უწოდა

პეტრო პოროშენკომ რადასთან გამართულ აქციას ქვეყნისთვის "ზურგში ჩარტყმა" უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გუშინ გამართულ აქციას ანტიუკრაინული უწოდა. მისივე თქმით, რადასთან განვითარებული მოვლენები ქვეყნისთვის "ზურგში ჩარტყმაა". კიევში გუშინ მომხდარი შეტაკებების გამო შეშფოთება გამოთქვა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა. "უნიანის" ცნობით, პან გი მუნი დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს.

უკრაინის დედაქალაქში უმაღლეს რადასთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. აქტივისტებმა რადას შენობის შტურმი სცადეს. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა კი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მისამართით ყუმბარა ისროლა. მოგვიანებით დამანაშავე დააკავეს.

დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 130-ზე მეტი კი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტია. დაშავებულთა უმრავლესობა სამართალდამცველი და ეროვნული გვარდიის წევრია. 131 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შვიდი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაახლოებით 3 000-მა დემონსტრანტმა რადას მიერ დეცენტრალიზაციის შესახებ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილება გააპროტესტა. ცვლილება უკრაინის ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითთმართველობების უფლებასმოსილების გაზრდას გულისხმობს. მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისაც.

აქციის მონაწილეეები მთავრობას დონბასში სეპარატისტებისთვის ლეგიტიმიზაციის მიცემაში ადანაშაულებენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა