საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. პრემიერის პრესკონფერენცია 11:00 საათზე გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება. კერძოდ, გავრცელებული ცნობით, თანამდებობას დატოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის.
ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.
რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილს, არ არის გამორიცხული მან ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე შეცვალოს, ბაქრაძე კი საქმიანობას ისევ დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.